მორჩილებით მსხვერპლშეწირვა ქრისტესი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 22 : 9 ; ესაია 53 : 7 ; მარკოზი 15 : 5 ; იოანე 10 : 17 ; საქმენი მოციქულთა 8 : 32 ; 1პეტრე 2 : 23 ; ეფესელთა 5 : 2 ; ფილიპელთა 2 : 8 ;
=2.3.63 მორჩილებით მსხვერპლშეწირვა ქრისტესი

- ისააკის მორჩილება - ქრისტეს მსხვერპლის წინარე სახე დაბ.22,[9]
- ნაწინასწარმეტყველებია ეს.53,7 საქ.8,32
- აღსრულდა ქრისტეს მორჩილებით მსხვერპლშეწირვა მარ.15,4.5 იოან.10,17.18; 1პეტ.2,23 ეფ.5,2 ფლპ.2,8

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22
9. მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა თავისი ძე, ისაკი და დასვა იგი სამსხვერპლო შეშაზე.

ესაია 53
7. შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე.

მარკოზი 15
4. კვლავ ჰკითხა პილატემ: "არაფერს უპასუხებ? ხედავ, რამდენ რამეს გაბრალებენ?”
5. მაგრამ კვლავ არაფერს პასუხობდა იესო; და გაოცდა პილატე.

იოანე 10
17. იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ დავიბრუნო იგი.
18. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს მცნება მამაჩემისგან მივიღე”.

საქმეები 8
32. წერილის ადგილი, რომელსაც საჭურისი კითხულობდა, ეს იყო: "დასაკლავი კრავივით წაიყვანეს, და როგორც ცხვარი დუმს მპარსველის წინაშე, ისე არ დაუძრავს ბაგე.

1პეტრე 2
23. რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;

ეფესელთა 5
2. იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირად და მსხვერპლად, სასიამოვნო კეთილსურნელებად.

ფილიპელთა 2
8. აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.22,9 ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს აბრაამის ნებისყოფა და რწმენა, მაგრამ უყურადღებოდ არც ისააკის სიმშვიდე უნდა დარჩეს: ის არ გაქცეულა, არ გასწყრომია მამას, არამედ უსიტყვოდ დაემორჩილა მას და ავიდა სამსხვერპლოზე მამისგან დარტყმის მოლოდინში.
__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

---------------------
ჯანბატისტა პიტონის ნახატი


2.3.63 Христос, как агнец пред стригущим безгласен
Быт.22,9 Ис.53,7 Мар.15,4.5 Ин.10,17.18 Деян.8,32; 1Пет.2,23 Еф.5,2 Флп.2,8