უფალი - დიდებულობის და მეფურობის აღმნიშვნელი ტიტული


საკვანძო მუხლები:

დაბადება 3 : 8 ; დაბადება 18 : 12 ; დაბადება 24 : 14 ; იოველი 2 : 32 ; მათე 21 : 30 ; ლუკა 6 : 46 ; 1პეტრე 3 : 6 ; რომაელთა 10 : 9 ; ფილიპელთა 2 : 11 ; გამოსვლა 7 : 5 ;
=2.2.93 უფალი - დიდებულობის და მეფურობის აღმნიშვნელი ტიტული

წმ. წერილში ეწოდება:
- ღმერთს დაბ.3,8 გამ.7,5
- ქრისტეს ლუკ.6,46
- ბატონს, პატრონს (ბევრ სხვა ენაში გამოითქმება როგორც უფალი - 
господин, κυρίῳ, lord, seigneur) დაბ.24,14
- ასევეა სხვა ენებში მიმართვის ფორმა "ბატონო" მათ.21,30
- ასევეა სხვა ენებში ქმრისადმი მიმართვა დაბ.18,12; 1პეტ.3,6

როცა ასე იწოდება ქრისტე, ეს ნიშნავს:
- მის იდენტურობას იაჰვესთან იოვ.2,32
- ქრისტეს უფლად აღიარებას რომ.10,9
- ქრისტე არის ყველას უფალი ფლპ.2,11

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3
8. მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.

დაბადება 18
12. გაეცინა სარას გულში და თქვა: "როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!”

დაბადება 24
14. და თუ მოხდა და ყმაწვილი ქალი, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, და ის მიტყვის, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მსახურის, ისააკისთვის რომ გყავს დანიშნული. და ამით მივხვდები, რომ წყალობა უყავ ჩემს ბატონს.“

გამოსვლა 7
5. და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავიწვდი ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან მათგან ისრაელის შვილებს”.

იოველი 2
32. ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის შთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.

მათე 21
30. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან უპასუხა: წავალ, ბატონო. მაგრამ არ წავიდა.

ლუკა 6
46. რატომ მომმართავთ: უფალო, უფალო, და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?

1პეტრე 3
6. როგორც სარა დაემორჩილა და უფალი უწოდა აბრაამს, რომლის შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.

რომაელთა 10
9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.

ფილიპელთა 2
11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

2.2.93 Господь - титул, означающий величие и царственность
Быт.3,8; 18,12; 24,14 Исх.7,5 Иоил.2,32 Матф.21,30 Лук.6,46; 1Пет.3,6 Рим.10,9 Флп.2,11