გვრიტი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 15 : 9 ; ლევიანნი 15 : 29 ; რიცხვნი 6 : 10 ; ფსალმუნები 73 : 19 ; ქებათა-ქება 2 : 12 ; იერემია 8 : 7 ; ლუკა 2 : 24 ; ლევიანნი 5 : 8 ; ლევიანნი 14 : 30 ;
=4.13.12 გვრიტი

ფრინველი მტრედისნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში. საქართველოში მრავალგან გვხვდება, მობუდარი გადამფრენია. ბუდეს იკეთებს ხეზე, წყალსატევის სიახლოვეს. აპრილ-მაისში დებს 2 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 13-14 დღე. ნორჩ ხუნდებს კვებავს ჩიჩახვიდან ამოღებული ნათხევარით („ფრინველის რძით“). იკვებება მარცვლოვნებით, იშვიათად მწერებით, მოლუსკებით და სხვა.

ბიბლიაში დაწერილია მასზე:
- გადამფრენი ფრინველი ქებ.2,12 იერ.8,7
- მოფერებითი სახელი ფს.73,19
- შესაწირად დაბ.15,9 ლევ.5,8; 14,30; 15,29 რიცხ.6,10 ლუკ.2,24

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15
9. უთხრა: "სამწლიანი დეკეული, სამწლიანი დედალი თხა, სამწლიანი ვერძი, გვრიტი და მტრედის ხუნდი მომიყვანე”.

ლევიანნი 15
29. და მერვე დღეს წაიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი, მიიტანოს მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან;

რიცხვნი 6
10. მიიტანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან.

ფსალმუნი 73
19. ნუ მისცემ მხეცებს შენი გვრიტის სიცოცხლეს, ნურასოდეს დაივიწყებ შენი ღარიბების სიცოცხლეს.

ქებათა ქება 2
12. ყვავილები გამოჩნდნენ მიწაზე, გალობის ჟამმა მოაღწია და გვრიტის ხმა ისმის ჩვენს მხარეში.

იერემია 8
7. ყარყატმაც კი იცის ცაში თავისი დრო; გვრიტი, მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოფრენის ჟამს: ჩემმა ხალხმა კი არ იცის უფლის ნება.

ლუკა 2
24. და შესწირონ მსხვერპლი, ორი გვრიტი ან ორი ხუნდი!” - როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი.


4.13.12 Горлица
Быт.15,9 Лев.5,8; 14,30; 15,29 Чис.6,10 Пс.73,19 Песн.2,12 Иер.8,7 Лук.2,24