ისმენს ღმერთი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 17 : 20 ; დაბადება 18 : 20 ; დაბადება 19 : 13 ; დაბადება 21 : 17 ; დაბადება 25 : 21 ; დაბადება 29 : 33 ; დაბადება 30 : 6 ; დაბადება 35 : 3 ; გამოსვლა 16 : 8 ; 4მეფეთა 22 : 19 ; 2ნეშტთა 6 : 39 ; 2ნეშტთა 7 : 12 ; 2ნეშტთა 30 : 20 ; 2ნეშტთა 33 : 13 ; ეზრა 8 : 23 ; ნეემია 1 : 6 ; ნეემია 4 : 4 ; იობი 9 : 16 ; ფსალმუნები 4 : 1 ; ფსალმუნები 5 : 2 ; ფსალმუნები 6 : 8 ; ფსალმუნები 9 : 37 ; ფსალმუნები 16 : 1 ; ფსალმუნები 17 : 6 ; ფსალმუნები 26 : 7 ; ფსალმუნები 27 : 2 ; ფსალმუნები 29 : 10 ; ფსალმუნები 30 : 22 ; ფსალმუნები 33 : 6 ; ფსალმუნები 38 : 12 ; ფსალმუნები 39 : 1 ; ფსალმუნები 54 : 1 ; ფსალმუნები 60 : 1 ; ფსალმუნები 63 : 1 ; ფსალმუნები 65 : 19 ; ფსალმუნები 77 : 21 ; ფსალმუნები 83 : 8 ; ფსალმუნები 85 : 6 ; ფსალმუნები 101 : 1 ; ფსალმუნები 105 : 44 ; ფსალმუნები 118 : 149 ; ფსალმუნები 129 : 2 ; ფსალმუნები 139 : 6 ; ფსალმუნები 141 : 8 ; ესაია 37 : 4 ; ესაია 38 : 5 ; ესაია 59 : 1 ; იერემია 8 : 6 ; იერემია 18 : 19 ; ეზეკიელი 35 : 12 ; დანიელი 5 : 23 ; დანიელი 9 : 17 ; იონა 2 : 2 ; იოანე 11 : 41 ; იაკობი 5 : 4 ;
=2.2.89 ისმენს ღმერთი

დაბ.17,20; 18,[20].21; 19,13; 21,17; 25,21; 29,33; 30,6; 35,3 გამ.16,8.12; 4მფ.22,19; 2ნეშ.6,39; 7,12; 30,20; 33,13 ეზრ.8,23 ნეემ.1,6; 4,4 იობ.9,16 ფს.4,1; 5,2.3; 6,8.9; 9,37; 16,1.6; 17,6; 26,7; 27,2.6; 29,10; 30,22; 33,6; 38,12; 39,1; 54,1; 60,1.5; 63,1; 65,19; 77,21.59; 83,8; 85,6; 101,1.20; 105,44; 118,149; 129,2; 139,6; 141,8 ეს.37,4.17; 38,5; 59,1 იერ.8,6; 18,19 ეზეკ.35,12.13 დან.5,23; 9,17-19 იონ.2,2 იოან.11,41 იაკ.5,4

ბიბლიის მუხლები

დაბადება 17
20. ისმაელისთვისაც გისმინე და მასაც ვაკურთხებ, ნაყოფიერს გავხდი და ფრიად გავამრავლებ, თორმეტ მთავარს წარმოშობს და დიდ ერად ვაქცევ.

დაბადება 18
20. და თქვა უფალმა: "რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,”
21. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.

დაბადება 19
13. რადგან გავანადგურებთ ამ ადგილს, რაკი სამდურავი ამაღლდა მასზე უფლის წინაშე და მის გასანადგურებლად მოგვავლინა ჩვენ უფალმა.

დაბადება 21
17. ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: "რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.

დაბადება 25
21. ნემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი; ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.

დაბადება 29
33. კვლავ დაორსულდა და ეყოლა ძე; თქვა: "ისმინა უფალმა, რომ მოძულებული ვარ, ამიტომ მომცა ეს ძეც”. და უწოდა სახელად სიმონი.

დაბადება 30
6. თქვა რახელმა: "ღმერთმა განმსაჯა, შეისმინა ჩემი ხმა და მომცა ძე”. ამიტომ დანი უწოდა სახელად.
22. გაიხსენა ღმერთმა რახელი, ისმინა მისი და გაუხსნა საშო.

დაბადება 35
3. ავდგეთ და ავიდეთ ბეთელში, სამსხვერპლოს ავუგებ იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე”.

გამოსვლა 16
8. და თქვა მოსემ: "მოგცემთ უფალი ხორცს საღამოს საკვებად, დილას კი პურს ძღომაზე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, რომლითაც დრტვინავდით მის წინააღმდეგ; ჩვენ კი ვინა ვართ? ჩვენი კი არა, უფლის წინააღმდეგაა თქვენი დრტვინვა”.
12. "ვისმინე ისრაელის ძეთა ჩივილი; ასე უთხარი მათ: მწუხრის ჟამს ხორცს შეჭამთ, დილას კი პურით გაძღებით. და გაიგებთ რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.

4მეფეთა 22
19. რადგან მოლბა შენი გული და მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც ამ ადგილსა და მის მაცხოვრებლებზე მაქვს ნათქვამი, რომ გაუდაბურდებიან და დაიწყევლებიან ისინი, შემოიხიე სამოსელი და მოსთქვამდი ჩემ წინაშე, მეც ამიტომ გისმინე, ბრძანებს უფალი.

2ნეშტთა 6
39. მაშინ ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მათი ლოცვა და ვედრება, სამართალი გაუჩინე და აპატიე შენს ხალხს, რომელმაც შეგცოდა.

2ნეშტთა 7
12. ღამით უფალი გამოეცხადა სოლომონს და უთხრა: „შევისმინე შენი ლოცვა და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირ სახლად.

2ნეშტთა 30
20. ისმინა უფალმა ხიზკიაჰუსი და აპატია ხალხს.

2ნეშტთა 33
13. ილოცა მის მიმართ და ღმერთმაც ისმინა მისი ვედრება და იერუსალიმში, თავის სამეფოში დააბრუნა იგი. მიხვდა მენაშე, რომ უფალია ღმერთი.

ეზრა 8
23. ვიმარხულეთ და ვთხოვეთ ჩვენს ღმერთს ეს და შეისმინა მან ჩვენი.

ნეემია 1
6. მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ.

ნეემია 4
4. ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან მოგვიძულეს, მათი დაცინვა მათვე მიუბრუნე და ნადავლად აქციე ისინი თავისი ტყვეობის ქვეყანაში!

იობი 9
16. თუ მოვუხმობდი და პასუხს გამცემდა, ვერ დავიჯერებდი, რომ ჩემი ხმა შეისმინა,

ფსალმუნი 4
1. მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი შვებას, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.

ფსალმუნი 5
2. ისმინე ჩემი ღაღადი, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენ გევედრები.
3. უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.

ფსალმუნი 6
8. განმშორდით ყოველი მოქმედი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი ქვითინის ხმა.
9. ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი მიიღებს ჩემს ლოცვას.

ფსალმუნი 9
37. ისმინა უფალმა თავმდაბალთა წადილი, გულს განუმტკიცებს მათ და ყურს მიაპყრობს მოსასმენად;

ფსალმუნი 16
1. უფალო, ისმინე სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, ისმინე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.
6. მოგიხმობ, ღმერთო, რადგან მიპასუხებ; ყური მომაპყარ, მოისმინე სიტყვები ჩემი.

ფსალმუნი 17
6. გასაჭირში ვუხმობდი უფალს და შევღაღადებდი ჩემს ღმერთს. ისმინა ჩემი ხმა თავის ტაძარში და მის ყურს მისწვდა ჩემი ღაღადი.

ფსალმუნი 26
7. უფალო, ისმინე ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.

ფსალმუნი 27
2. ისმინე ჩემი ვედრების ხმა, როცა მოგიხმობ და შენი საწმიდრისკენ აღვაპყრობ ხელებს.
6. კურთხეულ იყოს უფალი, რადგან შეისმინა ჩემი ვედრების ხმა.

ფსალმუნი 29
10. მომისმინე უფალო და შემიწყალე; იყავი ჩემი შემწე.

ფსალმუნი 30
22. ვფიქრობდი ჩემი ძრწოლისას: "მოკვეთილი ვარ შენს თვალთაგან”, მაგრამ შენ ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა შემოგღაღადებდი.

ფსალმუნი 33
6. აგერ ღარიბმა მოუხმო და მოისმინა უფალმა, დაიხსნა ყველა მისი გასაჭირისგან.

ფსალმუნი 38
12. ისმინე ჩემი ლოცვა უფალო და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ნუ დადუმდები ჩემი ცრემლების მიმართ, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, როგორც ჩემი მამა-პაპა.

ფსალმუნი 39
1. უფალზე ვამყარებდი იმედს, ყური მომაპყრო და ისმინა ჩემი ვედრება.

ფსალმუნი 54
1. ისმინე ღმერთო ჩემი ლოცვა და ნუ დაემალები ჩემს ვედრებას

ფსალმუნი 60
1. ისმინე უფალო ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.
5. რადგან შენ, ღმერთო, ისმინე ჩემი აღთქმანი, შენ მომეცი შენი სახელის მოშიშთა სამკვიდრო.

ფსალმუნი 63
1. ისმინე ღმერთო, ჩემი წუხილის ხმა, მტრის შიშისგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.

ფსალმუნი 65
19. მაგრამ ნამდვილად მისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.

ფსალმუნი 77
21. ესმა უფალს და განრისხდა; ცეცხლი აღინთო იაკობის წინააღმდეგ, რისხვა აღიმართა ისრაელზე.
59. ისმინა ღმერთმა, რისხვით აღივსო და დიდად შეიძულა ისრაელი.

ფსალმუნი 83
8. უფალო, ცაბაოთ ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა, ყური მომაპყარ, იაკობის ღმერთო.

ფსალმუნი 85
6. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ყურად იღე ჩემი ვედრება,

ფსალმუნი 101
1. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადი მოვიდეს შენთან.
20. რომ მოისმინოს პატიმრის კვნესა და გაათავისუფლოს სიკვდილმისჯილნი.

ფსალმუნი 105
44. და მაინც მოხედა მათ გაჭირვებას, როცა მოისმინა მათი ღაღადი.

ფსალმუნი 118
149. ისმინე ჩემი ხმა შენი წყალობისამებრ; შენი სამართლით მაცოცხლე, ღმერთო.

ფსალმუნი 129
2. ისმინე ჩემი ხმა, უფალო! ყური მოაპყარ ჩემს ვედრებას.

ფსალმუნი 139
6. ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა.

ფსალმუნი 141
8. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა, ყური დაუგდე ჩემს ვედრებას; მიპასუხე შენი ერთგულებითა და სიმართლით.

ესაია 37
4. იქნებ ისმინოს შენმა უფალმა ღმერთმა რაბშაკეს სიტყვები, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, შემოთვალა, რათა გაელანძღა ცოცხალი ღმერთი; იქნებ შერისხოს იმ სიტყვათა გამო, რომელიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა; აღავლინე ლოცვა დარჩენილი ნატამალისთვის.
17. მოაპყარ ყური, უფალო და მოისმინე. გაახილე თვალი, უფალო და დაინახე სანხერიბის სიტყვა, ცოცხალი ღმერთის სალანძღად რომ გამოგზავნა.

ესაია 38
5. "წადი და უთხარი ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: "შევისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და აჰა, კიდევ თხუთმეტ წელს შევმატებ შენს დღეებს.

ესაია 59
1. აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს!

იერემია 8
6. ყური მივუგდე და მოვისმინე: სიმართლეს არ ლაპარაკობენ, არავინ ინანიებს თავის ბოროტებას, ამბობენ: განა რა დავაშავეო? ყველა თავის გზაზე მიიჩქარის, ბრძოლაში შევარდნილი ცხენივით.

იერემია 18
19. ყური მომაპყარ, უფალო, ისმინე ჩემი მოწინააღმდეგეების ხმა.

ეზეკიელი 35
12. მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალმა, მოვისმინე ყველა შენი ლანძღვა, ისრაელის მთების წინააღმდეგ წარმოთქმული; ამბობდი: გაუკაცრიელდნენ და ჩვენ მოგვეცა საჭმელადო!
13. ჩემს წინააღმდეგ ქედმაღლურად ლაპარაკობდით, სიტყვებს ამრავლებდით ჩემს წინააღმდეგ; მოვისმინე ეს.

დანიელი 5
23. პირიქით, ზეციური უფლის წინააღმდეგ აღიმაღლე თავი, მისი სახლის ჭურჭელი მოატანინე შენ წინაშე, რომ შენ, შენს დიდებულებს, შენს ცოლებსა და შენს ხარჭებს ამ ჭურჭლით გესვათ ღვინო. თან ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდით, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით და ვერც აზროვნებენ; ხოლო ის ღმერთი, რომლის ხელშიც არის შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალი, არ განადიდე.

დანიელი 9
17. ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება; და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო.
18. ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო.
19. უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.

იონა 2
2. ამბობდა: "გასაჭირში მოვუხმე უფალს და მან მიპასუხა! შემოგღაღადე შავეთის წიაღიდან და შენ ისმინე ჩემი ხმა!

იოანე 11
41. და მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და თქვა: "მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.

იაკობი 5
4. აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.