ნახირი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 18 : 7 ; დაბადება 24 : 35 ; დაბადება 26 : 14 ; რიცხვნი 11 : 22 ; რიცხვნი 15 : 3 ; მეორე რჯული 28 : 4 ; 1მეფეთა 27 : 8 ; 1ნეშტთა 27 : 29 ; იობი 24 : 2 ; ფსალმუნები 64 : 12 ; იგავნი 27 : 12 ; ესაია 63 : 14 ; ესაია 65 : 10 ; იოველი 1 : 18 ; დაბადება 47 : 16 ; გამოსვლა 10 : 24 ; გამოსვლა 12 : 32 ; რიცხვნი 31 : 33 ; რიცხვნი 31 : 38 ; რიცხვნი 31 : 44 ;
=3.44.13 ნახირი

- ვაჭრობა დაბ.26,14; 47,16.17
- საკვებად დაბ.18,7 რიცხ.11,22
- მძევლად დატოვება სურს ფარაონს გამ.10,24; 12,32
- შესაწირი მსხვერპლი რიცხ.15,3
- დაწყევლილი რჯ.28,18
- კურთხევა დაბ.24,35 რჯ.28,4.51
- ნადავლი რიცხ.31,33.38.44
- იტაცებენ 1მფ.27,8 იობ.24,2
- კარგი მწყემსი 1ნეშ.27,29 იგავ.27,23
- კარგ საძოვარზე ფს.64,12 ეს.63,14; 65,10
- უპატრონო იოვ.1,18

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18
7. ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.

დაბადება 24
35. ფრიად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი უფალმა და მისცა მას ფარები და ნახირები, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი.

დაბადება 26
14. შეიძინა ცხვრის ფარა, ნახირი და დიდი სახნავ-სათესი მიწა. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.

დაბადება 47
16. უთხრა მათ იოსებმა: "მოასხით თქვენი საქონელი და საქონლის ფასად მოგცემთ, ფული თუ გამოგელიათ”.
17. მოასხეს საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებისა და ცხვრის ფარების, ნახირისა და სახედრების სანაცვლოდ; კვებავდა მათ იოსები პურით იმ წლის განმავლობაში მთელი მათი პირუტყვის სანაცვლოდ.

გამოსვლა 10
24. მოიხმო ფარაონმა მოსე და უთხრა: "წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი დარჩეს, თქვენი ბავშვები კი თან წაიყვანეთ”.

გამოსვლა 12
32. თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელიც წაასხით, როგორც ამბობდით; წადით და მეც მაკურთხეთ”.

რიცხვნი 11
22. მთელი ფარა და ნახირიც რომ დაიკლას მათთვის, ნუთუ ეს ეყოფათ? ან ზღვის მთელი თევზიც რომ მივცეთ, ნუთუ საკმარისი იქნება?”

რიცხვნი 15
3. და მიიტანთ შესაწირს უფლისთვის, სრულადდასაწველს ან მსხვერპლს ნახირიდან ან ფარიდან, აღთქმის აღსასრულებლად ან სამშვიდობოდ, რათა აკმიოთ საამო კეთილსურნელება უფლისთვის,

მეორე რჯული 28
4. კურთხეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაგები და შენი ფარის ნამატი.
18. წყეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფები, მონაგები შენი ნახირისა და ნამატი შენი ფარისა.
51. შეჭამს შენი საქონლისა და მიწის ნაყოფს, სანამ არ გაგაღატაკებს ისე, რომ არ დაგიტოვებს არც მარცვლეულს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც შენი ნახირის მონაგებსა და არც შენი ფარის ნამატს, ვიდრე არ დაიღუპები.

1მეფეთა 27
8. მუსრავდა დავითი იმ ქვეყანას, არც კაცს უშვებდა ცოცხალს და არც ქალს. გამოირეკავდა ცხვარს, ნახირს, სახედრებს, აქლემებს, წამოაყოლებდა სამოსელს და ბრუნდებოდა აქიშთან.

1ნეშტთა 27
29. შარონში მდგომ ნახირს შიტრაი შარონელი ზედამხედველობდა, ნახირს - ხეობებში, შაფატ ყადლაის ძე.

იობი 24
2. საზღვრებს ანაცვლებენ ბოროტეულნი, ნახირს იტაცებენ და მწყემსავენ;

ფსალმუნი 64
12. ნახირით არის სავსე საძოვრები და მაღლობები ლხინით იმოსებიან.

იგავნი 27
23. კარგად იცნობდე შენს ფარას, ყურადღებით იყავი შენი ნახირის მიმართ,

ესაია 63
14. როგორც ნახირი ჩადის ხეობაში, ისე დაატარებდა მოსასვენებლად თავის ხალხს უფლის სული; ამგვარად მიუძღოდი შენს ხალხს, რათა დიადი სახელი დაგემკვიდრებინა.

ესაია 65
10. გახდება შარონი საძოვარი ფარისთვის და ყაქორის ველი - ნახირის მოსასვენებელი ჩემი ხალხისთვის, რომელიც მეძიებს.

იოველი 1
18. როგორ გმინავს პირუტყვი, ნახირი უპატრონოდ დაეხეტება, რადგან აღარა აქვს საძოვარი; ცხვრის ფარაც შეწუხდა.


3.44.13 Стадо
Быт.18,7; 24,35; 26,14; 47,16.17 Исх.10,24; 12,32 Чис.11,22; 15,3; 31,33.38.44 Вт.28,4.18.51; 1цар.27,8; 1Пар.27,29 Иов.24,2 Пс.64,12 Пр.27,23 Ис.63,14; 65,10 Иоил.1,18