ისააკი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 17 : 21 ; დაბადება 21 : 3 ; დაბადება 22 : 2 ; დაბადება 24 : 67 ; დაბადება 25 : 9 ; დაბადება 26 : 1 ; დაბადება 27 : 25 ; გამოსვლა 32 : 13 ; ლუკა 3 : 34 ; გალატელთა 3 : 16 ; გალატელთა 4 : 22 ; ებრაელთა 11 : 20 ; დაბადება 35 : 28 ;
=1.8.104 ისააკი

(სიცილი)

ბიოგრაფიული მონაცემები:
- აბრაამის და სარას ძე დაბ.21,3
- აღთქმით შობილი დაბ.17,19
- იქცა აღთქმის მემკვიდრედ დაბ.17,21
- იქნა წინადაცვეთილი დაბ.21,4
- აბრაამი მზადაა მსხვერპლად შესწიროს დაბ.22,2.3
- ცოლად შეირთო რებეკა დაბ.24,1-67
- დაკრძალა მამა დაბ.25,9
- რებეკამ უშვა ესავი და იაკობი დაბ.25,25.26
- ისააკს მეტად უყვარდა ესავი დაბ.25,28
- ცხოვრობდა გერარში დაბ.26,1
- მიეცა აღთქმა დაბ.26,3.4
- და უწოდა რებეკას დაბ.26,7
- გამდიდრდა დაბ.26,12-14
- დავა ჭების გამო ადგილობრივებთან დაბ.26,14-22
- კავშირის დადება აბიმელექთან დაბ.26,23-33
- წუხილი ესავის გამო დაბ.26,34.35
- მოტყუებულ იქნა იაკობისგან დაბ.27,1-25
- აკურთხა თავისი ძეები დაბ.27,26-40
- გარდაიცვალა ღრმა სიბერეში დაბ.35,28.29

მისი ხასიათი:
- მორჩილი დაბ.22,9
- მშვიდობისმოყვარე დაბ.26,14-22
- ბევრს ლოცულობდა დაბ.25,21; 26,25

მისი მდგომარეობა:
- აღთქმის ძე გალ.4,22.23
- რწმენის კაცი ებრ.11,20
- ისრაელის პატრიარქი გამ.32,13
- ქრისტეს წინაპარი ლუკ.3,34
- ქრისტეს წინარე სახე გალ.3,16
- მორწმუნეთა წინარე სახე გალ.4,28-31

ბიბლიის მუხლები

დაბადება 17
19. უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "არა, შენი ცოლი, სარა შობს შენთვის ძეს, სახელად ისაკს დაარქმევ და მასთან დავდებ სამარადისო აღთქმას მისი შთამომავლობისათვის.
21 . მაგრამ ჩემს აღთქმას ისაკს დავუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად ამ დროს”.

დაბადება 21
3. და უწოდა აბრაჰამმა თავის ძეს ისაკი, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.
4. წინადაცვითა აბრაჰამმა რვა დღის ისაკი, თავისი ძე, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები.

დაბადება 22
2. მან უთხრა: "წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს; წადი მორიას მხარეში და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირე ერთ მთაზე, რომელსაც გაჩვენებ”.
3. ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, შეკაზმა სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი თავისი ძე. დააპო შეშა სრულადდასაწველისთვის და იმ ადგილისკენ გაეშურა, რომელზეც ღმერთმა მიანიშნა.
9. მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა აბრაჰამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა თავისი ძე, ისაკი და დასვა იგი სამსხვერპლო შეშაზე.

დაბადება 24
67. შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.

დაბადება 25
9. დაკრძალეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოყარის ძისეულ მინდორზე, მამრეს მოპირდაპირედ.
21. ემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი; ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
25. გამოვიდა პირველი მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი; და სახელად ესავი უწოდეს.
26. მერე მისი ძმა გამოვიდა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და სახელად იაკობი უწოდეს; სამოცი წლის იყო მაშინ ისაკი.
28. უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.

დაბადება 26
1. შიმშილი ჩამოვარდა ქვეყანაზე იმ შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაჰამის დროს იყო; და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
3. ხიზნობდე იმ ქვეყანაში და შენთან ვიქნები; გაკურთხებ და შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ ამ მიწას; და განგიმტკიცებ ფიცს, რომლითაც აბრაჰამს, მამაშენს შევფიცე.
4. ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და შენს მოდგმას მივცემ ყველა იმ მიწას; და შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყველა ხალხი,
7. და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის შესახებ. მან უთხრა: "და არის ჩემი”, რადგან შეეშინდა ეთქვა ჩემი ცოლიაო, რომ არ მოეკლათ იმ კაცებს, ვინაიდან ფრიად მშვენიერი იყო რებეკა.
12. დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმ წელიწადს; და აკურთხა იგი უფალმა.
13. გამდიდრდა ეს კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
14. შეიძინა ცხვრის ფარა, ნახირი და დიდი სახნავ-სათესი მიწა. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
20. და დავობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან: "ჩვენი წყალიაო”. და უწოდა ჭას სახელად ყესეკი რადგან დაობდნენ მასთან.
22. იქიდან გადაინაცვლა და სხვა ჭა ამოთხარა. მასზე აღარ შედავებიან; და უწოდა სახელად რეხობოთი და თქვა: "ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა და ვიმრავლებთ ქვეყანაზე”.
25. ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. გაშალა იქ თავისი კარავი და ამოთხარეს ჭა ისაკის მსახურებმა.
28. უთხრეს: "ცხადად ვხედავთ, რომ უფალია შენთან; ვთქვით, დაიდოს ფიცი ჩვენსა და შენს შორის და აღთქმა დავუდოთ ერთმანეთს.
34. ორმოცი წლის იყო ესავი, როცა ცოლად ივდითი მოიყვანა, ხეთელი ბეერის ასული, და ბასმათი, ხეთელი ელონის ასული.
35. და სული გაუმწარეს მათ ისაკსა და რებეკას.

დაბადება 27
25. უთხრა: "მომაწოდე და შევჭამ ჩემი შვილის ნანადირევს, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა”. მიაწოდა იაკობმა და ჭამა; ღვინოც მიუტანა და ისიც დალია.

დაბადება 35
28. ას ოთხმოცი წლის იყო ისაკი.
29. განუტევა სული ისაკმა და გარდაიცვალა. შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და დღეებით მაძღარი; და დაკრძალეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა ძეებმა.

გამოსვლა 32
13. გაიხსენე აბრაჰამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებო თქვენს შთამომავლობას და მთელ იმ ქვეყანას, რომელზეც ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ სამარადისოდ”.

ლუკა 3
34. იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თერახისა, ნახორისა,

გალატელთა 3
16. ხოლო ეს აღთქმანი აბრაჰამსა და მის თესლს ეთქვა. არ თქმულა: "შენს თესლთ” - როგორც მრავალზე ითქმის, არამედ როგორც ერთზე: "შენს თესლს”, რომელიც არის ქრისტე.

გალატელთა 4
22. ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაჰამს, ერთი მხევლისგან, მეორე კი - თავისუფლისგან.
23. მაგრამ მხევლისგან გამოსული ხორციელად იყო შობილი, ხოლო თავისუფლისგან გამოსული - აღთქმის მიხედვით.
28. და თქვენც, ძმებო, ისაკის მიხედვით აღთქმის შვილები ხართ.
29. მაგრამ როგორც მაშინ სდევნიდა ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც.
30. თუმცა, აი, რას ამბობს წერილი: "განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ გახდება მემკვიდრე თავისუფლის ძესთან ერთად!”
31. ამრიგად, ძმებო, მხევლის შვილები კი არა ვართ, არამედ - თავისუფლისა!

ებრაელთა 11
20. რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.


1.8.104 Исаак
Быт.17,19.21; 21,3.4; 22,2.3.9; 24,67; 25,9.21.25.26.28; 26,1.3.4.7.12-14.20.22.25.28.34.35; 27,25; 35,28.29 Исх.32,13 Лук.3,34 Гал.3,16; 4,22.23.28-31 Евр.11,20