ეკლესიის ატაცება


საკვანძო მუხლები:

მათე 24 : 31 ; 3მეფეთა 18 : 12 ; 4მეფეთა 2 : 11 ; ლუკა 17 : 34 ; იოანე 10 : 28 ; იოანე 14 : 3 ; იოანე 17 : 24 ; საქმენი მოციქულთა 1 : 9 ; საქმენი მოციქულთა 8 : 39 ; 1კორინთელთა 15 : 52 ; 2კორინთელთა 5 : 8 ; 2კორინთელთა 12 : 2 ; ფილიპელთა 1 : 23 ; ფილიპელთა 3 : 20 ; 1თესალონიკელთა 4 : 17 ; გამოცხადება 11 : 12 ; გამოცხადება 21 : 5 ;
=2.13.43 ეკლესიის ატაცება

დახსნილთა წაყვანა ზეცაში ქრისტეს მეორედ მოსვლისას

- ყველა მორწმუნე არ მოკვდება 1კორ.15,51; 1თეს.4,15.17
- ქრისტეში გარდაცვლილნი აღდგებიან მათ.24,30.31; 2კორ.5,8 ფლპ.1,23; 1თეს.4,13-16
- ცოცხლად დარჩენილნი შეიცვლებიან 1კორ.15,51-53 ფლპ.3,21
- წმინდანები იქნებიან ატაცებული ზეცაში მათ.24,40.41 ლუკ.17,34-36 იოან.14,2.3; 17,24 ფლპ,3,20; 1თეს.4,16.[17]

P.S. სხვა მსგავსი ადგილები თემის გასააზრებლად:
- უფლის სულის მიერ წარტაცება რწმენის კაცისა რომელიმე მიწიერ ადგილზე 3მფ.18,12 საქ.8,39.40
- ზეცაში ავიდა ელია ქარბორბალით 4მფ.2,11.16
- ქრისტეს ამაღლება წოდებულია ატაცებად საქ.1,9 გმცხ.21,5
- სხეულში თუ სხეულის გარეშე ატაცებულ იქნა მესამე ცამდე 2კორ.12,2-4
- ორი მოწმის ღრუბლებით ასვლა მათი მტრების თვალწინ გმცხ.11,12

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 18
12. შენგან რომ წავალ, არ ვიცი, საით გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ახაბთან საუწყებლად და რომ ვეღარ გიპოვნის, მომკლავს; შენი მსახური კი ღვთისმოშიშია სიჭაბუკიდან.

4მეფეთა 2
11. როცა მიდიოდნენ და საუბრობდნენ, აჰა, გამოჩნდა ცეცხლოვანი ეტლი და ცეცხლოვანი ცხენები, განაშორა ორნი ერთმანეთს და ზეცაში ავიდა ელია ქარბორბალით.
16. უთხრეს: "აჰა, შენს მსახურთ ორმოცდაათი ძლიერი კაცი გვყავს, წავიდნენ და მოძებნონ შენი ბატონი. იქნებ აიტაცა უფლის სულმა და სადმე მთაში ან ველზე დააგდო!” მიუგო ელისემ: "ნუ გაგზავნით”.

მათე 24
30. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით.
31. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.
40. მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება.
41. ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.

ლუკა 17
34. გეუბნებით თქვენ: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე, ერთი წაყვანილ იქნება, მეორე კი დარჩება.
35. ორნი დაფქვავენ ერთ ადგილზე, ერთი წაყვანილ იქნება, მეორე კი დარჩება.
36. ორნი იქნებიან ყანაში, ერთი წაყვანილ იქნება, მეორე დარჩება”.

იოანე 10
28. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ; და ვერავინ წამგლეჯს მათ ხელიდან.
29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მამაჩემის ხელიდან წაგლეჯა.

იოანე 14
2. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?
3. ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ.

იოანე 17
24. მამავ, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც, შენ რომ მომეცი, ჩემთან იყვნენ, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან წუთისოფლის შექმნამდე შემიყვარე.

საქმეები 1
9. ეს თქვა და მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალთაგან.

საქმეები 8
39. როგორც კი წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა წარიტაცა ფილიპე, ისე რომ, ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა და გახარებულმა გააგრძელა გზა.
40. ფილიპე კი აშდოდში აღმოჩნდა, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა.

1კორინთელთა 15
51. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, -
52. ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.

2კორინთელთა 5
8. თუმცა მხნედ ვართ და გვირჩევნია განვშორდეთ სხეულს, რათა უფალთან დავბინავდეთ.

2კორინთელთა 12
2. ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ - არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულის გარეთ, ღმერთმა იცის, - მესამე ცამდე იქნა ატაცებული.
3. და ვიცი ამ კაცის შესახებ - თუმცა სხეულში იყო, თუ სხეულის გარეშე, არ ვიცი, ღმერთმა იცის, -
4. რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმა ნებადართული არა აქვს ადამიანს.

ფილიპელთა 1
23. ორივე მიზიდავს: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია.

ფილიპელთა 3
20. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს,
21. რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.

1თესალონიკელთა 4
13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება.
14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად.
15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ.
16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი.
17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.

გამოცხადება 11
12. და გაიგონეს დიდი ხმა ზეციდან, რომელმაც თქვა: "ამოდით აქ”. და ისინიც ღრუბლით ავიდნენ ზეცას, მათი მტრები კი შეჰყურებდნენ.

გამოცხადება 21
5. და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით; და ატაცებულ იქნა მისი ბავშვი ღმერთთან და მის ტახტთან.

__თემაზე წერდნენ__
***
1თეს.4:17 ქრისტეში განსვენებულთა ატაცებას (2კორ.5:8; ფლპ.1:23) ერთვის აღმდგარი ახალი სხეულები (იხ. 1კორ.15:35‑50), ასევე ატაცებულ (გამოგლეჯილ) იქნებიან ცოცხალი ქრისტიანები (შეადარე იოან.10:28). ეს ადგილი, ასევე იოან.14:1‑3 და 1კორ.15:51.52 წარმოქმნიან ეკლესიის ატაცების ბიბლიურ საფუძველს. ატაცების დრო არ შეიძლება განისაზღვროს ამ ერთი ადგილით. თუმცა, თუ ავიღებთ ისეთ ადგილებს, როგორიცაა გმცხ.3:10 და იოან.14:3 და შევადარებთ მათ შვიდწლიანი ურვის ბოლოს სამსჯავროდ ქრისტეს მოსვლის ტექსტებს (მათ.13:34‑50; 24:29‑44 გმცხ.19:11‑21), მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ არის მკვეთრი განსხვავება იმაში, რომ ზოგ ტექსტებში ატაცება დაკავშირებულია სამსჯავროსთან, ხოლო ზოგში - არა. ამგვარად, გასაგებია, რომ ატაცება მოხდება არა ქრისტეს სამსჯავროდ მოსვლისას. აქედან გამომდინარე ატაცება ხდება ურვის ჟამის დადგომამდე, იქამდე, ვიდრე გადმოიღვრება უფლის რისხვა სამსჯავროზე (გმცხ. 6‑19). ეს მოვლენა წარმოადგენს გარდასახვას (შეადარ. 1კორ15:51.52; ფლპ.3:20.21) და საუკუნო კავშირს უფალ იესო ქრისტესთან.
__ მაკარტურის ბიბლიური კომენტარები __


2.13.43 Восхищение Церкви
3цар.18,12; 4цар.2,11.16 Матф.24,30.31.40.41 Лук.17,34-36 Ин.10,28.29; 14,2.3; 17,24 Деян.1,9; 8,39.40; 1Кор.15,51-53; 2Кор.5,8; 12,2-4 Флп.1,23; 3,20.21; 1Фес.4,13-17 Отк.11,12; 21,5