ორად გახლეჩილ ცხოველების ნაწილებს შორის გავლა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 15 : 10 ; დაბადება 15 : 17 ; იერემია 34 : 18 ;
=4.13.10 ორად გახლეჩილ ცხოველების ნაწილებს შორის გავლა

დაბ.15,9.[10].17 იერ.34,[18].19

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15
9. უთხრა: "სამწლიანი დეკეული, სამწლიანი დედალი თხა, სამწლიანი ვერძი, გვრიტი და მტრედის ხუნდი მომიყვანე”.
10. მიიყვანა ეს ყველაფერი, შუაზე გაჭრა და ნაჭრები ერთიმეორის პირდაპირ დააწყო. მხოლოდ ფრინველები არ გაჭრა შუაზე.
17. როდესაც მზე ჩავიდა და წყვდიადმა მოიცვა იქაურობა, გამოჩნდა მბოლავი ღუმელი ცეცხლოვანი ლამპრით და გაკვეთილ ცხოველთა შორის გაიარა.

იერემია 34
18. ჩავაგდებ ჩემი აღთქმის დამრღვევებს, ვინც არ შეასრულა აღთქმის სიტყვები, ჩემს წინაშე რომ დადეს, როცა ორად გახლიჩეს ხბო და მის ნაწილებს შორის გაიარეს,
19. იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, კარისკაცებს და მღვდელებს, ქვეყნის მთელს ხალხს, რომლებმაც გაიარეს ხბოს ნაწილებს შორის,

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ15:7-21 ამტკიცებს რა აღთქმას, რომ აბრამს ეყოლება შთამომავლობა (მუხ. 1-6) და ექნება სამკვიდრო მიწა (მუხ. 7,8,18-21), ღმერთმა აღასრულა, ერთი შეხედვით, უცნაური მოქმედება — სიმბოლური და ღრმააზროვანი (მუხ. 9-21). დავით ბეირონი ამას ასე ხსნის:
"ძველი ჩვეულების თანახმად, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედებდა, აღთქმის დამდებნი გადიოდნენ გახლეჩილ ცხოველებს შორის. ეს ნიშნავდა, რომ აღთქმის მონაწილენი დებდნენ ფიცს საკუთარი სიცოხლის ფასად აღესრულებინათ მიცემული ვალდებულება (იერ. 34:18,19). მაგრამ დაბადების წიგნის მე-15 თავში მხოლოდ ღმერთი გადის ნახლეჩებს შორის, რომლის ყოფნაც გამოხატულია კვამლითა და ცეცხლით. აბრამი მხოლოდ უმზერს ღმერთის მადლის ამ საოცარ გამოვლინებას, რომლის დამსახურებაც შეუძლებელია".
__ მაკდონალდის კომენტარები __

***
დაბ.15,8-10 აბრამს ღმერთისგან ნიშნის მოთხოვნას თავისი რწმენა აიძულებს. როგორ აძლევს მას კაცთმოყვარე ღმერთი? როდესაც ვინმეს რამეს ვპირდებით და გვინდა დანაპირებში გვერწმუნოს, სანაცვლოდ რამე ნიშანს ან წინდს ვაძლევთ, რომ უეჭველად მიიღებს იმას, რასაც დაჰპირდნენ.
დაბ.15,17 აკვამლებული თონე და ცეცხლის ალი ღმერთის ყოფნის სიმბოლოებია. ნახლეჩებს შორის გავლით უზენაესი აცხადებს, რომ ის ვალდებულებას კისრულობს, რომლის შესახებაც უკვე ნათქვამი აქვს.
__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

***
იერ.34,18 ეს ჩვეულება ხშირად თან ახლდა ხელშეკრულების დადებას და წარმოადგენდა სიმბოლურ გამოხატულებას მზაობისა, რომ გაიზიარებდნენ სამსხვერპლო პირუტყვის ხვედრს. უფალი გვაგებინებს, რომ ამიერიდან ეს პირობა ძალმოსილი ხდება.
__ ბიბლია განმარტებებით ტ.11 __


4.13.10 Прохождение между рассеченными частями тельца
Быт.15,9.[10].17 Иер.34,[18].19