ვახაროთ სიყვარულით, მოთმინებით და თანაგრძნობით


საკვანძო მუხლები:

1პეტრე 3 : 15 ; 1ტიმოთე 1 : 5 ;
=4.21.32 ვახაროთ სიყვარულით, მოთმინებით და თანაგრძნობით

1პეტ.3,15.16; 1ტიმ.1,[5]

ბიბლიის მუხლები

1პეტრე 3
15. წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.
16. კეთილი სინდისი იქონიეთ, რათა ისინი, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, შერცხვნენ თავიანთი სიტყვების გამო, როდესაც თქვენს კეთილ ცხოვრებას დაინახავენ ქრისტეში.

1ტიმოთე 1
5. ხოლო ხარების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით,

__თემაზე წერდნენ__
***
სიყვარული გასაღებია, რომლითაც შეგვიძლია გამოვხსნათ ქვეყნიერება ქრისტესთვის.
__ რ. ბაირი __

***
ერთხელ ღვთის ნეტარმა მსახურმა, რომელიც მოწმობდა ჭეშმარიტებას, გადაწყვიტა სწვეოდა ერთ ოჯახს. როდესაც მიუახლოვდა სახლს, მან შეამჩნია ერთერთი ქალიშვილი სწრაფად რომ გაეფარა ერთერთი ოთახის კარს. მას უყვარდა ქვეყნიერება და არაფრის მოსმენა არ სურდა ღმერთის შესახებ . . . ამიტომ არ სიამოვნებდა შეხვედრა თავის მშობლების ამ მეგობართან.
როდესაც სტუმარი წავიდა, იგი ისევ გამოვიდა და ჰკითხა დედას, ხომ არ მომიკითხაო.
“კი, - უპასუხა დედამ, - ამასთან მან დაგიტოვა რაღაც” და მიაწოდა ბიბლია. ქალიშვილმა წაიკითხა იგავ. 28,1; “ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ არ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.”
ეს სიტყვა შეიჭრა მის გულში. ე.ი. იგი ბოროტეულია! იგი შეშინდა, მაგრამ არავისთვის არაფერი უთქვია, წავიდა ღვთის მოწმის მოსაძებნად და მოუთხრო მას, როგორ შეეხო მის გულს წმიდა წერილის ეს ადგილი. მან უჩვენა მას იესო და მაცხოვრის დაღვრილი სისხლის წყალობით ჰპოვა ცოდვების მიტევება და სიმშვიდე ღმერთთან. ამის შემდეგ იგი აღარ გარბოდა ღვთის ნათელის გამოჩენისას, პირიქით, იყო ბედნიერი ღმერთთან და მის ხალხთან სიახლოვით.
__ იაკობ ლევენი __

***
ერთხელ ერთი მქადაგებელი ესაუბრებოდა ურწმუნოს, რომელმაც მოულოდნელად დაარტყა მქადაგებელს. მქადაგებელმა ბოდიში მოუხადა მას იმისთვის, რომ მან იგი იქამდე მიიყვანა. ურწმუნომ იქვე მოიდრიკა გული და სთხოვა პატიება. მალე მან ირწმუნა.
__ იაკობ ლევენი __

***
გადმოგვცემენ შემთხვევას ჩინეთში სამახარებლო საქმიანობის გუძონ ტეილორის ცხოვრებიდან. ჩინურ სამოსში გამოწყობილი იდგა იგი მდინარის პირას და ელოდებოდა მენავეს. მოვიდა იქვე ასევე მდიდრულად ჩაცმული ჩინელი. როცა მოახლოვდა ნავი, ჩინელმა დაარტყა მას თავში ნიჩაბი და ჩააგდო ტალახში. ტეილორი ამბობს, რომ პირველი მისი იმპულსი იყო თვითონაც გაერტყა ჩინელისთვის, მაგრამ უფალმა წამიერად მოაცილა ეს ცდუნება. როცა ნავი მიადგა ნაპირს, ჩინელმა ყურადღებით შეხედა ტეილორს და შეიცნო რა მასში უცხოელი ძლივს დაუჯერა თავის თვალს და უთხრა:
“როგორ მოხდა რომ არ დამარტყიო?”
ტეილორმა უპასუხა: “მეგობარო, ეს ნავი ჩემია. დაჯექი და წაგიყვან სადაც გნებავს.”
გზად ტეილორმა მოუთხრო ჩინელს ქრისტესმიერი ღვთაებრივი სიყვარულის შესახებ. როდესაც ისინი დასცილდნენ ერთმანეთს ჩინელის თვალებს მონანიებისა და ხსნის სიხარულის ცრემლები გადმოსდინდნენ. ასეთია სახარების ძალა. იგი აქცევს მტრებს მოყვრებად.
მოიქეცი შენც მეგობარო, უფლის მცნებების მიხედვით: გაიხსენეთ თქვენი მწყენინებელნი და მტრები და ილოცეთ მათთვის!
__ იაკობ ლევენი __

***
ჯონ ვესლი ქადაგებდა ინგლისში 53 წლის განმავლობაში. ერთხელ მას ასეთი რამ გადახდა. იმის გამო, რომ ადამიანებს ცოდვაში ამხელდა, გადაწყვიტეს მისი მოკვლა. მას დაუხვდნენ საცალფეხო გზაზე. დაუჭირეს ცხენზე ამხედრებულს აღვირი და მაგრად სცემეს. ჯონ ვესლი არ ეწინააღმდეგებოდა მათ, მხოლოდ ერთი პირველი შესაძლებლობისთანავე დაეცა მუხლებზე და შეჰღაღადა უფალს: “მამაო ზეციერო, აპატიე მათ”.
ამ სიტყვებით შეცბუნებულმა ყაჩაღთა მეთაურმა მოულოდნელად ბრძანა: “ნუღარ ურტყამთ მას”, - შემდეგ მიმართა ვესლის:
“ბატონო, ვფიცავ, რომ ამიერით ცუდს ვეღარავინ შეგკადრებს. მე მზად ვარ დაგიცვათ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.”
მეთაური იყო ჯორჯ კლიფტონი. ყველა იცნობდა მას, როგორც თავზეხელაღებულ ბანდიტსა და უზნეოს. არავითარ ფიზიკურ ძალას არ შეეძლო მისი გატეხვა, მაგრამ მქადაგებლის თავდადებამ და სიმშვიდემ დათრგუნა იგი. ქრისტესმიერი ხელახლად შობით მან მიუძღვნა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება სახარების ქადაგებას მთელ ქვეყანაში.
__ იაკობ ლევენი __

***
მისი ცოლი დაბომბვის დროს დაიღუპა, ორი ვაჟი ომს შეეწირა. გადავწყვიტე მომენახულებინა, მაგრამ მან უმალ გამაფრთხილა: “ბატონო ხუცესო, მომეშვით თქვენი ქრისტიანობით – მე იმდენი გადავიტანე, რომ აღარაფრის აღარ მჯერა!” ვუთხარი: “ვერ წარმომიდგენია ეს! ერთი მითხარით, ხომ მგზავრობთ ზოგჯერ მატარებლით?” – “დიახ,” – მომიგო მან. და ვეუბნები: “მაშინ თქვენ ალბათ ყოველთვის მიდიხართ მემანქანესთან და სთხოვთ, გიჩვენოთ მართვის უფლება!” – “არა, არა! – მპასუხობს იგი, - ხომ შემიძლია მე ვერწმუნო რკინიგზის სამმართველოს, რომ . . . ” – “როგორ!? – გავიკვირვე მე, - თქვენ შედიხართ ვაგონში ისე, რომ არა ხართ დარწმუნებული, შეუძლია თუ არა ამ ვაჟბატონს ლოკომოტივის წაყვანა?! და თუ ასეა ვინმეს ანდობ საკუთარ სიცოცხლეს, ეს ხომ რწმენაა! ნურასოდეს ნუ მეტყვით ამიერიდან, არაფრის არ მჯერაო!” შემდეგ მე ვკითხე “აფთიაქში თუ ყიდულობთ წამლებს?” – “კი თავის ტკივილის წამალი მჭირდება ხშირად.” – “ხანდახან მეაფთიაქე წამლის ნაცვლად უნებლიედ შხამს გვაძლევს. თქვენ ალბათ ამოწმებთ ამ ფხვნილებს.” – “არა, - მპასუხობს იგი, - გამოცდილ მეაფთიაქეს რაღაც კი უნდა გაეგებოდეს თავის საქმისა.” “როგორ თქვენ შეუმოწმებლად ყლაპავთ წამალს,” თქვენ ანდობთ მეაფთიაქეს თქვენს სიცოცხლეს? თუ ასეა, სწორედ, ესაა რწმენა! დასასრულს მე ვუთხარი: “ერთხელ მე ცხოვრებაში შემომხვდა ღმერთის დესპანი, მკვდრეთით აღმდგარი და ხელებზე ნალურსმევი ჭრილობებით, რაც იმის მაუწყებელია, რომ მან შემიყვარა. არავის მთელ ქვეყანაზე ჩემთვის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც იესომ გამიკეთა! არავინ არ არის ისეთი ნდობის ღირსი, როგორც იესო! თქვენ გგონიათ იესო როდესმე ცრუობდა?” – “არა.”
“არა, გეთაყვა, ასეთ მოწმობას მე არცერთ ადამიანს არ მივცემდი – მხოლოდ იესოს! და როცა ამაში დავრწმუნდი, ვთქვი: მე მინდა ჩემი ცხოვრება მივანდო იესოს!” მაშინ ჩემი თანამოსაუბრე შემეკითხა: “ნუთუ ეს ასე მარტივი რამაა?” და მე მივუგე “დიახ. ასე მარტივია . . . ერთხელ ასობით ყმაწვილთა წინაშე მე ვთქვი: “ვაწესებ პრემიას – მილიონი მარკის ოდენობით, ვინც მოძებნის კაცს, რომელიც ნანობს რომ ქრისტიანი გახდა! მე არ მქონდა მილიონი მარკა, მაგრამ მშვიდად ვიყავი, რადგან არ არსებობს ასეთი არავინ. მაშ ერწმუნეთ მას, ვინც თქვენთვის გააკეთა ყველაფერი.”
__ ვ. ბუში __