შეურაცხყოფა დაითმინეთ – ღმერთს აცალეთ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 19 : 8 ; 1მეფეთა 24 : 7 ; 1მეფეთა 25 : 38 ; 2მეფეთა 16 : 12 ; 1ნეშტთა 19 : 5 ; ნეემია 4 : 4 ; იობი 20 : 3 ; ფსალმუნები 118 : 22 ; ესაია 51 : 7 ; გოდება იერემიასი 5 : 1 ; ეზეკიელი 36 : 6 ; 1კორინთელთა 4 : 12 ; ებრაელთა 13 : 13 ;
=4.20.11 შეურაცხყოფა დაითმინეთ – ღმერთს აცალეთ

დაბ.19,5-11; 1მფ.24,5-8.12-15; 25,38; 2მფ.16,10-13; 1ნეშ.19,5 ნეემ.4,4 იობ.20,3 ფს.118,22 ეს.51,7 გოდ.5,1 ეზეკ.36,6; 1კორ.4,12 ებრ.13,13

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19,5-11
[ლოტს ანგელოზები ესტუმრნენ სოდომში, შემოადგნენ მის სახლს სოდომელები] გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ . . . გამოვიდა მათთან ლოტი . . . უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო! აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან, მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ, ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი . . . მიიჭრნენ კარის შესამტვრევად. გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი. იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს.

1მეფეთა 24
5. წუხდა ამის შემდეგ გულში დავითი, რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.
6. უთხრა თავის ხალხს: "ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს არ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის მიერ არის იგი ცხებული”.
7. ამ სიტყვებით გააჩერა თავისი ხალხი დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და წავიდა თავის გზაზე.
8. ადგა დავითი, გამოქვაბულიდან გამოვიდა და გასძახა საულს: "ჩემო მეფევ და ბატონო!” უკან რომ მოიხედა საულმა, მიწამდე პირქვე დაიხარა დავითი და მოიდრიკა მის წინაშე.
12. უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემ გამო. მე შენზე ხელს არ აღვმართავ.
13. როგორც ძველი იგავი ამბობს: ბოროტება ბოროტისგან გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
14. ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნის? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რაღაც რწყილს!
15. უფალი იყოს ჩვენს შორის მსაჯული, მან განგვსაჯოს. ის შეხედავს და განსჯის ჩემს სამართალს და დამიხსნის შენი ხელიდან”.

1მეფეთა 25
38. როცა გაიგო დავითმა, ნაბალი მოკვდაო, თქვა: „კურთხეულია უფალი, რომ მიუზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მსახური ბოროტის ქმნას! ნაბალს მისივე ბოროტება დაატეხა უფალმა თავს.“ მაშინ გააგზავნა დავითმა აბიგაილთან და დაავალა ეთქვათ, რომ ცოლად თხოულობდა მას.

2მეფეთა 16
10. მიუგო მეფემ: "რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ მწყევლის, ეგებ უფალმა დაავალა დავითის წყევლა! ვინ ეტყვის, ასე რატომ იქცევიო?”
11. უთხრა დავითმა აბიშაის და ყველა თავის მსახურს: "აჰა, თუ ჩემი საზარდულიდან გამოსული შვილი მეძებს მოსაკლავად, ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? დაეხსენით, მწყევლოს, ვინ უწყის, ეგებ უფლისგან აქვს დავალებული!
12. ეგებ იხილოს უფალმა ჩემი დამცირება და კეთილი მომაგოს მისი წყევლის სანაცვლოდ”.
13. მიდიოდნენ დავითი და მისი ხალხი გზაზე, შიმყა კი გვერდით მიჰყვებოდა მთის ფერდობზე, წყევლიდა, ქვებს უშენდა და მტვერს აყრიდა.

1ნეშტთა 19
5. და წავიდნენ ისინი. და შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი, და გაგზავნა მან ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ ისინი. და შეუთვალა მათ მეფემ: „იერიხოში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით.“

ნეემია 4
4. ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან დასაცინი და შეურაცხნი გავხდით! მათი ლანძღვა მათვე მიუბრუნე, და მიეცი ისინი საკიცხელად თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში!

იობი 20
3. რადგან ჩემს შეურაცხმყოფელ შენიშვნას ვისმენ, და ჩემი გონების სული მათქმევინებს პასუხს.

ფსალმუნი 118
22. ამაცილე შერცხვენა და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი!

ესაია 51
7. მისმინეთ მე, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, რომელთაც ჩემი რჯული გულში გაქვთ. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხებისა და მათი ლანძღვა-გინება ნუ დაგაფრთხობთ.

გოდება იერემიასი 5
1. გაიხსენე, უფალო, რა დაგვემართა ჩვენ, გადმოიხედე და იხილე როგორ გვათრევენ და გვაგინებენ.

ეზეკიელი 36
6. ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებსა და ბორცვებს, ღარტაფებსა და ველებს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ჩემი შურითა და გულისწყრომით ვილაპარაკე ეს, რადგან წარმართთაგან შეურაცხყოფას ითმენდით.

1კორინთელთა 4
12. ვშრომობთ ჩვენი ხელით. გვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ,

ებრაელთა 13
13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა.

__თემაზე წერდნენ__
***
[ყაენის ურდოში მისვლის წინ წმ. მეფე დიმიტრი თავდადებულმა]
უხმო მხლებელთ და უბრძანა: - “ფიცსა გთხოვთ და უნდა მომცეთ:
თუ უკადრისი მაკადრონ, თქვენ არავინ ხმა არ გასცეთ.
თავს დაიხოცთ, ვერას უზამთ, ჯარია მოზღვავებული!
თქვენს სიკვდილსაც არ იკმარებს, თქვენგნით გაბოროტებული, -
წავა და ხალხს ამოგვიჟლეტს, აგვიოხრებს ქვეყანასა . . .
ნუთუ მთელს ხალხს ანაცვალებთ ვაჟკაცთა თაკილობასა?!
ღმერთს აცადეთ . . . დეე იქმნას, რაც ჩემს თავზე განგებულა!
საცა არც სჯობს, გაცლა სჯობსო, ბრძენთაგანა ასე თქმულა.”
__ ილია ჭავჭავაძე __

***
მაცხოვარი არ პასუხობდა ბოროტზე ბოროტით, არამედ პატიობდა და გადასცემდა სიტუაციას ზეციერი მამის ხელში, ხოლო მათ აკურთხებდა და ყოველთვის ამ მდგომარეობიდან გამარჯვებული გამოდიოდა.
__ ბობ იანდიანი __

-------------------------
სურათზე: მაწყევარ შიმყის დასჯაზე უარს ეუბნება მეფე  დავითი ცერუიას ძეს


4.20.11 Потерпим оскорбление, подождем Бога
Быт.19,5-11; 1цар.24,5-8.12-15; 25,38; 2цар.16,10-13; 1Пар.19,5 Неем.4,4 Иов.20,3 Пс.118,22 Ис.51,7 Плач.5,1 Иез.36,6; 1Кор.4,12 Евр.13,13