ღარიბთა, უპოვარ-უქონელთა, ხელმოკლეთა მიმართ დამოკიდებულება


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 22 : 25 ; გამოსვლა 23 : 3 ; ლევიანნი 19 : 10 ; ლევიანნი 25 : 39 ; მეორე რჯული 15 : 7 ; მეორე რჯული 24 : 12 ; რუთი 2 : 14 ; ესთერი 9 : 22 ; იობი 24 : 9 ; იობი 30 : 25 ; ფსალმუნები 9 : 29 ; ფსალმუნები 81 : 3 ; იგავნი 14 : 31 ; იგავნი 17 : 5 ; იგავნი 19 : 7 ; იგავნი 21 : 13 ; იგავნი 22 : 9 ; იგავნი 28 : 27 ; იგავნი 29 : 7 ; ეკლესიასტე 9 : 15 ; ესაია 3 : 14 ; იერემია 5 : 28 ; იერემია 22 : 16 ; ეზეკიელი 16 : 49 ; ეზეკიელი 18 : 17 ; დანიელი 4 : 27 ; ამოსი 2 : 6 ; ამოსი 5 : 11 ; ზაქარია 7 : 10 ; მათე 19 : 21 ; მათე 25 : 35 ; ლუკა 19 : 8 ; იაკობი 2 : 3 ; ფსალმუნები 34 : 10 ; ფსალმუნები 71 : 4 ; ფსალმუნები 112 : 7 ; ესაია 10 : 2 ; ესაია 25 : 4 ; ამოსი 4 : 1 ; გამოსვლა 23 : 6 ; ლევიანნი 5 : 7 ; ლევიანნი 14 : 32 ; ლევიანნი 27 : 8 ;
=4.19.22 ღარიბთა, უპოვარ-უქონელთა, ხელმოლეთა მიმართ დამოკიდებულება

ცუდი დამოკიდებულება მათ მიმართ:
- გირაოდ ღარიბის შვილის წაყვანა იობ.24,9
- დადარაჯება ჩასაჭერად ფს.9,29
- ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს იგავ.14,31; 17,5
- სიძულვილი იგავ.19,7
- ყურის მოყრუება სათხოვარზე იგავ.21,13; 28,27
- შევიწროება იგავ.22,16 ამ.4,1
- ძარცვა იგავ.22,22
- ღარიბის უფლებების ცოდნა არ სურს უკეთურს იგავ.29,7
- ღარიბის სიბრძნის აბუჩად აგდება ეკლ.9,15.16
- ღარიბთათვის წართმევა ეს.3,14
- სამართლის გამრუდება ეს.10,2
- ღარიბთა საქმის არ განსჯა იერ.5,28
- ღარიბსა და მათხოვარს სოდომელები ხელს არ აშველებდნენ ეზეკ.16,49
- ჩაგვრა ეზეკ.18,12.13
- ღარიბის გაყიდვა ამ.2,6
- დიდი ხარკის გადახდევინება ამ.5,11
- ქონების მიხედვით პატივისცემა იაკ.2,3.6

კარგი დამოკიდებულება მათ მიმართ:
- სამართლიანობა გამ.22,25; 23,3.6 რჯ.24,12-15 იგავ.29,7.14 ეზეკ.18,17 ზაქ.7,10
- რჯული ხელმოკლე კეთროვანისთვის ლევ.14,32
- საზრდოს მიცემა ლევ.19,9.10 რუთ.2,14-16
- არ დამონება ლევ.25,39.47.48 რჯ.15,12
- გადახდის უნარიანობის შეფასება ლევ.27,8
- ხელგაშლილობა რჯ.15,7-9.11
- ღარიბების მოკითხვის დღე ესთ.9,22
- წუხილი მათზე იობ.30,25
- განკითხვა ფს.81,3 იერ.22,16
- ღატაკის მწყალობელი შემოქმედის პატივისმცემელია იგავ.14,31
- გულმოწყალე კურთხეული იქნება იგავ.22,9
- ღარიბის გამკითხავი არ გაღარიბდება იგავ.28,27
- ღარიბებისადმი გულმოწყალეობა დან.4,27
- თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი მათ.19,21 ლუკ.19,8.9
- მიიღებს კუთვნილ საზღაურს მათ.25,35-40
- საქმით შეწვნა სჯობია სიტყვით შეწევნას იაკ.2,15.16

ღმერთი აღუთქვამს მათ:
- დასჯერდება მათგან ხელმოკლეობის შესაწირავს ლევ.5,7
- არ იქნებიან დავიწყებულნი ფს.9,18
- განთავისუფლებას ფს.34,10
- ხსნას ფს.71,4
- ამაღლებას ფს.112,7
- თავშესაფარს ეს.25,4

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 22
25. თუ ფულს ასესხებ ჩემი ხალხიდან ვინმე ღარიბ-ღატაკს, ნუ შეავიწროვებ მას და ვახშს ნუ დააკისრებ.

გამოსვლა 23
3. ნურც ღარიბ კაცს გაუწევ შეღავათს სადავო საქმეში.
6. ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.

ლევიანნი 19
9. “‘და როცა მომკით სამკალს თქვენი მიწისა, არ მოასრულო სამკალი თქვენი ყანის კიდემდე და მკის დროს ჩაბნეულს ნუ აკრეფთ.
10. და თქვენს ვენახს ნუ მოიმცვრევთ, და ვენახში დარჩენილ მარცვლებს ნუ აკრეფთ: ღარიბისა და ხიზნისათვის დატოვეთ ისინი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

ლევიანნი 25
39. თუ გაღარიბდა შენი ძმა და მოგეყიდება, არ დაიმონო ის მონური შრომით.
47. “‘და თუ მწირი ან ხიზანი ჰპოვებს ქონებას შენთან, და ძმა შენი გაღარიბდეს მის წინაშე და მიეყიდოს მწირს, შენს ხიზანს, ან მწირის საგვარეულოს შთამომავალს,
48. გაყიდვის შემდეგ იქნება მისი გამოსყიდვა, ერთ-ერთი მისი ძმათაგანი გამოისყიდის მას,

მეორე რჯული 15
7. თუ იქნება შენთან გლახაკი, ერთი შენი ძმათაგანი, ერთ-ერთ შენს კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ გაიქვაო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი გლახაკი ძმის მიმართ,
8. არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მას მისი გასაჭირისამებრ, რაც მას სჭირდება.
9. გაფრთხილდი, რომ გულში უღირსი ფიქრი არ შეგეპაროს და არ თქვა: “მოახლოვდა მეშვიდე წელი, წელიწადი პატიებისა”, და არ აითვალწუნო შენი გლახაკი ძმა და უარი არ უთხრა მას. ის შეჰღაღადებს შენზე უფალს და შენზე იქნება ცოდვა.
11. რადგან არ დაილევა გლახაკი ქვეყანაში, ამიტომ გიბრძანებ ხელგაშლილი იყო შენი ძმის მიმართ, შენი ღარიბისა და შენი გლახაკის მიმართ შენს ქვეყანაში.
12. თუ მოგეყიდოს ებრაელი, ქალი ან კაცი, გემსახუროს ექვსი წელი, და მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე შენგან.

მეორე რჯული 24
12. და თუ იგი ღარიბი კაცია, მისი გირაოთი ნუ დაიძინებ;
13. უნდა დაუბრუნო მას გირაო მზის ჩასვლისას, რათა დაიძინოს თავისი სამოსლით და დაგლოცოს, და სიმართლედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის, წინაშე.
14. ნუ შეავიწროებ მოჯამაგირეს, ღარიბს და გლახაკს, შენი მოძმეთაგანი იქნება იგი თუ შენი ხიზანთაგანი, რომელიც შენს ქვეყანაშია, შენს კარიბჭეებში;
15. იმავე დღეს მიეცი თავისი გასამრჯელო, ვიდრე მზე ჩავა, რადგან ღარიბია და ნატრობს მისი სული მას. არ შეჰღაღადოს უფალს შენზე და შენზე არ იყოს ცოდვა.

რუთი 2
14. და უთხრა მას ბოყაზმა: “მოდი და აქ ჭამე პური, და ლუკმა ამოაწე ძმარში.” და დაჯდა რუთი მომკელთა გვერდით, და მიაწოდა მას ბოყაზმა ქუმელი. და მან ჭამა და დანაყრდა, და კიდეც დარჩა.
15. და ადგა ასაკრეფად. ბოყაზმა უბრძანა თავის ბიჭებს და უთხრა: “ძნებს შორისაც აკრიფოს, და ნუ დააყვედრით მას.
16. და ხელეურებიდანაც მიუყარეთ და დაუტოვეთ ხოლმე, აკრიფოს და ნუ დაამადლით.”

ესთერი 9
22. დღეები, როცა თავიანთი მტრებისგან მოისვენეს ებრაელებმა და მწუხარება - სიხარულად, გლოვა კი დღესასწაულად ექცათ; რათა ნადიმისა და მხიარულების დღეებად ექციათ ისინი, ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის და ღარიბების მოკითხვის დღეებად.

იობი 24
9. ძუძუდან მოსწყვეტენ ობოლს და მიჰყავთ ღარიბისგან გირაოდ.

იობი 30
25. განა არ მიტირია უბედურისთვის? არ დამიმწუხრებია სული ღარიბ-ღატაკისთვის?

ფსალმუნი 9
29. საფარში დაუდარაჯდება, შამბნარში ჩასაფრებული ლომივით. ელოდება ღარიბს, რომ მოიტაცოს და მოიტაცებს, როგორც კი მის ბადეში გაებმება.

ფსალმუნი 81
3. განიკითხეთ სუსტი და ობოლი, სამართალი გაუჩინეთ ღარიბსა და ღატაკს.

იგავნი 14
31. ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს, ღატაკის მწყალობელი კი მისი პატივისმცემელია.

იგავნი 17
5. ღარიბის აბუჩად ამგდები მის შემოქმედს დასცინის, მოყვასის უბედურებით გახარებულს სასჯელი არ ასცდება.

იგავნი 19
7. ძმებსაც კი სძულთ ღარიბი კაცი; კიდევ უფრო გაურბიან მას მეგობრები; ევედრება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.

იგავნი 21
13. ვინც ყურს მოიყრუებს ღარიბის ღაღადზე, თვითონაც მოუხმობს ერთ დღეს და არავინ უპასუხებს.

იგავნი 22
9. კურთხეული იქნება გულმოწყალე, რადგან თავისი საზრდოდან უწილადებს ღარიბებს.
16. ვინც თავისი დოვლათის გასამრავლებლად ღარიბს ავიწროებს და მდიდარს აძლევს, გაღატაკდება.
22. ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღატაკია; საწყალს ნუ დაჩაგრავ კარიბჭესთან,

იგავმი 28
27. ვინც ღარიბს აძლევს, არ გაუჭირდება, ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, მრავალ წყევლას მიიღებს.

იგავნი 29
7. იცის მართალმა ღარიბთა უფლებები, უკეთურს კი არც უნდა რომ იცოდეს.
14. მეფე, რომელიც სიმართლით განიკითხავს ღარიბთ, სამუდამოდ განამტკიცებს თავის ტახტს.

ეკლესიასტე 9
15. გამოჩნდა მასში ღარიბი ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ აღარავის გახსენებია ის ღარიბი.
16. და ვთქვი: "სიბრძნე სჯობს ძლიერებას!” მაგრამ ღარიბის სიბრძნეც აბუჩადაა აგდებული და მის სიტყვებს არ ისმენენ.

ესაია 3
14. განიკითხავს უფალი თავისი ხალხის უხუცესებსა და მთავრებს: "თქვენ გადაჭამეთ ვენახები და ღარიბთათვის წართმეულით აივსეთ სახლები.

იერემია 5
28. გასუქდნენ და გალაღდნენ, ზღვარს გასცდნენ ბოროტებაში, ობოლთა საქმეში სამართალს არ დაეძებენ, რათა არ გაიმარჯვონ, ღარიბთა საქმეს არ განსჯიან.

იერემია 22
16. ჩაგრულსა და ღარიბ-ღატაკს განიკითხავდა და სიკეთე ჰქონდა. განა ეს არ არის ჩემი შეცნობა? ამბობს უფალი.

ეზეკიელი 16
49. აი, რა იყო სოდომის, შენი დის, დანაშაული - სიამაყე, გაუმაძღრობა და არხეინობა მისი და მისი ასულებისა, ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ.

ეზეკიელი 18
17. ღარიბის ჩაგვრისგან ხელს იკავებს, ვახშსა და სესხის სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს აღასრულებს და ჩემი წესებით დადის - არ მოკვდება იგი მამამისის ურჯულოების გამო და იცოცხლებს უცილობლად!

დანიელი 4
27. ამიტომ, მეფევ, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა: ჩამოიცილე ცოდვები სიმართლის ქმნით, ურჯულოებანი შენი - ღარიბთა შეწყალებით, იქნებ გაგიხანგრძლივდეს სიმშვიდე”.

ამოსი 2
6. ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ისრაელს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო - ვინაიდან მართალს ვერცხლზე ყიდიან და წყვილ ფეხსაცმელზე - ღარიბს.

ამოსი 5
11. რაკი დიდ ხარკს ახდევინებთ ღარიბებს და უკანასკნელ ხორბალს ართმევთ, თლილი ქვებით აიშენებთ სახლებს, მაგრამ ვერ იცხოვრებთ იქ; საუცხოო ვენახები გექნებათ, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევთ.

ზაქარია 7
10. ქვრივს, ობოლს, უცხოტომელსა და ღარიბს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტებას ნუ განიზრახავთ ერთმანეთის მიმართ თქვენს გულებში.

მათე 19
21. უთხრა მას იესომ: "თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.

მათე 25,35-37.40
მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომიკითხეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. მაშინ მართლები ეტყვიან მას პასუხად: უფალო, როდის . . . ? მეუფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც-კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.

ლუკა 19,8.9
ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: “აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ . . . იესომ უთხრა მას: დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა.”

იაკობი 2
3. შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით, აქ დაბრძანდითო კარგად, ღარიბს კი ეტყვით, შენ მანდ იდექი, ანდა, აქ დაჯექი, ჩემს ფერხთითო.
6. თქვენ კი უპატიოდ ჰყავით ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?

__თემაზე წერდნენ__
***
გლახაკთათვის განშიშვლებასა . . . ჰბრძანებდი.
__ დავით აღმაშენებელი __

***
უპოვართათვის შემწეობა რომ აღმოეჩინა, მხოლოდ იმიტომ სურდა სიმდიდრე პასკალს (მადამ პერიე)


4.19.22 Отношения с бедными, нищими
Исх.22,25; 23,3.6 Лев.5,7; 14,32; 19,9.10; 25,39.47.48; 27,8 Вт.15,7-9.11.12; 24,12-15 Руф.2,14-16 Есф.9,22 Иов.24,9; 30,25 Пс.9,18.29; 34,10; 71,4; 81,3; 112,7 Пр.14,31; 17,5; 19,7; 21,13; 22,9.16.22; 28,27; 29,7.14 Екк.9,15.16 Ис.3,14; 10,2; 25,4 Иер.5,28; 22,16 Иез.16,49; 18,12.13.17 Дан.4,27 Ам.2,6; 4,1; 5,11 Зах.7,10 Матф.19,21; 25,35-40 Лук.19,8.9 Иак.2,3.6.15.16