ქვემდგომის კეთილსინდისიერი მსახურება


საკვანძო მუხლები:

დაბადება 30 : 26 ; დაბადება 31 : 6 ; დაბადება 39 : 3 ; მალაქია 1 : 6 ; მათე 8 : 9 ; ლუკა 6 : 46 ; ლუკა 7 : 8 ; 1პეტრე 2 : 18 ; ეფესელთა 6 : 5 ; კოლასელთა 3 : 22 ; 1ტიმოთე 6 : 1 ; ტიტე 2 : 9 ; დაბადება 24 : 66 ; დაბადება 24 : 34 ; იესო ნავეს ძე 1 : 18 ; რიცხვნი 32 : 27 ;
=4.19.18 ქვემდგომის კეთილსინდისიერი მსახურება

დაბ.24,34.66; 30,26; 31,6; 39,3-5 რიცხ.32,27 იესნ.1,18 მალ.1,6 მათ.8,9 ლუკ.6,46; 7,8; 1პეტ.2,18 ეფ.6,5-7 კოლ.3,[22].23; 1ტიმ.6,1 ტიტ.2,9.10

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24
34. თქვა: "მე აბრაამის მსახური ვარ.
66. ყველაფერი უამბო მსახურმა ისაკს.

დაბადება 30
26. მომეცი ჩემი ცოლები და შვილები, რომელთათვისაც გემსახურე და წავალ; რადგან იცი ჩემი სამსახური, როგორც გემსახურე”.

დაბადება 31
6. თქვენ იცით, რომ მთელი ძალღონით ვემსახურებოდი მამათქვენს.

დაბადება 39
3. და იხილა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და ხელს უმართავდა ყველაფერში, რასაც აკეთებდა.
4. მადლი ჰპოვა იოსებმა მის თვალში და ემსახურებოდა მას. დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მას ჩააბარა მთელი თავისი საბადებელი.
5. მას შემდეგ, რაც თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა, აკურთხა უფალმა იმ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და კურთხეული იყო უფლისგან მთელი მისი ქონება სახლში თუ მინდვრად.

რიცხვნი 32
27. ყველა შენი მსახური გადავა, ვინც საბრძოლველადაა შეიარაღებული უფლის წინაშე, როგორც ამბობს ჩვენი ბატონი”.

იესო ნავეს ძე 1
18 . და ყოველი, ვინც ეურჩება შენს ბრძანებას და არ დაემორჩილება შენს სიტყვას, რასაც უბრძანებ, მოკვდება!..

მალაქია 1
6. ძე პატივს სცემს მამას, მსახური - თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი მოშიშება? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის მოძულენო; თქვენ კი გიკვირთ: როგორ მოვიძულეთო შენი სახელი?

მათე 8
9. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”.

ლუკა 6
46. რატომ მომმართავთ: უფალო, უფალო, და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?

ლუკა 7
8. რადგან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ და ხელქვეითი ჯარისკაცებიც მყვანან. ერთს რომ ვეტყვი: წადი! მიდის. სხვას ვეტყვი: მოდი! და მოდის; ჩემს მონას: ეს გააკეთე! და აკეთებს”.

1პეტრე 2
18. მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც.

ეფესელთა 6
5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;
6. არა თვალის ასახვევად, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთის ნებას.
7. გულითადად, როგორც უფლისთვის და არა ადამიანთათვის.

კოლასელთა 3
22. მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.
23. ყოველივე, რასაც აკეთებთ, მთელი გულით გააკეთეთ, როგორც ღვთისთვის და არა კაცთათვის.

1ტიმოთე 6
1. უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება.

ტიტე 2
9. მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას;
10. არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყოველნაირად შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება.

---------------------
სურათზე: იოსები ფოტიფართან


4.19.18 Добросовестное служение подчиненного
Быт.24,34.66; 30,26; 31,6; 39,3-5 Чис.32,27 Иисн.1,18 Мал.1,6 Матф.8,9 Лук.6,46; 7,8; 1Пет.2,18 Еф.6,5-7 Кол.3,[22].23; 1Тим.6,1 Тит.2,9.10