ნუ იდავებთ, იკამათებთ, იყვირებთ


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 23 : 2 ; იგავნი 15 : 18 ; იგავნი 17 : 14 ; იგავნი 18 : 6 ; იგავნი 22 : 10 ; იგავნი 26 : 20 ; ეკლესიასტე 9 : 17 ; ესაია 42 : 2 ; მათე 12 : 19 ; იოანე 3 : 25 ; საქმენი მოციქულთა 15 : 2 ; საქმენი მოციქულთა 23 : 7 ; რომაელთა 14 : 1 ; 1კორინთელთა 1 : 11 ; 1კორინთელთა 3 : 3 ; 1კორინთელთა 6 : 1 ; 1კორინთელთა 11 : 16 ; ეფესელთა 4 : 1 ; 1ტიმოთე 1 : 4 ; 1ტიმოთე 6 : 4 ; 2ტიმოთე 2 : 23 ; ტიტე 2 : 9 ; ტიტე 3 : 9 ;
=4.18.13 ნუ იდავებთ, იკამათებთ, იყვირებთ

გამ.23,2 იგავ.15,18; 17,14; 18,6.18; 22,10; 26,20 ეკლ.9,17 რომ.14,1.19; 1კორ.3,3; 11,16 ეფ.4,1; 1ტიმ.1,4; 6,4.5; 2ტიმ.2,23-25 ტიტ.2,9; 3,9

- მიბაძეთ ქრისტეს ეს.42,2 მათ.12,19

- დავა-კამათის შემთხვევები იოან.3,25 საქ.15,2; 23,7; 1კორ.1,11; 6,1

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 23
2. უმრავლესობას ბოროტებაში ნუ აჰყვები და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და სამართალი არ გაამრუდო.

იგავნი 15
18. ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს, სულგრძელი კი აცხრობს დავას.

იგავნი 17
14. წყლის გაშვებას ჰგავს ჩხუბის დაწყება. შეწყვიტე დავა, სანამ გადმოხეთქავდეს.

იგავნი 18
6. ბრიყვის ბაგეები დავას იწვევს და მისი პირი დასარტყმელად მოუწოდებს.
18. წილისყრა ბოლოს უღებს დავას და აშველებს ძლიერებს.

იგავნი 22
10. გააგდე დამცინავი და დავაც თან გაჰყვება, ჩხუბსაც და დავიდარაბასაც ბოლო მოეღება.

იგავნი 26
20. შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ჭორიკანას გარეშე დავა ჩაცხრება.

ეკლესიასტე 9
17. ბრძენის მიერ მშვიდად ნათქვამი სიტყვები სჯობს, ბატონის ყვირილს ბრიყვთა შორის.

ესაია 42
2. არც იყვირებს და არც ხმას აიმაღლებს, არ გააგონებს თავის ხმას ქუჩაში.

მათე 12
19. არ იდავებს და არ იყვირებს, და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.

იოანე 3
25. მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდევლებს შორის დავა მოხდა განწმენდის გამო.

საქმეები 15
2. პავლესა და ბარნაბას უთანხმოება და არამცირე დავა მოუხდათ მათთან, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვაც ამ საკითხის გამო იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ.

საქმეები 23
7. ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ჩამოვარდა, და გაიყო კრებული.

რომაელთა 14
1. რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო.
19. მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას.

1კორინთელთა 1
11. რადგან ქლოეს ხალხისგან შევიტყვე ძმებო, რომ თქვენს შორის დავაა.

1კორინთელთა 3
3. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ დღემდე შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანთა ჩვეულებისამებრ არ იქცევით?

1კორინთელთა 6
1. როგორ ბედავს ვინმე თქვენგანი, მეორესთან რომ აქვს დავა, უმართლოთაგან განიკითხოს და არა წმიდანთაგან?

1კორინთელთა 11
16. და თუ ვინმე დავას განიზრახავს, არც ჩვენ და არც ღვთის ეკლესიებს ასეთი ჩვეულება არა გვაქვს.

ეფესელთა 4
1. ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

1ტიმოთე 1
4. ყურადღებას ნუ გაამახვილებენ მითებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მეურვეობას რწმენაში.

1ტიმოთე 6
4. ის ამპარტავანია და არაფერი იცის, მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი,
5. ფუჭი კამათი გარყვნილი გონების მქონე და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს.

2ტიმოთე 2
23. სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე, იცოდე, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებებს ბადებენ.
24. მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი.
25. სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,

ტიტე 2
9. მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს ყველაფერში, მოსაწონნი იყვნენ და არა მოკამათენი,

ტიტე 3
9. სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე, ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.

__თემაზე წერდნენ__
***
ერიდე დავას მოლაყბეებთან.
__ კატონ უფროსი __

***
ამაო საუბრებს აყოლა პირდაპირი გზაა უჯერო საქმეებისაკენ.
__ წმ. ანტონი დიდი __

***
თითქმის ყოველთვის და ყველგან, სადაც გონივრული საბუთები თავსდება, იწყება ყვირილი.
__ ლეონარდო და ვინჩი __

***
თუ გსურთ ამაოდ არ იდავოთ და დაუმტკიცოთ თქვენს თანამოსაუბრეს, რომ ცდება, უწინარეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოთ, რა მხრივ განიხილავს ის დავის საგანს, რადგან ამ მხრივ ის, ჩვეულებრივ, სწორად ხედავს. აღიარეთ მისი სიმართლე, მაგრამ იმწამსვე დაუმტკიცეთ, რომ თუ სხვა მხრივ შევხედავთ საგანს, მისი თვალსაზრისი მცდარი აღმოჩნდება. თანამოსაუბრე უყოყმანოდ დაგეთანხმდებათ: მთავარია დაიჯეროს, რომ კი არ შემცდარა, არამედ მხოლოდ რაღაც გამორჩა ხედვის არედან. რადგან ადამიანებს მაშინ კი არ მოსდით გული, როცა ყველაფერს ვერ ხედავენ, არამედ მაშინ, როცა ცდებიან. შესაძლოა, ეს იმით აიხსნება, რომ ადამიანს, თავისი ბუნებით, არ შეუძლია ერთბაშად აღიქვას და ყოველმხრივ გაიაზროს საგანი; მაგრამ თუ აღიქვამს (სულერთია, რა მხრივ აღიქვამს), ყოველთვის სწორად აღიქვამს მას, რადგან აღქმის ყოველი მონაცემი, გრძნობის ყოველი მოწმობა მისთვის ეჭვმიუტანელია.
__ ბლეზ პასკალი __

***
გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას. და სულელს ნუღარ ეკამათები.
__ პუშკინი __

***
ბრაზი და რისხვა ყველგან უადგილოა, მით უმეტეს მართალ საქმეში, რასაც ამღვრევს და ჩრდილავს.
__ გოგოლი __

***
არასოდეს აღმოჩნდებით უხერხულ მდგომარეობაში, თუ აღიარებთ, რომ რაღაც შეგეშალათ. ასე რომ, დათმეთ კამათი და უბიძგეთ თანამოსაუბრეს ობიექტურობისა და გულწრფელობისკენ. შეიძლება იმანაც იფიქროს, რომ თვითონ ცდება.
__ დეილ კარნეგი __

***
ადამიანი როცა ვინმეს დათანხმებას ცდილობს, მაშინ ძალიან ბევრს ლაპარაკობს. ეს შეცდომაა, რომელიც ბევრს ძვირი უჯდება. სხვასაც მიეცით აზრის გამოთქმის საშუალება. მას ხომ უკეთესად ეცოდინება თავისი საქმეც და პრობლემებიც. თქვენ მხოლოდ კითხვები იკმარეთ. კითხვებით ბევრ რამეს შეიტყობთ.
როცა ადამიანს რამეზე არ ეთანხმებით, ერთი სული გაქვთ მას სიტყვა გააწყვეტინოთ, ეს სახიფათო გზაა. ის მაინც ვერ მოგისმენთ, სანამ არ ამოთქვამს თავის სათქმელს. აღიჭურვეთ მოთმინებით და ბოლომდე მოუსმინეთ. მიეცით საშუალება ბოლომდე დაწვრილებით გადმოგცეთ თავისი აზრი.
ჭეშმარიტება ქადაგებს, რომ ახლო მეგობრებსაც კი ურჩევნიათ თავიანთ მიღწევებზე გელაპარაკონ, ვიდრე ჩვენი მოისმინონ.
__ დეილ კარნეგი __


4.18.13 Не спорьте, не кричите
Исх.23,2 Пр.15,18; 17,14; 18,6.18; 22,10; 26,20 Екк.9,17 Ис.42,2 Матф.12,19 Ин.3,25 Деян.15,2; 23,7 Рим.14,1.19; 1Кор.1,11; 3,3; 6,1; 11,16 Еф.4,1; 1Тим.1,4; 6,4.5; 2Тим.2,23-25 Тит.2,9; 3,9