მრავალცოლიანობა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 4 : 19 ; დაბადება 16 : 1 ; დაბადება 26 : 34 ; დაბადება 27 : 46 ; დაბადება 28 : 9 ; დაბადება 30 : 4 ; დაბადება 31 : 17 ; დაბადება 36 : 2 ; მეორე რჯული 17 : 17 ; მეორე რჯული 21 : 15 ; მსაჯულნი 8 : 30 ; 1მეფეთა 1 : 2 ; 1მეფეთა 25 : 42 ; 2მეფეთა 5 : 13 ; 3მეფეთა 11 : 3 ; 1ნეშტთა 2 : 18 ; 1ნეშტთა 8 : 8 ; 1ნეშტთა 14 : 3 ; დაბადება 29 : 27 ; დაბადება 2 : 24 ; გამოსვლა 20 : 14 ; ლევიანნი 18 : 18 ; 3მეფეთა 3 : 1 ; 2ნეშტთა 11 : 23 ; ფსალმუნები 127 : 3 ; 1კორინთელთა 7 : 2 ; გამოსვლა 21 : 10 ; მეორე რჯული 25 : 5 ; 2მეფეთა 12 : 8 ; 1ტიმოთე 3 : 2 ;
=4.15.39 მრავალცოლიანობა

მიზეზები:
- უშვილობა დაბ.16,1-6; 30,4.9
- მონობა დაბ.16,1
- იაკობს ლაბანმა უბიძგა მრავალცოლიანობისკენ დაბ.29,27
- დიდი ოჯახის ყოლის სურვილი მსაჯ.8,30.31
- სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირებისთვის 3მფ.3,1
- სქესობრივი გატაცება 2ნეშ.11,23

ეწინააღმდეგება:
- ღმერთის დასაბამიერ კანონს დაბ.2,24
- ღმერთის ნაბრძანებს გამ.20,14
- ქორწინების იდეალურ სურათს ფს.127,3.4
- სქესობრივ თანაბარუფლებიან გადანაწილებას 1კორ.7,2
- ქრისტიანული ცხოვრების წესს 1ტიმ.3,2

მისი შედეგები:
- უთანხმოება დაბ.16,4-6
- მეტოქეობა დაბ.30,14-16
- მტრობა ლევ.18,18
- განხეთქილება 1მფ.2.4-7
- ღმერთისგან განდგომა რჯ.17,17; 3მფ.11,1-4

მრავალცოლიანები იყვნენ:
- პირველი იყო ლამექი დაბ.4,19
- ესავი დაბ.26,34.35; 27,46; 28,9; 36,2
- იაკობი დაბ.31,17
- დავითი 1მფ.25,42; 2მფ.5,13; 1ნეშ.14,3
- ხალები 1ნეშ.2,18
- შაქარაიმი 1ნეშ.8,8

ღმერთის დამოკიდებულება მრავალცოლიანობისადმი:
- უკრძალავს მეფეებს, რათა მრავალი ცოლით და შვილებით ტვირთად არ დასწოლოდნენ საზოგადოებას რჯლ.17,17
- არეგულირებს პირმშოების პრობლემას მრავალცოლიანობაში რჯლ.21,15-17
- ზოგ შემთხვევაში უშვებს 2მფ.12,8
- აძლევს თავისუფალ ნებას განსაზღვრული პირობებით გამ.21,10
- მრავალცოლიანობის დაშვებას აქვს ადგილი მაზლისგან მკვდარი ძმისთვის თესლის აღდგენის წესშიც რჯლ.25,5-10

ბიბლიის მკითხველისგან სწორი დამოკიდებულებისთვის მრავალცოლიანობის თემისადმი:
- უნდა გავითვალისწინოთ ბიბლიის კონკრეტული ადგილის ისტორიულ-კულტურული ფონი და ჩვენი დროის ზნეობრივი თუ ტრადიციული გაგებიდან არ მივუდგეთ

ბიბლიის მუხლები

დაბადება 2
24. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად”.

დაბადება 4
19. ლამექმა ორი ცოლი შეირთო: ერთს ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.

დაბადება 16
1. სარაის, აბრამის ცოლს, შვილები არ უშვია; და ჰყავდა მას ეგვიპტელი მხევალი, სახელად აგარი.
2. უთხრა სარაიმ აბრამს: "შვილები არ მომცა უფალმა. ამიტომ გთხოვ, შედი ჩემს მოახლესთან, ვინძლო გავშვილიანდე მისგან”. და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები.
3. სარაიმ, აბრამის ცოლმა, ქანაანში მათი დამკვიდრების ათი წლის თავზე, ეგვიპტელი მხევალი აგარი მისცა ცოლად თავის ქმარს.
4. შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო, დამცირდა მისი ქალბატონი მის თვალში.
5. უთხრა სარაიმ აბრამს: "შენი ბრალია ჩემი დამცირება, მე მოგიწვინე ჩემი მხევალი და რა იხილა, რომ დაორსულდა, დავმცირდი მის თვალში. უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის”.
6. უთხრა აბრამმა სარაის: "აგერ არის ეს მხევალი, შენს ხელთაა იგი და როგორც გენებოს, ისე მოექეცი”. და ჩაგვრა დაუწყო მას სარაიმ, ის კი გაექცა მას.

დაბადება 26
34. ორმოცი წლის იყო ესავი, როცა ცოლად ივდითი მოიყვანა, ხეთელი ბეერის ასული, და ბასმათი, ხეთელი ელონის ასული.
35. და სული გაუმწარეს მათ ისაკსა და რებეკას.

დაბადება 27
46. უთხრა რებეკამ ისაკს: "სიცოცხლე შემაძულეს ხეთელმა ასულებმა; და თუ იაკობიც ხეთელ ქალს მოიყვანს ცოლად, რაღა იქნება ჩემი სიცოცხლე?”

დაბადება 28
9. წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაჰამის ძის, ისმაელის ასული, და ნებაიოთისა, სხვა ცოლების გვერდით.

დაბადება 29
27. გაასრულე ლეასთან ერთი კვირა და რახელსაც მოგცემ იმ სამსახურისათვის, რასაც შემდეგ შვიდ წელიწადს გასწევ”.

დაბადება 30
4. მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.
9. დაინახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა; ადგა და ზილფა, თავისი მხევალი, მისცა იაკობს ცოლად.
14. გავიდა ველად რეუბენი ხორბლის მკის დღეებში, იპოვა მანდრაგორები და მიართვა დედას. უთხრა რახელმა ლეას: "გთხოვ, მიწილადე შენი ძის მანდრაგორები”.
15. უთხრა ლეამ: "ქმარი რომ წამართვი, აღარ გყოფნის? ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?” უთხრა რახელმა: "ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, ოღონდ მომეცი შენი ძის მანდრაგორები “.
16. საღამოჟამს, ველიდან რომ დაბრუნდა იაკობი, გამოეგება ლეა და უთხრა: "ჩემთან შემოდი, რადგან ჩემი ძის მანდრაგორებით გამოგისყიდე”. და იმ ღამით იაკობი მასთან დაწვა.

დაბადება 31
17. ადგა იაკობი და აქლემებზე შესხა თავისი ძენი და ცოლები.

დაბადება 36
2. ესავმა ქანაანის ასულთაგან შეირთო ცოლები: ყადა, ხეთელი ელონის ასული, და ოჰოლიბამა, ყანას ასული, ხიველი ციბეყონის შვილიშვილი;

გამოსვლა 20
14. არ იმრუშო.

გამოსვლა 21
10. თუ სხვა ცოლსაც შეირთავს, მაშინ საზრდო, სამოსელი და მეუღლებრივი თანაცხოვრება არ უნდა მოაკლოს მას.

ლევიანი 18
18. ნუ ითხოვ შენს ცოლისდას დასთან სამტროდ, მის გვერდით სიშიშვლის ასახდელად, შენი ცოლის სიცოცხლეში.

მეორე რჯული 17
17. ნუ გაიმრავლებს ცოლებს, რომ არ გადაუხვიოს მისმა გულმა და მეტისმეტად არ გაიმრავლოს ვერცხლი და ოქრო,

მეორე რჯული 21
15. თუ კაცს ორი ცოლი ყავს: ერთი საყვარელი, მეორე კი საძულველი, შესძენენ მას ძეებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველს ეყოლება,
16. ძეებისთვის ქონების განაწილების დღეს უფლება არა აქვს, პირმშოდ საყვარელი ცოლის ძე დაადგინოს საძულველის ძის წინაშე;
17. არამედ საძულველის ძე უნდა აღიაროს პირმშოდ და ორმაგი წილი მისცეს ყველაფრიდან, რაც გააჩნია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.

მეორე რჯული 25
5. თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მაშინ მკვდრის ცოლი უცხო კაცს არ უნდა მისთხოვდეს: მისი მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეუსრულოს მაზლობის წესი.
6. პირმშო, რომელსაც ქალი დაბადებს, მისი მკვდარი ძმის სახელს აღადგენს, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელიდან.
7. თუ არ ისურვებს ეს კაცი თავისი რძლის შერთვას, მივიდეს რძალი ქალაქის კარიბჭესთან, წარუდგეს უხუცესებს და უთხრას: არ სურს ჩემს მაზლს, რომ სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ უნდა ჩემი შერთვა.
8. დაიბარებენ კაცს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან; თუ ადგება კაცი და იტყვის: არ მინდა მისი შერთვაო,
9. მივა რძალი უხუცესთა თვალწინ, გახდის ფეხსაცმელს, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც არ უშენებს სახლს თავის ძმას.
10. და დაერქმევა მას ფეხგახდილის სახლი ისრაელში
.

მსაჯულნი 8
30. სამოცდაათი ძე ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ჰყავდა.
31. შექემელმა ხარჭამაც უშვა ძე და დაარქვა სახელად აბიმელექი.

1მეფეთა 1
2. ორი ცოლი ჰყავდა: ერთს ხანა, მეორეს კი ფენინა ერქვა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.
4. ყოველთვის, როცა მსხვერპლს სწირავდა ელკანა, წილს აძლევდა ფენინას, თავის ცოლს და მის ძეებსა და ასულებს;
5. ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6. და ამის გამო ხანას მისი მეტოქე ფენინა ამწარებდა და აღიზიანებდა.
7. ასე იქცეოდა ელკანა ყოველ წელიწადს, როცა უფლის სახლში ადიოდა. მაგრამ ფენინა ამწარებდა ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.

1მეფეთა 25
42. იზრეყელელი ახინოყამიც მოიყვანა დავითმა და ეს ორნი იყვნენ მისი ცოლები.

2მეფეთა 5
13. კიდევ მოიყვანა იერუსალიმიდან დავითმა ხარჭები და ცოლები, ხებრონიდან გადმოსვლის შემდეგ და შეეძინა დავითს სხვა ვაჟები და ასულები.

2მეფეთა 12
8. შენი ბატონის სახლი მოგეცი და შენი ბატონის ცოლები მოგიწვინე. ისრაელისა და იუდას სახლები მოგეცი და თუ გეცოტავა, ამდენივეს და კვლავ ამდენივეს დაგიმატებდი!

3მეფეთა 3
1. დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ცოლად შეირთო მისი ასული და დავითის ქალაქში მიიყვანა, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლსა და გალავანს იერუსალიმის გარშემო.

3მეფეთა 11
1. ფარაონის ასულის გარდა, მრავალი უცხოტომელი ქალი უყვარდა მეფე სოლომონს: მოაბელნი, ყამონელნი, ედომელნი, ციდონელნი და ხეთელნი.
2. იმ ერებიდან, რომლებზეც ნათქვამი ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის: "ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უსათუოდ მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ”, სოლომონი სწორედ ასეთებს მიეწება სიყვარულით.
3. შვიდასი ცოლი ჰყავდა სამეფო გვარიდან და სამასი ხარჭა; და მიდრიკეს მისი გული მისმა ცოლებმა.
4. სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული.

1ნეშტთა 2
18. ხალებმა, ხეცრონის ძემ, შვა თავისი ცოლებისგან, ყაზუბასაგან და იერიყოთისგან. აი, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი.

1ნეშტთა 8
8. შვილები შეეძინა შაქარაიმს მოაბის ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც გაუშვა ხუშიმი და ბაყარა, თავისი ცოლები.

1ნეშტთა 14
3. კიდევ შეირთო დავითმა ცოლები იერუსალიმში და უფრო მეტი ძე და ასული შეეძინა.

2ნეშტთა 11
23. გონივრულად მოქმედებდა, თავისი ყველა შვილი ყოველ გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა იუდასა და ბენიამინის მთელ მიწაზე, სარჩო-სანოვაგეც უხვად მისცა და მრავალი ცოლი უთხოვა.

ფსალმუნი 127
3. შენი ცოლი, მსხმოიარე ვაზივით იქნება შენს სახლში; შენი შვილები, ზეთისხილის ყლორტებივით იქნებიან შენი სუფრის გარშემო.
4. აი, ასე იკურთხება უფლის მოშიში კაცი.

1კორინთელთა 7
2. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს - თავისი ქმარი.

1ტიმოთე 3
2. ...ეპისკოპოსი უნდა იყოს... ერთი ცოლის ქმარი...

-------------------------
სურათზე: იაკობი, რახელი და ლეა

4.15.39 Многожёнство
Быт.2,24; 4,19; 16,1-6; 26,34.35; 27,46; 28,9; 29,27; 30,4.9.14-16; 31,17; 36,2 Исх.20,14; 21,10 Лев.18,18 Вт.17,17; 21,15-17; 25,5-10 Суд.8,30.31; 1цар.1,2.4-7; 25,42; 2цар.5,13; 12,8; 3цар.3,1; 11,1-4; 1Пар.2,18; 8,8; 14,3; 2Пар.11,23 Пс.127,3.4; 1Кор.7,2; 1Тим.3,2