აღთქმულის მოხილვა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 12 : 1 ; დაბადება 13 : 17 ; მეორე რჯული 34 : 1 ; ფსალმუნები 47 : 12 ; ებრაელთა 13 : 11 ;
2.1.44 აღთქმულის მოხილვა

დაბ.12,1; 13,17 რჯ.34,1-4 ფს.47,12.13 ებრ.11,13-15

ბიბლიის მუხლები

დაბადება 12
1. უთხრა უფალმა აბრამს: "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ.

დაბადება 13
17 . ადექი და მოიარე ეს ქვეყანა კიდით კიდემდე, რადგან შენ გაძლევ მას”.

მეორე რჯული 34
1. და ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას მწვერვალზე, რომელიც იერიხოს პირდაპირაა და უჩვენა მას უფალმა გილყადის მთელი ქვეყანა დანამდე;
2. ნაფთალის მთელი ქვეყანა, ეფრემისა და მენაშეს ქვეყანა და იუდას მთელი ქვეყანა, ზღვის დასასრულამდე;
3. ნეგები და იერიხოს ველის ტაფობი - პალმების ქალაქი, ცოყარამდე.
4. უთხრა მას უფალმა: "ეს არის ქვეყანა, რომელიც შევფიცე აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი მას. შენი თვალით დაგანახე, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.

ფსალმუნი 47
12. ყოველი მხრიდან მიეახლეთ და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები.
13. დააკვირდით მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.
-
ებრაელთა 11
13. რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.
14. ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15. ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.


2.1.44 Видение завешенного
Быт.12,1; 13,17 Вт.34,1-4 Пс.47,12.13 Евр.11,13-15