ღვთისმსახური ხალხის შუამავალია ღმერთთან


საკვანძო მუხლები:

დაბადება 18 : 23 ; გამოსვლა 17 : 12 ; გამოსვლა 18 : 19 ; გამოსვლა 19 : 9 ; გამოსვლა 20 : 19 ; გამოსვლა 24 : 2 ; გამოსვლა 32 : 32 ; გამოსვლა 33 : 11 ; გამოსვლა 34 : 35 ; ლევიანნი 5 : 6 ; ლევიანნი 6 : 7 ; ლევიანნი 7 : 7 ; ლევიანნი 8 : 5 ; ლევიანნი 9 : 7 ; ლევიანნი 10 : 17 ; ლევიანნი 12 : 7 ; ლევიანნი 14 : 18 ; ლევიანნი 17 : 2 ; მეორე რჯული 31 : 1 ; 1მეფეთა 7 : 8 ; 1მეფეთა 12 : 23 ; ნეემია 1 : 4 ; იობი 42 : 8 ; იაკობი 5 : 14 ; რომაელთა 10 : 1 ; ეფესელთა 6 : 18 ; 1თესალონიკელთა 1 : 2 ; 1ტიმოთე 2 : 1 ; გამოსვლა 19 : 25 ; რიცხვნი 6 : 27 ; იობი 22 : 30 ;
=4.6.9 ღვთისმსახური ხალხის შუამავალია ღმერთთან

დაბ.18,23-33 გამ.17,9-12; 18,19; 19,7-9.25; 20,19,21; 24,2; 32,31.32; 33,7-9.11; 34,29-35 ლევ.5,6.10.13.16.18; 6,7; 7,7; 8,5; 9,7; 10,17; 12,7.8; 14,18; 17,2 რიცხ.6,27 რჯლ.31,1; 1მფ.7,8.9; 12,23 ნეემ.1.4-11 იობ.22,30; 42,8-10 იაკ.5,14-16 რომ.10,1-4 ეფ.6,18; 1თეს.1,2; 1ტიმ.2,1

ბიბლიის მუხლები

მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად? ეგებ ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდეს მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს, იქ არსებული ორმოცდაათი მართალის გამო? შორს შენგან ასეთი საქმე – რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან – რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!” უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”. მიუგო აბრაჰამმა: „გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი. იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!” განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: „იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”. კვლავ თქვა აბრაჰამმა: „ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”. კვლავ უთხრა: „გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „ოცისთვისაც არ დავღუპავ”. თქვა აბრაჰამმა: „ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: „არც ათისთვის დავღუპავ”. და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.
დაბ.18,23-33

უთხრა მოსემ იეშუას: „გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად; დავდგები ხვალ ბორცვის თხემზე და ღვთის კვერთხი მექნება ხელში”. ისე მოიქცა იეშუა, როგორც მოსემ უთხრა და შეებრძოლა ყამალეკს, ხოლო მოსე, აჰარონი და ხური ბორცვის თხემზე ავიდნენ. როცა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი, ხოლო როცა დაუშვებდა, ყამალეკი სძლევდა. დაუმძიმდა მოსეს ხელები; აიღეს ლოდი, ქვეშ დაუდეს და დაჯდა მასზე, ხოლო აჰარონმა და ხურმა ხელები დაუჭირეს, ერთმა ერთი და მეორემ მეორე მხრიდან. მზის ჩასვლამდე მტკიცე იყო მისი ხელები.
გამ.17,9-12

იყავი ხალხის შუამავალი ღმერთთან და წარუდგინე ღმერთს მათი სარჩელი.
გამ. 18,19

მივიდა მოსე და მოუხმო ერის უხუცესობას, და მოახსენა ყველაფერი, რაც უფალმა უბრძანა. ერთხმად მიუგო ერმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა. წაუღო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი . . .
გამ. 19,7-9.25; ლევ. 8,5

[ხალხმა] უთხრეს მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით. . . . მოშორებით იდგა ხალხი, ხოლო მოსე მიადგა ნისლს, სადაც ღმერთი იყო.
გამ. 20,19,21; 24,2

დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: „დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთი გაიკეთა. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე”.
გამ.32,31.32

აიღო მოსემ კარავი და დაიდგა ბანაკს გარეთ, ბანაკის მოშორებით, და უწოდა სადღესასწაულო კარავი. ყველა, ვისაც კი რამე სათხოვარი ჰქონდა უფალთან, მიდიოდა, სადღესასწაულო კარავთან, რომელიც ბანაკს გარეთ იდგა. როგორც კი წავიდოდა კარვისკენ მოსე, ადგებოდა მთელი ხალხი და თავ-თავის კარვის შესასვლელთან გაჩერდებოდა ყველა; შეჰყურებდნენ, მოსეს, ვიდრე კარავში არ შევიდოდა იგი. როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ჩამოეშვებოდა ღრუბლის სვეტი და დადგებოდა კარვის კართან. მაშინ დაელაპარაკებოდა უფალი მოსეს . . . მერე ბრუნდებოდა ბანაკში.
გამ. 33,7-9.11

როცა ჩამოდიოდა მოსე სინაის მთიდან . . . არ იცოდა . . . უბრწყინავდა პირისკანი მასთან ლაპარაკისას. დაინახეს აარონმა და ისრაელიანებმა მოსე და . . . ვერ გაბედეს მოახლოება. დაუძახა მათ მოსემ და მიბრუნდნენ მისკენ . . . და ელაპარაკა მათ მოსე . . . შეწყვიტა მოსემ მათთან ლაპარაკი და რიდე ჩამოიფარა სახეზე. როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე . . .
გამ. 34,29-35

მღვდელი ცოდვის შენდობას გამოითხოვს [დამნაშავისთვის] და მიეტევება მას ყოველი დანაშაული, რაც კი ჩადენილი აქვს. [შესაწირავის – იესო ქრისტეს სისხლის] მეოხებით გამოითხოვს შენდობას . . . შეუნდობს მას უფლის წინაშე.
ლევ. 5,6.10.13.16.18; 6,7; 7,7; 9,7; 10,17; 12,7.8; 14,18

და უთხრა მოსემ აარონს: “მიუახლოვდი სამსხვერპლოს და შესწირე შენი ცოდვის მსხვერპლი და შენი სრულადდასაწველი, და ჰქმენ შენდობა შენთვის და შენი ხალხისათვის, და ქმენ შესაწირავი ხალხისა და შეუნდე მათ, როგორც ბრძანა უფალმა.”
ლევ. 9,7

რად არ ჭამეთ ცოდვის მსხვერპლი წმიდა ადგილზე? რადგან წმიდათა წმიდაა იგი და მოგეცათ თქვენ, რათა წარხოცოთ თემის ცოდვები, მის განსაწმედად უფლის წინაშე.
ლევ. 10,17

ელაპარაკე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელის ძეს და უთხარი მათ: ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა.
ლევ. 17,2

მოუხმობ ჩემს სახელს ისრაელის ძეებზე და მე ვაკურთხებ მათ”.
რიცხ.6,27

და წავიდა მოსე და ელაპარაკა ეს სიტყვები მთელ ისრაელს.
რჯლ. 31,1

8. უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: „ნუ დადუმდები და ნუ შეგვიწყვეტ უფლისადმი, ჩვენი ღვთისადმი ვედრებას, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან.“
9. აიყვანა სამუელმა ძუძუთა კრავი და მთლიანად შესწირა სრულადდასაწველად უფალს, და შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და უსმინა მას უფალმა.
1მფ.7,8.9

მე კი, ნუმც შემეცოდოს უფლისათვის, ნუმც შემეწყვიტოს თქვენს გამო ვედრება მისთვის. მე დაგაყენებთ თქვენ სასიკეთო და სწორ გზაზე.
1მფ.12,23

ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი და ავტირდი; მრავალ დღეს ვგლოვობდი, ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე ვეუბნებოდი: „გევედრები, უფალო, ცათა ღმერთო, ღმერთო დიადო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო მათთვის, ვისაც უყვარხარ და იცავს შენს მცნებებს! მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ. დანაშაულს ჩავდიოდით შენ წინაშე, არ ვიცავდით მცნებებს, წესებსა და სამართალს, რომელიც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს. გაიხსენე, გემუდარები, სიტყვა, რომელიც ამცნე მოსეს, შენს მსახურს: თუ მიორგულებთ, ხალხებში გაგაბნევთო. ხოლო თუ მომიბრუნდებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომ იყოთ გაბნეულნი, იქიდან მოგაგროვებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო! ისინი ხომ შენი მსახურები და შენი ხალხია, რომელიც გამოისყიდე შენი დიადი ძალითა და ძლიერი ხელით! ო, უფალო, გევედრები, მსმენელი ყური მიაპყარ შენი მორჩილისა და იმ მსახურთა ლოცვას, რომელთაც სწყურიათ შენი სახელის მოშიშება და გევედრები, ხელი მოუმართე შენს მსახურს დღეს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე”, რადგან მეფის ღვინისმწდე ვიყავი.
ნეემ.1.4-11

იმათაც იხსნის, ვინც არაა უბიწო, აჰა, შენი ხელების სიწმიდით იხსნის მათ!
იობ.22,30

ახლა კი წაიყვანეთ თქვენთვის შვიდი მოზვერი, შვიდი ვერძი და მიდით ჩემს მსახურ იობთან, აღავლინეთ სრულადდასაწველი თქვენთვის და ილოცებს თქვენთვის ჩემი მსახური იობი, რადგან მხოლოდ მის ლოცვას მივიღებ, რათა ისე არ მოგექცეთ, როგორც დაიმსახურეთ, იმის გამო, რომ ჩემი მსახური იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე”. წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ უფალმა. და მიიღო უფალმა იობის ლოცვა. აღუდგინა უფალმა იობს მისი დანაკარგი, როცა ილოცა მან თა­ვისი მეგობრებისთვის და ორმაგად გაუმრავლა უფალმა იობს ყველაფერი, რაც მანამდე ებადა.
იობ.42,8-10

14. არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მასზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით.
15. რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს. წამოაყენებს მას უფალი და თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება.
16. აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან დიდი ძალა აქვს მართლის ლოცვას.
იაკ.5,14-16

ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ. ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად. რადგან ვერ შეიცნეს ღვთის სიმართლე, საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.
რომ.10,1-4

ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
ეფ.6,18

მარადის ვმადლობთ ღმერთს ყველა თქვენგანისთვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში.
1თეს.1,2

ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის,
1ტიმ.2,1


4.6.9 Служитель - посредник между народом и Богом
Быт.18,23-33 Исх.17,9-12; 18,19; 19,7-9.25; 20,19,21; 24,2; 32,31.32; 33,7-9.11; 34,29-35 Лев.5,6.10.13.16.18; 6,7; 7,7; 8,5; 9,7; 10,17; 12,7.8; 14,18; 17,2 Чис.6,27 Вт.31,1; 1цар.7,8.9; 12,23 Неем.1.4-11 Иов.22,30; 42,8-10 Иак.5,14-16 Рим.10,1-4 Еф.6,18; 1Фес.1,2; 1Тим.2,1