საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 16 : 31 ; 1მეფეთა 14 : 29 ; ფსალმუნები 33 : 9 ; ფსალმუნები 118 : 103 ; იოანე 2 : 9 ; ებრაელთა 2 : 9 ; იობი 6 : 7 ; ებრაელთა 6 : 5 ; იობი 12 : 11 ;
=3.44.12 გემო

ზეციურის გემო:
- უფალი ფს.33,9
- ღვთის სიტყვა ფს.118,103 ებრ.6,5

მატერიალურის გემო:
- მანანა გამ.16,31
- თაფლი 1მფ.14,29.43
- უგემური (გულმიუსვლელი, უმარილო ცილა) იობ.6,7
- სასა განარჩევს საჭმლის გემოს იობ.12,11
- ღვინო იოან.2,9

სიკვდილის გემო ებრ.2,9

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 16
31. დაარქვა მას ისრაელის სახლმა სახელად მანანა ქინძის თესლის ოდენა იყო, თეთრი, თაფლიანი პურის გემო ჰქონდა.

1მეფეთა 14
29. თქვა იონათანმა: გააწამა მამაჩემმა ქვეყანა. ხომ ხედავთ, თვალები გამინათდა, როგორც კი ეს თაფლი ვიგემე.
43. უთხრა საულმა იონათანს: გამომიტყდი, რა ჩაიდინე? გამოუტყდა იონათანი და უთხრა: ჩემი ჯოხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, ცოტაოდენი თაფლი ვიგემე. აჰა, მზადა ვარ სასიკვდილოდ.

ფსალმუნი 33
9. განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი.

ფსალმუნი 118
103. რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.

იოანე 2
9. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს.

ებრაელთა 2
9. არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო.

ებრაელთა 6
5. იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები,

3.44.12 Вкус
Исх.16,31; 1цар.14,29.43 Иов.6,7; 12,11 Пс.33,9; 118,103 Ин.2,9 Евр.2,9; 6,5