საწინაშეო პური, ხმიადი


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 25 : 30 ; გამოსვლა 29 : 23 ; გამოსვლა 35 : 13 ; გამოსვლა 39 : 36 ; გამოსვლა 40 : 23 ; ლევიანნი 8 : 26 ; რიცხვნი 4 : 7 ; 1მეფეთა 21 : 6 ; 3მეფეთა 7 : 48 ; 1ნეშტთა 23 : 29 ; 1ნეშტთა 28 : 16 ; 2ნეშტთა 4 : 19 ; 2ნეშტთა 13 : 11 ; 2ნეშტთა 29 : 18 ; ნეემია 10 : 33 ; მათე 12 : 4 ; მარკოზი 2 : 26 ; ლუკა 6 : 4 ; ებრაელთა 9 : 2 ; გამოსვლა 12 : 18 ; გამოსვლა 13 : 7 ; 1კორინთელთა 5 : 8 ;
=4.2.4 საწინაშეო პური, ხმიადი

- მოჰქონდა ხალხს ან აცხობდნენ ლევიანები
- იდებოდა ღვთის წინაშე
- აწყობდნენ ორ რიგად
- ეკუთვნოდა მხოლოდ მღვდლებს

გამ.12,18; 13,7; 25,30; 29,23.32; 35,13; 39,36; 40,23 ლევ.8,26 რიცხ.4,7; 1მფ.21,6; 3მფ.7,48; 1ნეშ.23,29; 28,16; 2ნეშ.4,19; 13,11; 29,18 ნეემ.10,33 მათ.12,4 მარ.2,26 ლუკ.6,4; 1კორ.5,8 ებრ.9,2

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 12
18. პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან, იმავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე ჭამეთ ხმიადი.

გამოსვლა 13
7. შვიდი დღე ჭამე ხმიადი - ნუ გამოჩნდება შენთან გაფუებული პური და ნუ გამოჩნდება საფუარი მთელ შენს საზღვრებში.

გამოსვლა 25
30. და მუდმივად იდოს ამ მაგიდაზე ჩემთვის მოსართმევი საწინაშეო პური.

გამოსვლა 29
23. ერთი მთლიანი პური, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი ფუნთუშა უფლის საწინაშეო ხმიადების კალათიდან.
32. საკრებულო კარვის შესასვლელთან ჭამონ აჰარონმა და მისმა ძეებმა ვერძის ხორცი და საწინაშეო პური კალათიდან.

გამოსვლა 35
13. მაგიდა და მისი კეტები, ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პური.

გამოსვლა 39
36. მაგიდა, მთელი მისი მოწყობილობა და საწინაშეო პური;

გამოსვლა 40
23. დააწყო მასზე საწინაშეო პური უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

ლევიანნი 8
26. აიღო უფლის საწინაშეო ხმიადების კალათიდან ერთი ხმიადი კვერი, ზეთიანი პურის ერთი კვერი, ერთი ფუნთუშა და დააწყო ქონსა და მარჯვენა ბეჭზე.

რიცხვნი 4
7. საწინაშეო პურის მაგიდაზე გაშლიან ცისფერ ქსოვილს და დააწყობენ მასზე ლანგრებსა და კოვზებს, ჯამებსა და საღვრელ ფიალებს, მუდმივი პური უნდა ეწყოს მასზე.

1 მეფეთა 21
6. და მისცა მღვდელმა წმიდა პური, რადგან არ იყო სხვა პური, გარდა საწინაშეო პურებისა, რომელიც უფლის სახის წინაშე აელაგებინათ, რათა მათ ნაცვლად ახალი პურები დაეწყოთ.

3 მეფეთა 7
48. გააკეთა სოლომონმა უფლის სახლისთვის განკუთვნილი ყოვე­ლი ჭურჭელი: ოქროს სამსხვერპლო და ოქროს ტაბლა, რო­მელზეც საწინაშეო პური ეწყო;

1 ნეშტთა 23
29. ეზრუნათ საწინაშეო პურებზე, პურეული შესაწირის გამტკიცულ ფქვილზე, ტაფებზე გამომცხვარ უფუარ კვერებზე, შესაწვავსა და ყველაფრის ზომა-წონაზე;

1 ნეშტთა 28
16. ოქროს წონა, საწინაშეო პურის მაგიდისთვის, თითოეული მაგიდისთვის და ვერცხლიც, ვერცხლის მაგიდისთვის.

2 ნეშტთა 4
19. გააკეთა სოლომონმა მთელი ეს ჭურჭელი ღვთის სახლისთვის, ოქროს სამსხვერპლო, მაგიდები და საწინაშეო პური მათზე,

2 ნეშტთა 13
11. ყოველ დილა-საღამოს უფლისთვის სრულადდასაწველს აღავლენენ, კეთილსურნელებას აკმევენ, საწინაშეო პურს სუფთა მაგიდაზე აწყობენ, ოქროს სასანთლეზე ლამპრებს ანთებენ ყოველ საღამოს გასანათებლად, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის ბრძანებას ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ იგი.

2 ნეშტთა 29
18. შევიდნენ მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრეს: „გავასუფთავეთ უფლის მთელი სახლი, სრულადდასაწველის სამსხვერპლო და მთელი მისი ჭურჭელი, საწინაშეო პურის მაგიდა და მთელი მისი ჭურჭელი;

ნეემია 10
33. საწინაშეო პურისთვის, ყოველდღიური შესაწირისთვის, მუდმივი სრულადდასაწველისთვის, შაბათებისთვის, ახალმთვარობებისთვის, დღესასწაულებისთვის და წმიდა ნივთებისთვის. ისრაელის ცოდვის გამომსყიდველი მსხვერპლებისა და ჩვენი ღმერთის სახლის ყველა საქმისთვის.

მათეს სახარება 12
4. როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს; არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს?

მარკოზის სახარება 2
26. როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს და ჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის ნებაც მღვდლების გარდა არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც დაურიგა?”

ლუკას სახარება 6
4. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის უფლებაც, გარდა მღვდლებისა, არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც აჭამა?”

ებრაელთა მიმართ 9
2. ვინაიდან პირველი კარავი ისე იყო მოწყობილი, რომ შიგნით იყო სასანთლე, ტაბლა და საწინაშეო პური; ამას წმიდა ადგილი ეწოდებოდა.

4.2.4 Хлебы предложения
Исх.12,18; 13,7; 25,30; 29,23.32; 35,13; 39,36; 40,23 Лев.8,26 Чис.4,7; 1цар.21,6; 3цар.7,48; 1Пар.23,29; 28,16; 2Пар.4,19; 13,11; 29,18 Неем.10,33 Матф.12,4 Мар.2,26 Лук.6,4;: 1Кор.5,8 Евр.9,2