ღვთის სულის განშორება და ბოროტის შესვლა ცოდვილში


საკვანძო მუხლები:

1მეფეთა 16 : 14 ; 1მეფეთა 18 : 10 ; 1მეფეთა 19 : 9 ; 3მეფეთა 22 : 22 ; ლუკა 11 : 24 ; იოანე 6 : 70 ; იოანე 13 : 27 ; საქმენი მოციქულთა 19 : 15 ;
=3.51.30 ღვთის სულის განშორება და ბოროტის შესვლა ცოდვილში

1მფ.16,14-16; 18,10-12; 19,9.10; 3მფ.22,20-22 ლუკ.11,24-26 იოან.6,70; 13,27 საქ.19,15.16

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 16
14. განშორდა საულს უფლის სული და აწვალებდა მას ბოროტი სული უფლისგან.
15. უთხრეს მსახურებმა: "აჰა, ღმერთისგან გაწვალებს ბოროტი სული.
16. უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მსახურებს, რომ მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი; და როცა შეგაჭირვებს ბოროტი სული ღმერთისგან, ის დაუკრავს და შვება მოგეცემა”.

1მეფეთა 18
10. მეორე დღეს ღვთისგან დაშვებულმა ბოროტმა სულმა შეიპყრო საული და მისანივით იქცეოდა თავის სახლში. ჩვეულებისამებრ ქნარზე უკრავდა დავითი, საულს კი შუბი ეპყრა ხელთ.
11. ისროლა საულმა შუბი, იფიქრა: "კედელს მივაჭედავო დავითს!” მაგრამ ორჯერ გაერიდა დავითი.
12. ეშინოდა საულს დავითისა, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.

1მეფეთა 19
9. მაგრამ ბოროტი სული მიევლინა საულს უფლისგან, როდესაც თავის სახლში იჯდა; ხელთ შუბი ეპყრა, დავითი კი ქნარზე უკრავდა.
10. შეეცადა საული შუბით კედელზე მიეჭედა, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელში ჩაიჭედა შუბი. გაიქცა დავითი და გადაურჩა იმ ღამეს სიკვდილს.

3მეფეთა 22
20. თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ წავიდეს და დაეცეს გილყადის რამოთში? ზოგმა ის თქვა, ზოგმა - ეს.
21. გამოვიდა სული, დადგა უფლის წინაშე და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: როგორ?
22. უპასუხა: გავალ და მაცდურ სულად ვიქცევი მისი ყოველი წინასწარმეტყველის პირში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და გამოგივა კიდეც; წადი და ასე მოიქეცი.

ლუკა 11
24. როცა ადამიანიდან არაწმიდა სული გამოვა, დადის უწყლო ადგილებში, მოსვენების საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს; მაშინ იტყვის: დავბრუნდებიო ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.
25. მივა და იპოვის მას დაგვილსა და მოწესრიგებულს.
26. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება”.

იოანე 6
70. უთხრა მათ იესომ: "განა თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია”.

იოანე 13
27. და ამ ლუკმის შემდეგ, სატანა შევიდა მასში. უთხრა მას იესომ: "რასაც აკეთებ, მალე გააკეთე”.

საქმეები 19
15. მაგრამ მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: "იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?”
16. დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან.

------------------------
მორის დენიელ ოპენგეიმის ნახატი


3.51.30 Дух Божий уходит от грешника, чтобы злой дух возмушал
1цар.16,14-16; 18,10-12; 19,9.10; 3цар.22,20-22 Лук.11,24-26 Ин.6,70; 13,27 Деян.19,15.16