მარცხი, როგორც ცოდვის შედეგი


საკვანძო მუხლები:

იესო ნავეს ძე 7 : 1 ; მსაჯულნი 3 : 12 ; მსაჯულნი 4 : 1 ; მსაჯულნი 5 : 8 ; მსაჯულნი 6 : 1 ; მსაჯულნი 16 : 21 ; მსაჯულნი 20 : 13 ; 1მეფეთა 13 : 14 ;
=3.51.29 მარცხი, როგორც ცოდვის შედეგი

იესნ.7,1 მსაჯ.3,12-14; 4,1.2; 5,8; 6,1; 16,21; 20,12-14.21-23; 1მფ.13,14

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 7
1. მაგრამ ორგულად მოიქცნენ ისრაელის ძენი დარისხებულის მიმართ; და აიღო დარისხებულისგან ყაქანმა, ქარმის ძემ, ზაბდის ძემ, ზერახის შთამომავალმა იუდას ტომიდან; და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეებზე.

მსაჯულნი 3
12. კვლავ იწყეს ისრაელიანებმა ბოროტების ჩადენა უფლის წინაშე; და გააძლიერა უფალმა ყეგლონი, მოაბის მეფე, ისრაელის წინააღმდეგ, რადგან ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში.
13. შემოიკრიბა ყეგლონმა ყამონისა და ყამალეკის ძენი, წავიდა, დაამარცხა ისრაელი და დაიპყრო პალმების ქალაქი.
14. თვრამეტი წელი ემსახურებოდნენ ისრაელიანები ყეგლონს, მოაბის მეფეს;

მსაჯულნი 4
1. ეჰუდის სიკვდილის შემდეგ კვლავ იწყეს ისრაელის ძეებმა ბოროტის კეთება უფლის წინაშე.
2. და ხელში ჩაუგდო უფალმა ისინი ქანაანის მეფე იაბინს, რომელიც ხაცორში მეფობდა; მისი მხედართმთავარი კი სისარა იყო, რომელიც ხაროშეთ-გოიმში ცხოვრობდა.

მსაჯულნი 5
8. არჩიეს ახალი ღმერთები, ამიტომ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან. თუ გინახავთ ისრაელის ორმოცი ათასი ფარი და შუბი?

მსაჯულნი 6
1. ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა მიდიანს შვიდი წლით.

მსაჯულნი 16
21. შეიპყრეს ფილისტიმელებმა და დასთხარეს თვალები. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს და ფქვავდა იგი საპყრობილეში.

მსაჯულნი 20
12. კაცები დაგზავნეს ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელ ტომში და უთხრეს: "ეს რა ბოროტება მოხდა თქვენ შორის?
13. ახლა მოგვეცით ის ზნედაცემული ხალხი გიბყაში რომ არიან, რათა დავხოცოთ და აღმოვფხვრათ ბოროტება ისრაელიდან”. მაგრამ არ შეისმინეს ბენიამინის ძეებმა თავიანთი ძმების, ისრაელის ძეთა სიტყვა.
14. და შეიყარნენ გიბყაში ბენიამინის ძენი თავ-თავისი ქალაქებიდან, ისრაელის ძეებთან საბრძოლველად.
21. გამოვიდნენ ბენიამინის ძენი გიბყადან და მიწაზე დასცეს ოცდაორი ათასი ისრაელიანი იმ დღეს.
22. მხნეობა მოიკრიბეს ისრაელის კაცებმა და კვლავ დადგნენ საბრძოლო წყობით იმ ადგილას, სადაც პირველ დღეს იდგნენ.
23. და ავიდნენ ისრაელის ძენი, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ჰკითხეს უფალს: "ისევ გავიდეთ ჩვენს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად?” თქვა უფალმა: "გადით”.

1მეფეთა 13
14. ამიერიდან ვეღარ იმყარებს შენი მეფობა. გამოძებნის უფალი თავის სასურველ კაცს და თავისი ერის წინამძღოლობას უბრძანებს, რაკი შენ არ დაიცავი, რაც ნანაბრძანები ჰქონდა შენთვის უფალს.

-----------------------
სურათზე: სამსონის შეპყრობა


3.51.29 Порaжeниe, кaк послeдствиe грeхa
Иисн.7,1 Суд.3,12-14; 4,1.2; 5,8; 6,1; 16,21; 20,12-14.21-23; 1цар.13,14