დასჯა ღმერთისგან დანაშაულის გამო


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 14 : 34 ; რიცხვნი 32 : 13 ; მეორე რჯული 8 : 20 ; მეორე რჯული 9 : 4 ; იესო ნავეს ძე 7 : 1 ; იესო ნავეს ძე 23 : 15 ; მსაჯულნი 2 : 3 ; მსაჯულნი 3 : 8 ; მსაჯულნი 9 : 56 ; მსაჯულნი 10 : 6 ; მსაჯულნი 13 : 1 ; მსაჯულნი 20 : 48 ; 1მეფეთა 12 : 9 ; იონა 1 : 15 ; საქმენი მოციქულთა 5 : 5 ; ლევიანნი 22 : 16 ;
=3.51.28 დასჯა ღმერთისგან დანაშაულის გამო

ლევ.22,16 რიცხ.14,34; 32,13 რჯლ.8,20; 9,4.5 იეს.ნ. 7,1.13-26; 23,15.16 მსაჯ.2,3.14.15.20.21; 3,8.12; 9,56; 10,6.7.13.14; 13,1; 20,48; 1მფ.12,9 იონ.1,14.15 საქ.5,4.5

ბიბლიის მუხლები

დადანაშაულდებიან და სასჯელს დაატეხენ ისრაელს, სიწმიდეთა ჭამით
ლევ.22,16

იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას (თითო დღე თითო წელიწადზე), ორმოცი წელი იქნებით დასჯილი თქვენი დანაშაულის გამო, რათა გამოსცადოთ ჩემი რისხვა.
რიცხ. 14,34

აღინთო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ახეტიალებდა მათ უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე გადავიდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
რიცხ. 32,13

იმ ხალხებივით, რომლებიც გადააშენა უფალმა თქვენს თვალწინ. თქვენც გადაშენდებით იმის გამო, რომ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვას . . . არ თქვა შენს გულში, როცა დაიწყებს უფალი, შენი ღმერთი, მათ განდევნას: ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლადო. რადგამ მათი სიბოროტის გამო აყარა შენგან ეს ხალხები უფალმა. შენი სიმართლისა და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი სიბოროტის გამო აყრის შენგან უფალი ამ ხალხებს, რათა შეასრულოს სიტყვა, რომელიც მისცა უფალმა შენს მამა-პაპას – აბრაამს, ისაკს და იაკობს.
რჯლ. 8,20; 9,4.5

მაგრამ ღალატი ჩაიდინეს ისრაელის ძეთ დარისხებულის მიმართ და აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზერახისა, იუდას ტომიდან, დარისხებულიდან და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელის ძეებზე . . . ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი: განიწმიდენით ხვალისთვის, რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: “დარისხებულია შენს შორის, ისრაელ. წინ ვერ აღუდგები შენს მტრებს, ვიდრე დარისხებულს არ მოიშორებს შენგან.” დილას მოდექით თქვენი ტომების მიხედვით; და ის ტომი, რომელსაც დაიჭერს უფალი, მოდგეს საგვარეულოს მიხედვით; და საგვარეულო, რომელსაც დაიჭერს უფალი, მოდგეს კაცების მიხედვით. და დარისხებულის წაღებაში დაჭერილი დაიწვას ცეცხლში, იგი და მთელი მისი საბადებელი, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უკეთურება ჩაიდინა ისრაელში.”და ადგა იესო დილაადრიან და გამოიყვანა ისრაელის ტომების მიხედვით. და დაჭერილ იქნა იუდა. და გამოიყვანა იუდას ტომი, და დაჭერილ იქნა ზერახის საგვარეულო. და გამოიყვანა ზერახის საგვარეულოდან თითო-თითო კაცი და დაჭერილ იქნა ზიმრი. და გამოიყვანა თითო-თითო კაცი მისი სახლიდან და დაჭერილ იქნა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზიმრისა, ძისა ზერახისა იუდას ტომიდან. და უთხრა იესომ ყაქანს: “ჩემო შვილო, პატივი მიაგე უფალს, ისრაელის ღმერთს, და მადლი შესწირე მას და მიამბე, რა ჩაიდინე, ნუ დამიმალავ.” და მიუგი ყაქანმა იესოს და უთხრა: “ჭეშმარიტად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ასე და ასე გავაკეთე. და დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული მოსასხამი, და ორასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათ შეკელიანი ერთი ოქროს ზოდი, და ვინდომე ისინი და ავიღე. და აჰა, ისინი მოწაშია დამალული ჩემს კარავში, ვერცხლი კი მის ქვეშაა.” და გაგზავნა იესომ მაცნეები და ისინიც გაიქცნენ კარვისაკენ, და აჰა, ნახეს დამალული მის კარავში, და ვერცხლი მი ქვეშ. და წამოიღეს ეს კარავიდან და მიუტანეს იესოს და ყველა ისრაელის ძეს, და დაყარეს იგი უფლის წინაშე. და წაიყვანა იესომ ყაქანი, ძე ზერახისა, ვერცხლით და მოსასხამით და ოქროს ზოდითურთ და მისი ძენი, და მისი ასულნი, და მისი ხარი, და მისი სახედარი, და მისი ცხვარი, და მისი კარავი, და მთელი მისი საბადებელი და მთელი ისრაელი მასთან იყო, და წაიყვანეს ისინი ყაქორის ველზე. და უთხრა იესომ: “რად დაგვატეხე უბედურება? დღესვე დაგატეხოს შენ უფალმა უბედურება.” და დააყარა მას მთელმა ისრაელმა ქვა და დაწვეს ისინი ცეცხლით და ჩაქოლეს ისინი ქვებით. და აღმართეს მასზე დიდი გროვა ქვებისა, რომელიც დღემდე შემორჩენილია და დაცხრა უფალი თავისი რისხვის მძვინვარებისაგან. ამისთვის ეწოდება დღემდე სახელად იმ ადგილს ყაქორის ველი.
იეს.ნ. 7,1.13-26

აგიხდენთ უფალი მუქარის სიტყვას.
იეს.ნ. 23,15.16

და კიდევ ვთქვი: არ განვდევნი მათ თქვენი პირისაგან, და ისინი თქვენი ფერდებისათვის ნარეკლად იქცევიან და მათი ღმერთები მახედ გექცევიან . . . და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე, და მძარცველთა ხელში ჩაჰყარა ისინი და ძარცვეს ისინი; და შემდეგ მტრების ხელში ჩაჰყარა, გარს რომ ერტყნენ, და წინ ვერ აღუდგნენ თავიანთ მტრებს . . . და კვლავ აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და თქვა: რადგან დაარღვია ამ ხალხმა ჩემი აღთქმა, რომელიც ვუბრძანე მათ მამებს და არ ისმინა ჩემი ხმა, მეც აღარ ავყრი არავის მათი პირისაგან იმ ხალხებიდან, რომლებიც დატოვა იესომ, როცა მოკვდა.
მსაჯ. 2,3.14.15.20.21

და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ხელში ჩაუგდო ისინი ქუშან-რიშათაიმს, არამის მეფეს, და ემსახურებოდნენ ქუშან-რიშათაიმს ისრაელის ძენი რვა წელი.
მსაჯ. 3,8

და კვლავ დაიწყეს ისრაელის ძეთ ბოროტების კეთება უფლის თვალში, და გააძლიერა უფალმა ყეგლონი, მეფე მოაბისა, ისრაელზე, რადგან ბოროტება ჩაიდინეს უფლის თვალში.
მსაჯ. 3,12

ასე მიუზღო სამაგიერო ღმერთმა აბიმელექს იმ ბოროტებისათვის, რაც მან თავისი მამის მიმართ ჩაიდინა, თავისი სამოცდაათი ძმა რომ მოკლა.
მსაჯ. 9,56

და განაგრძეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში, და ემსახურებოდენ ბაყალებს და ყაშთაროთებს, და არამის ღმერთებს, და ციდონის ღმერთებს, და მოაბის ღმერთებს, და ყამონელთა ღმერთებს, და ფილისტიმელთა ღმერთებს, და მიატოვეს უფალი, და აღარ ემსახურებოდნენ მას. და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ჩაყარა ისინი ფილისტიმელთა და ყამონის ძეთა ხელში . . . მაგრამ თქვენ მიმატოვეთ და ემსახურებოდით სხვა ღმერთებს, ამიტომ მეტს აღარ გიხსნით თქვენ. წადით და შეჰღაღადეთ თქვენს მიერ არჩეულ ღმერთებს, მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში!!
მსაჯ. 10,6.7.13.14

ისრაელიანები ისევ აკეთებდნენ ბოროტებას უფლის თვალში; და უფალმა ფილისტიმელთა ხელში ჩაჰყარა ისინი ორმოც წელიწადს.
მსაჯ. 13,1

და ისრაელის კაცები კვლავ მოუბრუნდნენ ბენიამინის ძეთ და მოსრეს ისინი მახვილის პირით: მთელი ქალაქი და პირუტყვი, და რაც კი იქ იყო. ასევე ყველა ქალაქი, რაც მათ დაუხვდათ, ცეცხლში დაწვეს.
მსაჯ. 20,48

მაგრამ დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა სისარას, ხაცორის მხედართმთავარს, ფილისტიმელებს და მოაბელთა მეფეს, რომელნიც ებრძოდნენ მათ.
1მფ.12,9

14. მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: ჰე, უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო, მაგრამ ნურც მართალ სისხლს მოგვკითხავ. რადგან ისე მოაწყვე, უფალო, როგორც გინდოდა.
15. აიღეს და ზღვაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ღელვა.
იონ.1,14.15

4. განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.
5. ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას.
საქ.5,4.5

------------------
სურათზე: ანანია დაეცა და სული განუტევა


3.51.28 Божья кара за бесчестье
Лев.22,16 Чис.14,34; 32,13 Вт.8,20; 9,4.5 Иисн.7,1.13-26; 23,15.16 Суд.2,3.14.15.20.21; 3,8.12; 9,56; 10,6.7.13.14; 13,1; 20,48; 1цар.12,9 Ион.1,14.15 Деян.5,4.5