ჯადოქრების, გრძნეულების, მოგვების, მომნუსხველების, მჩხიბავების, შემლოცველების შესახებ


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 8 : 7 ; გამოსვლა 9 : 11 ; გამოსვლა 22 : 17 ; ლევიანნი 19 : 26 ; ლევიანნი 20 : 6 ; მეორე რჯული 18 : 10 ; იესო ნავეს ძე 13 : 22 ; ესაია 47 : 11 ; ეზეკიელი 13 : 18 ; დანიელი 1 : 20 ; დანიელი 2 : 2 ; გამოცხადება 9 : 1 ; გამოცხადება 22 : 15 ; ფსალმუნები 57 : 5 ; დაბადება 41` : 24 ; გამოსვლა 7 : 11 ; 4მეფეთა 17 : 17 ; ესაია 19 : 3 ; ეზეკიელი 21 : 21 ; დანიელი 5 : 11 ; საქმენი მოციქულთა 8 : 9 ; საქმენი მოციქულთა 13 : 6 ; საქმენი მოციქულთა 16 : 16 ; 2ტიმოთე 3 : 13 ; რიცხვნი 23 : 23 ; საქმენი მოციქულთა 19 : 14 ;
=3.50.21 ჯადოქრების, გრძნეულების, მოგვების, მომნუსხველების, მჩხიბავების, შემლოცველების შესახებ

ნათქვამია მათზე:
- აკრძალული იყო ისრაელში გამ.22,17 ლევ.19,26; 20,27 რჯ.18,10-12
- ღმერთს არ ესმის მათი ხმა ფს.57,5.6
- განიცადეს წარუმატებლობა ეგვიპტეში ეს.19,3
- არიან უგუნურნი დან.1,20
- არიან მოუნანიებლები გმცხ.9,1

პრაქტიკაში იყო მათი საქმიანობა:
- ეგვიპტეში გამ.7,10-12.21.2
- აშურში 4მფ.17,17
- ბაბილონში ეზეკ.21,21
- ქალდეაში დან.5,11
- საბერძნეთში საქ.16,16

მათი შედეგები:
- არ შეუძლიათ განმარტება დაბ.41,24
- არიან უძლურნი გამ.8,7.18.19; 9,11 დან.2,2-12
- არაა შელოცვა იაკობის წინააღმდეგ და ჯადოქრობა ისრაელის წინააღმდეგ. იტყვიან თავის დროზე იაკობსა და ისრაელზე: აი, რას აკეთებს ღმერთი! რიცხ.23,23
- ამაოება ეს.47,11-13
- დაიღუპებიან ეზეკ.13,18
- თვითმარქვიები 2ტიმ.3,13
- მათი ბოლო ჯოჯოხეთშია გმცხ 22,15

მაგალითები:
- ბალაამი იესნ.13,22
- სიმონი საქ.8,9
- ბარიესო საქ.13,6
- სკევას შვიდი ვაჟი საქ.19,14

ბიბლიის მუხლები

წვრილმა თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი შთანთქეს. ვუამბე მისნებს, მაგრამ ვერ განმიმარტეს!”
დაბ.41,24

მივიდნენ ფარაონთან მოსე და აარონი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. წინ დაუგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონს და მის მსახურებს, და იქცა გველად. უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს, და მათაც, ეგვიპტის გრძნეულებმა, თავიანთი ჯადოსნობით იგივე გააკეთეს. მოისროლეს თავთავიანთი კვერთხები და იქცნენ გველებად. მაგრამ შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები.
გამ. 7,10-12.21.22; 8,7

იხმარეს თავიანთი ჯადოსნობა გრძნეულებმა, რომ გამოედევნათ მუმლი, მაგრამ ვერ შეძლეს, და ეხვია მუმლი მიწას და პირუტყვს. უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის ხელია!
გამ. 8,18.19; 9,11

ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო.
გამ. 22,17; ლევ. 20,27

ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხაებთ.
ლევ. 19,26

ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიწმიდურებთ თავს.
ლევ. 19,31

თუ ვინმე ჯადოქრებს და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან.
ლევ. 20,6

10. არ იყოს შენს შორის თავისი ძისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული,
11. არც მომჯადოვებელი, არც სულთა და არც მკვდართა გამომკითხველი,
12. ვინაიდან საზიზღარია უფლის წინაშე ყოველივე ამის მოქმედი; ამ სისაძაგლეთა გამო სდევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი.
რჯ.18,10-12

და ბალაამი, ძე ბეყორისა, მისანი, მოკლეს ისრაელის ძეთა მახვილით მათგან სხვა მოკლულთა რიცხვში.
იეს.ნ. 13,22

5. რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა.
6. ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო!
ფს.57,5.6

11. მოგეწევა ბოროტი და არ გეცოდინება მისი შელოცვა. დაგატყდება უბედურება და ვერ შეძლებ მისგან გამოსყიდვას, ისე მოულოდნელად მოგივა წარწყმედა, რომ ვერც მიხვდები.
12. დარჩი ახლა შენს ჯადოსნობასა და მრავალ გრძნეულებაში, რაზეც სიყმაწვილიდან ზრუნავდი; იქნებ მიიღო სარგებელი, იქნებ შიში მოჰგვარო ხალხს.
13. დაქანცული ხარ მრავალი რჩევისგან; ახლა ადგნენ და გიხსნან ცისმზომელებმა და ვარსკვლავთმრიცხველებმა, ახალმთვარობისას რომ წინასწარმეტყველებენ და გეუბნებიან რა მოგივა.
ეს.47,11-13

უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი იმ დედაკაცებს, ჯადოქრულ სამაჯურებს რომ კერავენ ყოველი მაჯისთვის და ყველა ზომაზე რომ აკეთებენ ადამიანთა სულების გამოსაჭერად. ნუთუ ჩემი ხალხის სულებზე ნადირობით თქვენ სიცოცხლეს შეინარჩუნებთ?
ეზეკ.13,18

20. ყოველგვარ სიბრძნესა და გონიერებაში, რაც მეფემ გამოჰკითხა მათ, აღმოჩნდა, რომ ისინი სამეფოს ყველა მოგვსა და ჯადოქარზე ათჯერ მეტად გონიერნი იყვნენ.
დან.1,20

2. და ბრძანა მეფემ მოეყვანათ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი, რომ აეხსნათ სიზმარი მეფისთვის. ისინიც მოვიდნენ და დადგნენ მეფის წინაშე.
3. უთხრა მათ მეფემ: "სიზმარი ვიხილე და სული ამიფორიაქდა, მინდა ამ სიზმრის ახსნა”.
4. არამეულად ელაპარაკნენ მეფეს ქალდეველნი: "მეფევ! იცოცხლე საუკუნოდ! უამბე სიზმარი შენს მსახურთ და განვმარტავთ მის მნიშვნელობას”.
5. მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველებს: "მტკიცედ გადავწყვიტე: თქვენ თვითონ თუ არ მეტყვით სიზმარსა და მის მნიშვნელობას, ასო-ასო აიკუწებით და ნანგრევებად იქცევა თქვენი სახლები.
6. მაგრამ თუ სიზმარსა და მის მნიშვნელობას ამიხსნით, ძღვენს, ჯილდოებსა და დიდ პატივს არ მოგაკლებთ. ასე რომ, მითხარით სიზმარი და ამიხსენით მისი მნიშვნელობა”.
7. მეორედ მიუგეს და უთხრეს: "უამბოს მეფემ თავის მსახურთ სიზმარი და ავხსნით მის მნიშვნელობას”.
8. უპასუხა მათ მეფემ: "დანამდვილებით ვიცი, რომ დროის მოგებას ცდილობთ, რადგან ხედავთ, რომ განმიდგა სიტყვა.
9. ხოლო თუ არ ამიხსნით ჩემს სიზმარს, შეთანხმებულხართ, რომ სიყალბე და ტყუილი მითხრათ დროს გასაყვანად; ამიტომ, მიამბეთ მე სიზმარი და გავიგებ, რომ მისი მნიშვნელობის ახსნაც ძალგიძთ”.
10. უპასუხეს ქალდეველებმა: "არ არის დედამიწის ზურგზე კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება, რომ შეძლოს; არც ერთ მეფესა და მბრძანებელს არ მოუთხოვია ამის მსგავსი რომელიმე გრძნეულის, მჩხიბავისა თუ ქალდეველისგან.
11. რთულია საქმე, მეფე რომ ითხოვს; არავინ არის, ვინც შეძლებდა მის შესრულებას მეფის წინაშე, გარდა ღმერთებისა, რომელთა სამკვიდრებელიც ხორციელთა შორის არ არის”.
12. ყოველივე ამის გამო ძლიერ განრისხდა მეფე და ბრძანა ბაბილონის ყველა ბრძენი დაეხოცათ.
დან.2,2-12

არ მოინანიეს ჩადენილი მკვლელობანი, არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი მეძავობანი და არც თავიანთი ქურდობანი.
გმცხ.9,1

15. მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.
გმცხ.22,15


__თემაზე წერდნენ__
***
შევხვდი ერთ პიროვნებას, რომელიც ჯადოქრობდა და ამასთან პირჯვრის გადაწერასაც არ ერიდებოდა. როდესაც ვუთხარი, რომ ეს მკრეხელობაა, მან მითხრა, რომ ის მხოლოდ ათავისუფლებს ჯადოსგან ადამიანებს და ამრიგად ეხმარება მათ.
ვუთხარი, მე ოთხოთახიანი ბინა მაქვს. ერთი საძინებელი, ერთი სასადილო, ერთი ლოჯი და ერთიც საერთო. შეგიძლია მითხრა, ამათგან რომელში მიდგას ტელევიზორი? – ვერ გეტყვიო. მაშინ თუ ასეა შენ ისიც არ უნდა იცოდე ბოროტი როგორ შეჰკრავს ადამიანს, რომ მისი განთავისუფლება შესძლო, ან იცი ბოროტი როგორ შეჰკრავს და შენც შეგიძლია იგივეს ქმნა-მეთქი. ეს პიროვნება ამის შემდეგ დაინტერესდა ჩემთან საუბრით და “თეთრ მაგიას” მოეშვა.
__ დალი ნადირაძე __

3.50.21. Волшебники, заклинатели, чародеи
Быт.41,24 Исх.7,10-12.21.22; 8,7.18.19; 9,11; 22,17; Лев.19,26.31; 20,6.27 Чис.23,23 Вт.18,10-12 Иисн.13,22; 4цар.17,17 Пс.57,5.6 Ис.19,3; 47,11-13 Иез.13,18; 21,21 Дан.1,20; 2,2-12; 5,11 Деян.8,9; 13,6; 16,16; 19,14; 2Тим.3,13 Отк.9,1; 22,15