ღვთისმოშიშება

საკვანძო მუხლები:

დაბადება 17 : 3 ; დაბადება 31 : 42 ; გამოსვლა 3 : 6 ; გამოსვლა 19 : 16 ; გამოსვლა 20 : 18 ; მეორე რჯული 4 : 10 ; მეორე რჯული 5 : 26 ; მეორე რჯული 6 : 2 ; მეორე რჯული 8 : 6 ; მეორე რჯული 10 : 12 ; მეორე რჯული 31 : 12 ; იესო ნავეს ძე 2 : 9 ; იესო ნავეს ძე 4 : 24 ; 1მეფეთა 12 : 14 ; 2მეფეთა 6 : 6 ; 3მეფეთა 19 : 13 ; ფსალმუნები 85 : 11 ; ფსალმუნები 110 : 10 ;
2.2.14. __

დაბ.17,3,, 31,42 გამ.3,[6],, 19,16,, 20,18,, რჯ.4,10,, 5,26,, 6,2.13,, 8,6.11,, 10,12.20,, 31,12.13 იესნ.2,9-11.23.24,, 4,24 1მფ.12,14.18.20.24,, 2მფ.6,6-11,, 3მფ.19,13 ფს.85,11,, 110,10 იგავ.10,27,, 14,27,, 19,23 ეს.6,1-5 დან.10,7-12 მათ.17,6 ლუკ.5,8-10 საქ.7,32 ებრ.12,18-21.28.29 

დაბადება 17
3. პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი:

დაბადება 31
42. ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა რომ არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხომ ხელცარიელს გამისტუმრებდი. ჩემს ტანჯვა-წვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ.

გამოსვლა 3
6. უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა.

გამოსვლა 19
16. მესამე დღეს, გათენებისას, შეიქნა გრგვინვა და მეხის ტეხა, ჩამოწვა მთაზე ზრქელი ღრუბელი და გაისმა საყვირის ხმა, ძალზე ძლიერი. შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.

გამოსვლა 20
18. ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა.

მეორე რჯული 4
10. ის დღე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე იდექი ხორებში და მე მეუბნებოდა უფალი: შემიკრიბე ხალხი და ჩავასმენ სიტყვებს, საიდანაც ისწავლიან ჩემდამი შიშს, ვიდრე ცოცხლობენ ამ მიწაზე, და თავიანთ შვილებსაც ასწავლიანო.

მეორე რჯული 5
26 რადგან ვინაა ის ხორციელი, რომ მოესმინოს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა და ჩვენსავით ცოცხალი დარჩენილიყოს?

მეორე რჯული 6
2. რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთისა, რომ დაიცვა ყოველი მისი წესი და მცნება, რომელსაც გიცხადებ შენ, შენს შვილებს და შენს შვილთაშვილებს, შენს სიცოცხლეში, რომ დღეგრძელი იყო.
13. უფლის, შენი ღმერთის, გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე.

მეორე რჯული 8
6. შეასრულე უფლის, შენი ღმერთის მცნებები, იარე მის გზებზე და მისი გეშინოდეს.
11. ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, და მისი მცნებები, სამართალი და წესი, რასაც მე გიანდერძებთ დღეს,

მეორე რჯული 10
12. აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.
20. უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე.

მეორე რჯული 31
12. შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
13. მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.

იესო ნავეს ძე 2
9. უთხრა კაცებს: მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე.
10. რადგან გვსმენია, როგორ ამოაშრო თქვენს წინამე უფალმა მეწამული ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, რა უყავით ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმელო სიხონსა და ყოგს, რომელთაც მუსრი გაავლეთ.
11. შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენს გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე.
23. დაბრუნდა ეს ორი კაცი; მთიდან დაეშვნენ, გაღმა გავიდნენ, მივიდნენ იესო ნავეს ძესთან და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ.
24. უთხრეს იესოს: უფალს ჩაუგდია ჩვენს ხელში მთელი ეს ქვეყანა და ქვეყნის მკვიდრნიც დაშინებული ყოფილან ჩვენგან. 

იესო ნავეს ძე 4
24. რათა ყველა ხალხმა გაიგოს ამ ქვეყანაზე უფლის მარჯვენის ამბავი, რომ მაგარია იგი, რათა მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა. 

1მეფეთა 12
14. თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის სიტყვას და წინ არ აღუდგებით მის ნაბრძანებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს.
18. შესთხოვა სამუელმა უფალს და მოავლინა უფალმა ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს. ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.
20. უთხრა სამუელმა ხალხს: ნუ გეშინიათ, უკვე ჩადენილი გაქვთ მთელი ეს ბოროტება. ოღონდ ნუღარ განუდგებით უფალს და მთელი გულით ემსახურეთ.
24. ოღონდ უფლის გეშინოდეთ და ემსახურეთ წრფელად და მთელი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის.

2მეფეთა 6
6. როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან კინაღამ გამოაგდეს იგი ხარებმა.
7. აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ ხელყოფისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.
8. შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება ამ ადგილს ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა).
9. შეეშინდა უფლისა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე უფლის კიდობანი?
10. არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის მოტანა თავისთან, დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გაახვევინა.
11. სამი თვე ესვენა უფლის კიდობანი გეთელი ყობედედომის კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი კარ-მიდამო.

3მეფეთა 19
13. როცა გაიგონა ეს ელიამ, მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: აქ რა გინდა, ელია?

ფსალმუნი 85
11. დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.

ფსალმუნი 110
10. სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.

იგავნი 10
27. უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება.

იგავნი 14
27. უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი.

იგავნი 19
23. უფლის შიში მაცოცხლებელია, კმაყოფილებას ასადგურებს და აფრთხობს ბოროტებას. 

ესაია 6
1. მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს.
2. თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ. 
3. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!
4. შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.
5. ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს.

დანიელი 10
7. მხოლოდ მე, დანიელმა, დავინახე ეს სანახავი, ხოლო იმ კაცებმა, ჩემთან რომ იყვნენ, ვერ დაინახეს ეს სანახავი; თუმცა დიდი შიში დაეცათ და დასამალად გაიქცნენ.
8. მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად სანახავს; ღონე აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.
9. მისი ლაპარაკის ხმა შემომესმა და მისი ლაპარაკის ხმის გაგონებისთანავე, თავზარდაცემული მიწაზე პირქვე დავემხე.
10. და, აჰა, ხელი შემეხო და მუხლებზე და ხელის მტევნებზე წამომაყენა.
11. მითხრა: დანიელ, სათნო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ გეუბნები და დადექი შენ ალაგას, რადგან შენთანა ვარ ახლა გამოგზავნილი. ამ სიტყვას რომ მეუბნებოდა, მე აცახცახებული ვიდექი.
12. მითხრა: ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღმერთის წინაშე მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი. 

მათე 17
6. ეს რომ ჩაესმათ მოწაფეებს შეძრწუნებულნი პირქვე დაემხნენ.

ლუკა 5
8. ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.
9. რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ;
10. ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები.

საქმენი მოციქულთა 7
32. „მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა“. შეძრწუნებულმა მოსემ ვეღარ გაბედა შეხედვა.

ებრაელთა 12
18. რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს,
19. არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა.
20. რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა: „მხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება“.
21. იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა: „ვძრწი და ვკანკალებ“.
28. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.
29. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.

__თემაზე წერდნენ__
*** 
შიშია განძი, ცოდნასავით რაც უნდა გქონდეს. 
__რუნი__