მრისხანებისას ნუ შევცოდავთ


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 20 : 10 ; 1მეფეთა 19 : 10 ; 1მეფეთა 20 : 34 ; ფსალმუნები 4 : 4 ; იგავნი 25 : 23 ; ეკლესიასტე 7 : 9 ; მათე 5 : 22 ; იაკობი 1 : 19 ; რომაელთა 12 : 19 ; ეფესელთა 4 : 26 ; კოლასელთა 3 : 8 ;
=3.49.45 მრისხანებისას ნუ შევცოდავთ

რიცხ.20,10-12; 1მფ.19,9.10; 20,30-34 ფს.4,4 იგავ.25,23 ეკლ.7,9 მათ.5,21.22 იაკ.1,19.20 რომ.12,19-21 ეფ.4,[26].31 კოლ.3,8

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 20
10. შეჰყარა მოსემ და აარონმა საზოგადოება კლდის წინ. უთხრა მათ: ყური მიგდეთ, ურჩებო! ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი?
11. აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი და უხვად იდინა წყალმა. სვეს საზოგადოებამ და მისმა საქონელმა.
12. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: იმის გამო, რომ არ მერწმუნეთ და წმიდად არ გამომაჩინეთ ისრაელიანთა თვალში, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყნად, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული.

1მეფეთა 19
9. შეიპყრო ბოროტმა სულმა უფლისაგან საული, როცა შინ იჯდა და შუბი ეჭირა ხელში, დავითი კი ქნარს უკრავდა.
10. უნდოდა საულს კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს მოხვდა შუბი. დავითი კი გაიქცა და ასე გადარჩა სიკვდილს იმ ღამით.

1მეფეთა 20
30. განურისხდა საული იონათანს და უთხრა: შე ურჩო და უკუღმართო! განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ვაჟს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად.
31. რადგან ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა გნმტკიცდება. ახლა აქ მომიყვანე, რადგან სიკვდილის ღირსია.
32. მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?
33. და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონია მამამისს დავითის მოკვლა.
34. ადგა იონათანი სუფრიდან, რისხვამორეული. არ უჭამია პური ახალმთავრობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ გალანძღა იგი მამამისმა.

ფსალმუნი 4
4. ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ თქვენს სარეცლებზე და იყუჩეთ.

იგავნი 25
23. ჩრდილოეთის ქარი წვიმას წარმოქმნის და ფარული ენა - მრისხანე სახეს.

ეკლესიასტე 7
9. ნუ იჩქარებ შენს სულში გაბრაზებას, რადგან სიბრაზე ბრიყვთა უბეში განისვენებს.

მათე 5
21. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს.
22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს.

იაკობი 1
19. ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი და რისხვაში ნელი.
20. ვინაიდან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.

რომაელთა 12
19. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან სწერია: “ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი.”
20. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე.
21. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით.

ეფესელთა 4
26. მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით.
31. ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

კოლასელთა 3
8. ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა.


3.49.45 Гневаясь, не согрешайте
Чис.20,10-12; 1цар.19,9.10; 20,30-34 Пс.4,4 Пр.25,23 Екк.7,9 Матф.5,21.22 Иак.1,19.20 Рим.12,19-21 Еф.4,[26].31 Кол.3,8