მოტივაცია ჩვენს კეთილ საქმეებში


საკვანძო მუხლები:

3მეფეთა 8 : 39 ; იგავნი 16 : 2 ; იერემია 17 : 10 ; მათე 5 : 20 ; მათე 7 : 22 ; მათე 23 : 23 ; ლუკა 11 : 39 ; ლუკა 16 : 15 ; ლუკა 18 : 11 ; იოანე 5 : 42 ;
=3.42.11 მოტივაცია ჩვენს კეთილ საქმეებში

მოტივაცია - (ლათ.) ბიძგი, მამოძრავებელი ძალა

- კაცი თავს იწონებს თავისი კეთილი საქმეებით, იესოს დროს თავს იქებდნენ ფარისევლები მათ.23,23.29 ლუკ.11,39; 16,15

- მაგრამ ღმერთმა იცის ადამიანის გული 3მფ.8,39

- ღმერთი სწონის თავის სასწორზე, აფასებს მოტივაციებით იგავ.16,2

- რა განზრახვა ამოძრავებს ქმედებას იერ.17,10

- თვალნათლივ ჩანს, რომ სიკეთეს აკეთებს კაცი, გარეგნულად ვხედავთ, შედეგი სახეზეა, უფალი მოგვიწოდებს კიდეც მიბაძეთ და უფრო აღმატებული სიკეთე აკეთეთ ვიდრე ისინი აკეთებენ, თორემ ვერ შეხვალთო სასუფეველში მათ.5,20

- მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მართლა სიკეთის მქმნელნი არიან, უფალი არ იღებს მათ, არ გიცნობთო მათ.7,22.23

- ამის მიზეზია არასწორი მოტივაცია, ღმერთი კი არ განადიდა ფარსეველმა ტაძარში, არამედ საკუთარი თავი ლუკ.18,11

- არ არის ღმერთისადმი სიყვარული მასში იოან.5,42

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 8
39. შენ მოუსმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; ქმენი და მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, რომელმაც უწყი მათი გულები. რადგან შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული;

იგავნი 16
2. კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, მაგრამ უფალი სწონის სულებს.

იერემია 17
10. მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.

მათე 5
20. გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!

მათე 7
22. ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
23. მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.

მათე 23
23. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში - სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.
29. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, წინასწარმეტყველთა საფლავებს რომ აშენებთ და ამკობთ მართალთა სამარხებს.

ლუკა 11
39. უთხრა მას უფალმა: "ახლა თქვენ, ფარისეველნი, გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ლანგარს, თქვენი შინაგანი კი მტაცებლობითა და ბოროტებითაა სავსე.

ლუკა 16
15. უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.

ლუკა 18
11. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ - მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა.
13. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.

იოანე 5
42. მაგრამ გიცნობთ თქვენ, ღმერთის სიყვარული არა გაქვთ თქვენში.

__თემაზე წერდნენ__
***
ვინმესთვის თავის მოწონებას შეიძლება ემსახურებოდეს, მაგალითად, ავადმყოფის მონახულება, ქველმოქმედება, დასაჩუქრება, რომ თავი შეაყვარო და ა.შ.
ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს მოტივაცია, რისთვის აკეთებს ვინმე სიკეთეს - ღმერთს განადისებს თუ თავის თავს?
__ რეზო ბაქრაძე __

***
დავუფიქრდეთ რას წარმოადგენენ ჩვენი კეთილი საქმეები და საქციელები? რა მოტივაცია გვამოძრავებს? ყოველთვის პატიოსნები ვართ ჩვენი სინდისის წინაშე? ვიცნობთ საკუთარ ჭეშმარიტ სახეს სოციუმის პირობითი მაკიაჟის გარეშე?


3.42.11 Мотивация в наших добрых делах
3цар.8,39 Пр.16,2 Иер.17,10 Матф.5,20; 7,22.23; 23,23.29 Лук.11,39; 16,15; 18,11.13 Ин.5,42