მაცდურის აზრს ღვთის სიტყვა დაუპირისპირე და მოგშორდება


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 118 : 11 ; მათე 4 : 7 ; მათე 16 : 23 ; ლუკა 4 : 4 ; იოანე 5 : 30 ; ეფესელთა 6 : 17 ;
=3.49.40 მაცდურის აზრს ღვთის სიტყვა დაუპირისპირე და მოგშორდება

ფს.118,11 (გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.)

მათ.16,23 (ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.)

მათ.4,2-11 (2. იმარხულა ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ბოლოს მოშივდა.
3. მიუახლოვდა მაცდური და უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ პურებად იქცნენ ეს ქვები”.
4. იესომ მიუგო პასუხად: "დაწერილია, არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღმერთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით”.
5. მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე.
6. უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, გადავარდი აქედან, რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას არ წამოკრა ფეხი”.
7. იესომ უპასუხა: "ასევე დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი”.
8. ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება.
9. უთხრა: "ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ”.
10. იესომ კი უპასუხა: "განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.
11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა. და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურნენ მას.)

ლუკ.4,3-13 (3. და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.
4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.
5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში.
6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ.
7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება.
8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.
9. მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან,
10. ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა,
11. და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.
12. მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.
13. ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას.)

იოან.5,30 (მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.)

ეფ.6,17 (აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.)

__თემაზე წერდნენ__
***
სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევა ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცდუნებას.
__ წმ. იოანე ოქროპირი __

***
თუ ჩვენ დავაპირებთ ეშმაკთან ადამიანური აზროვნების დონეზე ბრძოლას, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ადამიანივით ფიქრობს. მას ადამიანური გამჭრიახობის ყოველი ხრიკი აქვს შესწავლილი. თუ ჩვენ ადამიანური გზით ვგეგმავთ რაიმეს, სატანას არ გაუჭირდება ჩვენი საქმეების ჩაშლა. ის წარმატებით ებრძვის ჩვენს ფსიქოლოგიას, თუ ვიმოქმედებთ რწმენით, მაშინ მტერი თვითონ რჩება შეცბუნებული და ტოვებს ბრძოლის ველს. მას არ ესმის წმიდა სულის ანბანი და იგი გარბის, როდესაც ჩვენ ნებას ვრთავთ ღმერთს ჩვენს მაგიერ იმოქმედოს მის წინააღმდეგ.
__ რ. ბონკე __

***
შეცდომა მაშინ იქცევა შეცდომად, როცა ჭეშმარიტებასავით ჩნდება.
__ სტანისლავ ეჟი ლეცი __

***
დროდადრო ყოველ ჩვენგანს ებადება გარყვნილი აზრები, მაგრამ ცოდვად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა ვიწყებთ მათ ლოლიალობას, იმის მაგიერ, რომ ზურგი ვაქციოთ და შევბრუნდეთ ღვთის სიტყვისკენ.
__ ბობ იანდიანი __

***
ეშმაკები მომერიდონ, გაიგონ რომ ღმერთისა ვარ!
__ შოთა ნიშნიანიძე __

***
ბევრ ბიბლიურ გმირს ეწვია საცდური და იქნა გამოცდილი, მაგრამ არცერთ მათგანზე არსად არ არის ნათქვამი, რომ გამოცდას გაურბოდნენ და ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდნენო. სჯობს ქალს შეხედო და ცდუნდე, მაგრამ გაიმარჯვო ცდუნებაზე. ასკეტურად მცხოვრებნი გაურბიან განსაცდელებს, როცა რომ ღმერთს უნდა, რომ გამოიცადნენ და გამტკიცდნენ. განსაცდელი არ არის ცოდვა. საცდურში ყოფნის დრო არ არის ცოდვა, თუ არ სჩადიხარ ცოდვას. უნდა გიხაროდეს გამოცდა და არ უნდა გაექცე. რაც ისწავლე, უნდა გამოიცადოს, რომ შემდეგ კლასში გადახვიდე. განსაცდელები ღმერთის სიკეთეს გვიჩვენებს. მამა შვილს წვრთნის, რათა გამოადგეს.
__ გ. ჯვარშეიშვილი __

----------------------
თემას ერთვის რეპინის ნახატი


3.49.40 Не допускает к себе искусителя знание Божьего слова
Пс.118,11 Матф. 4,2-11; 16,23 Лук.4,3-13 Ин.5,30 Еф.6,17