მცირედისადმი უყურადღებობით ყველაფრის არად ჩაგდებამდე მივდივართ


საკვანძო მუხლები:

მათე 12 : 43 ; ეფესელთა 4 : 27 ; ეფესელთა 6 : 11 ;
=3.49.36 მცირედისადმი უყურადღებობით ყველაფრის არად ჩაგდებამდე მივდივართ

- მცირეოდენ ადგილსაც ნუ დავუთმობთ მაცდურს მათ.12,43-45 ეფ.4,27; 6,11

ბიბლიის მუხლები

მათე 12
43. როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისაგან, უწყალო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, და ვერ ჰპოვებს მას.
44. და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს.
45. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც.

ეფესელთა 4
27. ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს.

ეფესელთა 6
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,

__თემაზე წერდნენ__
***
წვრილმანი შეცდომებიდან ადვილია მსხვილ მანკიერებებზე გადასვლა.
__ სენეკა __

***
წვეთწვეთობით დამწიფდება ბოროტების თესლი,
უცებ კი არ დაასუსტებს რწმენას მისი გესლი.
__ დჰამაპადა __

***
ეშმაკს რომ ნეკის წვერი მისცე, მთელს ტანს წაიღებსო.
__ ქართული ხალხური __

***
ჭეშმარიტი სარწმუნოება სულ მცირეოდენის შეცვლითაც კი მთლიანად ზიანდება . . .
__ წმ. იოანე ოქროპირი __

***
ყველაფერს დიდი ყურადღებით დაუკვირდი ამქვეყნად და ყოველივესაგან ისწავლი სულისთვის სასარგებლოს; არ უგულებელჰყო მცირედიც კი, ვთქვათ, მონადირეთა გამოცდილებიდან: ხშირად ფრინველი ბადეში მცირე ბრჭყალითაც ებმება – იგი შეიძლება, მთელი სხეულით და ფრთებით ბადის გარეთ იყოს, მაგრამ მაინც დატყვევდეს ბრჭყალის სულ უმნიშვნელო ნაწილითაც კი.
__ წმ. ეფრემ ასური __

***
მცირედისადმი უყურადღებობით ადვილად გადავდივართ ყველაზე მნიშვნელოვანის, და ბოლოს, ყველაფრის არად ჩაგდებაზე.
__ ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი __


3.49.36 Невнимательностью к мелочам губим все
Матф.12,43-45 Еф.4,27; 6,11