სარწმუნოება - მიმდინარეობა, რელიგია

საკვანძო მუხლები:

ლუკა 18 : 8 ; საქმენი მოციქულთა 16 : 5 ; საქმენი მოციქულთა 24 : 24 ; საქმენი მოციქულთა 25 : 19 ; საქმენი მოციქულთა 26 : 5 ; რომაელთა 1 : 5 ; რომაელთა 3 : 3 ; 1კორინთელთა 16 : 13 ; გალატელთა 1 : 23 ; გალატელთა 3 : 23 ; გალატელთა 6 : 10 ; ფილიპელთა 1 : 27 ; 1ტიმოთე 3 : 9 ; 1ტიმოთე 5 : 8 ; 2ტიმოთე 4 : 7 ; ტიტე 1 : 1 ;
2.1.42 სარწმუნოება - მიმდინარეობა, რელიგია

სახარებისეული რწმენა
- ეკლესიები მტკიცდებოდნენ რწმენაში საქ.16,5
- მოციქულები ახარებდნენ რომ.1,5 გალ.1,23
- მოუწოდებდნენ დგომას რწმენაში 1კორ.16,13
- რწმენას, რომელიც გამოჩნდა გალ.3,23
- სიკეთის ქმნა თანამორწმუნეებისთვის გალ.6,10
- ერთსულოვნად ღწვა სახარების რწმენისთვის ფლპ.1,27
- რწმენის საიდუმლოს შენახვა 1ტიმ.3,9
- რწმენისგან განდგებიან მრავანი ლუკ.18,8; 1ტიმ.5,8
- პავლემ შეინარჩუნა 2ტიმ.4,7
- რწმენაში რჩეულნი ტიტ.1,1
- საღად მყოფნი რწმენაში ტიტ.1,13

ვინც არ არიან სახარებისეულ რწმენაში
- გამოიკითხავენ მის შესახებ საქ.24,24
- ვერ ხვდებიან მის არსს საქ.25,19
- ვინმეს ურწმუნოება ვერაფერს დააკლებს ღვთის სარწმუნოებას რომ.3,3

მოციქული პავლე, ვიდრე ქრისტე მოუწოდებდა, ფარისეველთა სარწმუნოების მიმდევარი იყო საქ.26,5

ბიბლიის მუხლები

ლუკა 18
8. თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს კი რწმენას დედამიწაზე?”

საქმეები 16
5. ეკლესიები კი, მტკიცდებოდნენ რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.

საქმეები 24
24. რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი თავის იუდეველ ცოლთან - დრუზილასთან ერთად მივიდა და პავლე მოაყვანინა, რათა იესო ქრისტეს სარწმუნოების ამბავი გამოეკითხა.

საქმეები 25
19. სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო.

საქმეები 26
5. იმთავითვე მიცნობდნენ, თუკი მოწმობა სურთ, რომ ჩვენი სარწმუნოების მკაცრი მოძღვრების თანახმად, ვცხოვრობდი როგორც ფარისეველი.

რომაელთა 1
5. ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი,

რომაელთა 3
3. მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას?

1კორინთელთა 16
13. იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაჟკაცურნი, იყავით ძლიერნი.

გალატელთა 1
23. მხოლოდ ის სმენოდათ, რომ კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა იმ რწმენას ახარებს, რომელსაც ადრე ებრძოდაო,

გალატელთა 3
23. რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, ვიდრე რწმენა გამოჩნდებოდა.

გალატელთა 6
10. მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.

ფილიპელთა 1
27. ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა - მოვალ და გნახავთ, თუ ვერ მოვალ, - მესმოდეს თქვენზე, რომ მყარად დგახართ ერთ სულში და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისთვის.

1ტიმოთე 3
9. რათა წმიდა სინდისში ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას

1ტიმოთე 5
8. ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.

2ტიმოთე 4
7. კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.

ტიტე 1
1. პავლე, ღმერთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული, ღვთის რჩეულებს რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად,
13. ეს მოწმობა სამართლიანია. ამ მიზეზით მკაცრად ამხილე ისინი, რათა საღნი იყვნენ რწმენაში.