უცხო ენით მეტყველი საკუთარ თავს აშენებს


საკვანძო მუხლები:

1პეტრე 4 : 10 ; 1კორინთელთა 10 : 24 ; 1კორინთელთა 12 : 7 ; 1კორინთელთა 14 : 4 ;
=3.33.9. უცხო ენით მეტყველი საკუთარ თავს აშენებს

1კორ.14,[4] მუხლის კონტექსტისთვის

ბიბლიის მუხლები

1პეტრე 4
10. თვითეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს.

1კორინთელთა 10
24. ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს.

1კორინთელთა 12
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა.
8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
9. ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით;
10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.
18. ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება.
28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.

1კორინთელთა 14
2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს.
4. ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს.
5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.
12. ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით.
13. ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს.
14. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა.
15. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ.
16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?
17. კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ.
19. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით.
23. მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო?
28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს.
33. რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში.

__თემაზე წერდნენ__
***
1კორ.14:4 თავის თავს აშენებს. მისთვის უცნობ ენაზე მეტყველი, თუმცა ვერ აცნობიერებს წარმოთქმულს, იღებს პირადად თავისთვის მხარდაჭერას, რამდენადაც დებს განსაზღვრულ აზრს ნათქვამში.
__ ჟენევის ბიბლიის კომენტარები __

***
სულიწმიდით შთაგონება ორივეს ერთნაირად ახასიათებს, როგორც წინასწარმრტყველს ასევე ენებით მეტყველს, მაგრამ პირველს მეორესთან აქვს უპირატესობა იმაში, რომ ის სარგებლის მომტანიცაა მსმენელებისთვის. ენებით მეტყველებისა არ ესმოდათ მათ, რომელთაც არ ჰქონდა ეს ნიჭი. რა გამოდიოდა აქედან? ნუთუ არავინ არ იღებდა სარგებელს? კი, როგორ არა, მხოლოდ საკუთარი თავისთვისო, ამბობს მოციქული 1კორ.14,4-ში.
მაგრამ როგორ აშენებს საკუთარ თავს, თუ არ ესმის რას ამბობს? აქ პავლე საუბრობს მათზე, რომელთაც იცოდნენ, რასაც ამბობდნენ, იცოდნენ თვითონ, მაგრამ არ შეეძლოთ გადაეცათ სხვებისთვის. «ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს». ნახეთ მოციქულის სიბრძნე, აჩვენებს ამ ორი ნიჭის სარგებლიანობის ზომას ეკლესიისთვის, მაგრამ არ აქცევს ენების ნიჭს არარაობად, მიუთითებს, რომ თუმცა სარგებელი მისგან მცირეა და მხოლოდ მას აშენებს, ვისაც აქვს. რომ არ ეფიქრათ, ამცირებსო ენებს, – ეს ნიჭი კი იმ დროს უმრავლესობას ჰქონდა, – იგი მათ ეჭვს აცამტვერებს სიტყვებით: «მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ".
__ იოანე ოქროპირი __

***
1კორ.14,4 ენით მეტყველი საკუთარ თავს აშენებს. სხვაგან მოციქული ამბობს, რომ ეს ადამიანი ღმერთს ელაპარაკება, აქ კი აცხადებს, რომ ის თავის თავს მიმართავს. ანუ იმის თქმა სურს, რომ ყველაფერი, რაც ხდება ეკლესიაში, უნდა იყოს ყველასთვის სასარგებლო, რომ საერთო შესაკრებლიდან მოიკვეთოს ყოველგვარი მოჩვენებითობა, გამჩვენეობა და ზრუნვა მხოლოდ საკუთარ თავზე.
__ ჟან კალვინი __

***
1კორ.14,4 მუხლს ხშირად იყენებენ იმის დასტურად, რომ ენით მეტყველება საჭიროა საკუთარი თავის ასაშენებლად. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ თავში ცხრაჯერ გვხვდება სიტყვა "ეკლესია" (მუხლ. 4, 5, 12, 19, 23, 28, 33, 34, 35), საკმაოდ დამაჯერებლად მოწმობს, რომ აქ პავლე განიხილავს არა მორწმუნის ლოცვით ცხოვრებას განსამარტოვებელ ოთახში, არამედ ენების გამოყენებას ადგილობრივ შესაკრებელში. კონტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ მოციქული არ კრძალავს ენების თვითაღშენებისთვის გამოყენებას, ის განსჯის ნიჭის ნებისმიერ გამოყენებას ეკლესიაში, თუ მას არ მოაქვს სარგებელი სხვებისთვის. სიყვარული ფიქრობს სხვებზე და არა საკუთარ თავზე, "არ ეძებს თავისას" (1კორ.13,5). თუ ენების ნიჭს გამოვიყენებთ სიყვარულით, ის მოიტანს სიკეთეს სხვებისთვისაც, და არა მარტო ჩვენთვის; ისევე, როგორც, ვინც წინასწარმეტყველებს, ის აშენებს ეკლესიას. არ იქადის თავისი ნიჭით, როგორც პირადი უპირატესობა, არამედ განმარტავს ჭეშმარიტებას იმ ენაზე, რომელიც გასაგებია კრებულისთვის.
__ მაკდონალდის კომენტარები __

***
ენებით მეტყველს შეუძლია თავის აშენება 1კორ.14,4. მას შეუძლია შეიტყოს ის, რასაც ამბობს, და მიიღოს მისგან სარგებელი, იმ დროს როდესაც სხვები მისი სიტყვებისგან ვერ იღებენ ვერაფერს. ჩვენს მიზანს კი უნდა შეადგენდეს ეკლესიის ასაშენებლად უფრო წინასწარმეტყველების ნიჭის, ან ქადაგების და წერილის განმარტების გამოყენება.
__ მეთიუ ჰენრი __

,***
1კორ.14:4. აქ წერია, რომ უცხო ენაზე მეტყველს თუ არ მისცემია სული წმიდისგან ენების განმარტების ნიჭიც (12,10), შეეძლო საკუთარი თავის აშენება, მაგრამ არა სხვებისა ეკლესიაში. ეს აშენება მომდინარეობდა მათგან იმ ფაქტის გაცნობიერებით, რომ ამ ნიჭის მიმღები იღებს იმის მტკიცებულებას, რომ არის ღვთის მადლის ობიექტი (შეადარე 12:18,28) და შემძლე სულით ადიდოს ღმერთი (14:16). თუმცა თავადაც არ ესმოდა რას ამბობდა, ის უბრალოდ ივსებოდა შთაგონებით, სიხარულით აღიგზნებოდა და ვარდებოდა ეიფორიაში. თავისთავად ეს ცუდი როდია. პავლე სულაც არ იყო ცივი და უგრძნობელი თაყვანისცემის მომხრე. იგი ამბობს, რომ ნიჭები ეძლევათ არა მხოლოდ პირადი გამდიდრებისთვის, არამედ სხვათა სასიკეთოდაც (12:7; შეადარეთ 10:24; 1პეტ.4:10).
__ დალასის სემინარიის კომენტარები __


3.33.9. Говоряший на незнакомом языке назидает себя
1Пет.4,10; 1кор.10,24; 12,7-10.18.28; 14,2.4.5.12-19.23.28.33