ლოცვის დროს რომელიმე მხარეს პირმიქცევა


საკვანძო მუხლები:

3მეფეთა 8 : 48 ; 2ნეშტთა 6 : 38 ; ფსალმუნები 27 : 2 ; ეზეკიელი 8 : 16 ; ეზეკიელი 43 : 2 ; დანიელი 6 : 10 ; ლუკა 1 : 78 ;
=3.6.4. ლოცვის დროს რომელიმე მხარეს პირმიქცევა

- იერუსალიმისკენ პირმიქცეული ლოცულობენ ტყვედ წაყვანილნი 3მფ.8,48; 2ნეშ.6,38 დან.6,[10]
- ხელის განპყრობა ღვთის საწმიდრისკენ (ტაძრისკენ) ფს.27,2
- აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული მზის თაყვანისმცემლები ეზეკ.8,16
- ღვთის დიდება, იესო ქრისტეს ნათელი იწოდება აღმოსავლეთად ეზეკ.43,2.3 ლუკ.1,78

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 8
48. როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელთაც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას შენდამი იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აარჩიე, იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,

2ნეშტთა 6
38. როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელშიც ტყვვდ წაასხეს და დაიწყებენ ლოცვას იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისაკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისაკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,

ფსალმუნი 27
2. ისმინე ჩემი ვედრების ხმა, როცა მოგიხმობ და შენი საწმიდრისკენ აღვაპყრობ ხელებს.

ეზეკიელი 8
16. მიმიყვანა უფლის სახლის შიდა ეზოში, და აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, დამდგარა ოცდახუთიოდე კაცი ზურგით უფლის ტაძრისკენ და პირით აღმოსავლეთისკენ და ეთაყვანებიან მზეს აღმოსავლეთით.

ეზეკიელი 43
2. და, აჰა, ისრაელის ღვთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთის გზით, მისი ხმა დიდი ნიაღვრის ხმასავით იყო და ქვეყანა განათდა მისი დიდებით.
4. უფლის დიდება შევიდა ტაძარში იმ კარიბჭით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიქცეული.

დანიელი 6
10. როცა შეიტყო დანიელმა რომ ასეთი წერილი დაიბეჭდა, ავიდა თავის სახლში, რომელსაც ღია სარკმლები ჰქონდა იერუსალიმისკენ, ზედა ოთახში, სადაც დღეში სამჯერ იყრიდა მუხლს, ლოცულობდა და მადლობას სწირავდა თავის ღმერთს, როგორც ამას ადრეც აკეთებდა.

ლუკა 1
78. ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით.

__თემაზე წერდნენ__
***
[მოგვები] თეთრები ამტკიცებდნენ ლოცვის დროს აღმოსავლეთის მხარეს მობრუნება ურწმუნოებააო, შავები აცხადებდნენ, დასავლეთის მხარეს პირმიქცეული მლოცველები ღმერთს სძულსო. ზადიგმა ბრძანა, ვისაც საით სურს იმ მხარეს მიბრუნდესო.
__ ვოლტერი __


3.6.4. Обращение взор в сторону при молитве
3цар.8,48; 2Пар.6,38 Пс.27,2 Иез.8,16; 43,2.3 Дан.6,[10] Лук.1,78