როგორ ვილოცოთ


საკვანძო მუხლები:

იოანე 16 : 24 ; რომაელთა 8 : 26 ; ებრაელთა 7 : 25 ;
=3.2.2. როგორ ვილოცოთ

იმისათვის, რომ ვილოცოთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, ღმერთს რომ ვუყვარვართ, ძე რომ გვშუამდგომლობს და სული წმიდა რომ გვეხმარება ლოცვაში. რომ.8,26 ებრ.7,25

იესო ჩვენთვის სთხოვს მამას. ვლოცულობთ მისი სახელით და ამიტომაც ისათნოებს ღმერთი ჩვენს ლოცვას, როგორც იესოს ლოცვას. იოან.16,24

ხშირად ვფიქრობთ, რომ ლოცვა არის მხოლოდ ხერხი გამოვითხოვოთ რაღაც ღმერთისგან ჩვენთვის ან სხვებისთვის. მაგრამ ლოცვის უმაღლესი მიზანია ღმერთთან უფრო მეტად მიახლოება.
ლოცვაში მართლაც არის ადგილი სათხოვრისთვისაც და შუამდგომლობისთვისაც, მაგრამ ლოცვა უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ურთიერთობა ღმერთთან. როდესაც ჩვენ ვითხოვთ, ღმერთი რაღაცას აკეთებს ჩვენთვის. როდესაც ვითხოვთ სხვებისთვის - იგი რაღაცას მოიმოქმედებს ჩვენი მეშვეობით. ხოლო როცა ურთიერთობა გვაქვს მასთან - იგი რაღაცას აკეთებს ჩვენში.

ჩვენი ლოცვები იქცევა ნაკლებად "ჩვენს შესახებ" და მეტად "ღმერთის შესახებ", რამდენადაც ვუახლოვდებით მას, ვეძიებთ მის დიდებას და ვუქვემდებარებთ მის ნებას საკუთარ სათხოვრებს.

ურთიერთობა არის ჩვენი სულის დამაკავშირებელი ხაზი ღმერთის ძალის წყაროსთან. როდესაც ხაზი გათიშულია, მთელი ჩვენი სათხოვრები იქცევა ცარიელ სიტყვებად. როდესაც გულს ვიდრეკთ ღმერთის წინაშე და ვაღიარებთ, რომ იგი ყოველივეს უფალია, ჩვენს ცხოვრებაში შემოდის ღვთის ძალა და ურთიერთობა ღმერთთან იქცევა უდიდესი მნიშვნელობის ნაწილად ლოცვაში.

უნდა ვიცოდეთ, ღმერთისთვის გასაგებად ვაყალიბებთ თუ არა ჩვენს აზრებს, რომელთა წარმოთქმასაც ვაპირებთ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ისინი შეესატყვისებიან წმ. წერილის კონტექსტს.

ღვთის ნება უნდა იყოს ყოველივეზე აღმატებული. როცა ვლოცულობთ, სული წმიდა გვშუამდგომლობს სწორედ ამ ნების შესაბამისად.

ლოცვის მეშვეობით ჩვენ შემოქმედს ვესაუბრებით, ვადიდებთ მას, მადლობას ვწირავთ და შემწეობას ვთხოვთ.

ლოცვის დროს გააზრებულად და გულწრფელად უნდა ვმეტყველებდეთ. თუ მორწმუნე კაცი თავად არ ასრულებს იმას, რასაც ლოცვაში ამბობს, ითვლება, რომ ის ამაოდ ახსენებს უფლის სახელს. თუ ღმერთი უფლებას გვაძლევს, რომ მას მამად ვიხსენიებდეთ, მაშინ მორწმუნე ადამიანი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ეს უფლის შვილს შეეფერება.

ბიბლიის მუხლები

იოანე 16
24. ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.

რომაელთა 8
26. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.

ებრაელთა 7
25. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან მარად ცოცხალია, რათა უშუამდგომლოს მათ.

__თემაზე წერდნენ__
***
როგორიც გვსურს ვიყოთ ლოცვის ჟამს, ისეთი უნდა ვიყოთ ლოცვის წინა პერიოდში. ჩვენი სული ლოცვის დროს აუცილებლად ღებულობს წინარე მდგომარეობის განწყობას და ლოცვის დროს ზეცად აღიტაცება, ანდა ჩაეფლობა მიწიერში იმავე ზრახვებით, რითაც ლოცვამდე იყო გართული”
__ წმ. ნილოს სინელი __


3.2.2. Как молиться
Ин.16,24 Рим.8,26 Евр.7,25