სიყვარული და საუკუნო სატანჯველი


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 106 : 10 ; მათე 13 : 7 ; ლუკა 1 : 79 ; 1იოანე 4 : 16 ;
=2.16.11 სიყვარული და საუკუნო სატანჯველი

ბევრს უჩნდება კითხვა. როგორ შეიძლება ჯოჯოხეთი და საუკუნო სატანჯველი შევუთავსოთ სიკეთეს, სიყვარულსა და მოწყალებას?
როგორც ეკლესიის სწავლება ამბობს, მხოლოდ ერთეულები თუ დააღწევენ თავს ჯოჯოხეთს. წარმოიდგინეთ: ცხოვრობს კაცი თავისთვის წყნარად, არ ლოცულობს, არ მარხულობს, არ სწამს ღმერთი, მაგრამ არავისთვის არა უვნია რა... და გამოდის, რომ მან დაიმსახურა საუკუნო სატანჯველი. ეს ხომ უსამართლობაა. გასაგებია, რომ საკუთარ საქციელზე უნდა იყოს კაცისგან პასუხისმგებლობა, მაგრამ მის შემთხვევაში რა უნდა ვთქვათ, ასეთ სასჯელს იქნებ უკანასკნელი ბოროტმოქმედიც კი არ იმსახურებდეს?!

პასუხი:
ამაოდ ცდილობთ წარმოდგენას, რომ ღმერთი სჯის და იქცევა საპყრობილის ზედამხედველივით. ღმერთი სიყვარულია (1იოან.4:16), და იგი მხოლოდ კეთილის შემოქმედია. ჩვენი პრობლემები წარმოიქმნება იმის გამო, რომ მასში არ ვრჩებით და ზურგს ვაქცევთ თვითონვე. უფალი ხელს არ უშლის ჩვენს თავისუფალ ნებას და კაცი ყოველთვის თავად ირჩევს იმას, რასაც იღებს. თუ ესწრაფვის ღმერთისკენ, მაშინ მას არავინ უშლის ხელს მოინანიოს თავისი ცოდვები და იწამოს სახარება. ხოლო თუ კაცს არ სურს მიმართოს მონანიებით და პირიქით, უარყოფს ქრისტეს, მაშინ რჩება კიდეც იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის.
ასეთი კაცის უბედურება იმაშიცაა, რომ რა მდგომარეობაში იმყოფება სრულად არ ესმის. მაგალითად, თუ თქვენს მიერ ხსენებული "წყნარი კაცი", რომელსაც ღმერთი არ ესაჭიროება, მოინდომებს, - ადვილად შეამჩნევს, რომ მას არ გააჩნია საუკუნო სიცოცხლე, და რომ სიკვდილისა და სატანჯველის მეტს არაფერს არ უნდა მოელოდეს. მაგრამ მას ამაზე ფიქრი არ სურს. წმ. წერილი ასეთ ადამიანებს უწოდებს სიბნელისა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ.
ფსალმუნი 106
10. ბნელში ისხდნენ და სიკვდილის წყვდიადში, ტანჯვისა და ბორკილების ტყვეობაში,
11. რადგან ეურჩებოდნენ ღვთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
ასევე ლუკას 1
79. სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
ეს მდგომარეობა მთელი დაცემული კაცობრიობის მდგომარეობაა, იმის მიუხედავად ვინმე წყნარია თუ თავგასული. ბიბლიის თანახმად კაცთა მოდგმას ეს მდგომარეობა შეექმნა მას შემდეგ, რაც კაცი განუდგა ღმერთს და დაკარგა სამოთხე. ჩვენ ყველანი, კეთილნიც და ბოროტნიც, ერთნაირად ვართ გამოდევნილნი სამოთხიდან და განწირულნი ვართ ტანჯვისა და სიკვდილისთვის, - ანუ მივდივართ ჯოჯოხეთში.
როგორც უნდა სამწუხარო იყოს, ეს ასეა. მათეს 13,7 -ში ვკითხულობთ "...ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს, და მრავალნი არიან მასზე მოსიარულენი."
და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ღმერთი სჯის ვიმმეს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები ირჩევენ ამ გზას. თვით მას, თქვენს «წყნარ კაცს», არც უფალი და არც სამოთხე არ აინტერესებს. სიბნელისა და სიკვდილის ჩრდილში მნიშვნელობა აქვს მისთვის მხოლოდ მიწიერ სიკეთეებს, - და ინტერესს აღუძრავენ მხოლოდ ის ღმერთები, რომლებიც ამ სიკეთეებს აღუთქვამენ.
კაცს რომ სდომებოდა სამოთხეში შესვლა და უფალს არ შეეშვა, მაშინ შეიძლებოდა ლაპარაკი ბოროტზე, რომელიც მისგან გამოდის. მაგრამ თვით ღმერთმა დაგვასახლა სამოთხეში და მას შემდეგ რაც ავირჩიეთ ცოდვა, მოვიდა დედამიწაზე, რათა გაეხსნა გზა ზეცისკენ. ახლა ის ყველას მოუხმობს სამოთხისკენ – მაგრამ ვინაა დამნაშავე რომ თქვენს «წყნარ კაცს» ის საერთოდ არ აინტერესებს? რატომღაც თქვენ მის მაგიერ წყვიტავთ, რა სჭირდება და თავს ახვევთ თქვენს წარმოსახვას სიკეთეზე.
უნდა ითქვას, რომ ურწმუნოს უკეთესი იქნებოდა არ განესაჯა ხსნის (ცხონების) შესახებ. ასე დაუხსნელი კაცი ათვლის თავს მორწმუნეებს და ამით იწევს განკითხვას. იგი ემსგავსება ეშმაკს, რომელმაც იცის, რომ ღმერთი არის და იმავდროულად უარყოფს მას. ამიტომაც უპრიანია, თუ რწმენა არ გვაქვს, ჭკვიანური იქნება ფუჭსიტყვაობას არ მოვყვეთ ღმერთზე, სამოთხესა და ჯოჯოხეთზე. უბრალოდ ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომელსაც გვაძლევს ღმერთი, და თუ გვაქვს გულში რწმენის მცირედი ნაპერწკალი, მოვიდრიკოთ ქედი მისი მოწყალების წინაშე.
ხოლო თუ ჩვენმა სინდისმა მოგვიწოდა მონანიებისა და ქრისტეს რწმენისკენ, შევუდგეთ მას, ვიკითხოთ სახარება, შევიმეცნოთ როგორ ვიაროთ მასთან ერთად და დავრჩეთ უფლის სიყვარულში.


2.16.11 Любовь и вечные муки
Пс.106,10.11 Матф.13,7 Лук.1,79; 1Ин.4,16