ბოლო ცდუნება ათასი წლის შემდეგ


საკვანძო მუხლები:

ეზეკიელი 38 : 16 ; ეზეკიელი 39 : 6 ; გამოცხადება 11 : 7 ; გამოცხადება 16 : 14 ; გამოცხადება 20 : 8 ;
=2.13.38 ბოლო ცდუნება ათასი წლის შემდეგ

ეზეკ.38,9.15.16.22; 39,6 გმცხ.11,7.8; 16,14; 20,2.3.[7-9].10

ბიბლიის მუხლები

ეზეკიელი 38
9. ქარიშხალივით მოხვალ და ნისლივით დაფარავ ქვეყანას, შენ და მთელი შენი ხალხის ლაშქარი.
15. მოხვალ შენი სამყოფელიდან, ჩრდილოეთის კიდიდან, შენ და უთვალავი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე მსხდომნი, დიდი მხედრობა და დიდძალი ლაშქარი.
16. აღდგები ჩემს ხალხზე, ისრაელზე, როგორც ნისლი, ქვეყანას რომ ფარავს; უკანასკნელ დღეებში იქნება ეს, მე მოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა გამიცნონ ხალხებმა, როდესაც მათ თვალწინ გავაცხადებ ჩემს სიწმიდეს, შენი მეშვეობით, გოგ!
22. განვიკითხავ მას შავი ჭირითა და სისხლით, წვიმის ნიაღვრებით და სეტყვით; ცეცხლსა და გოგირდს ვაწვიმებ მასზე და მის რაზმებზე, მრავალ ხალხზე, მასთან რომ იქნებიან.

ეზეკიელი 39
6. დავუშვებ ცეცხლს მაგოგსა და ზღვისპირეთზე, უსაფრთხოდ რომ ცხოვრობენ, და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.

გამოცხადება 11
7. და როცა დაასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ.
8. მათი ცხედრები დაიყრება დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალიც.

გამოცხადება 16
14. ესენი ეშმაკთა სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისთვის.

გამოცხადება 20
2. შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით.
3. ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი მცირე ხნით გათავისუფლდება.
7. ათასი წელი რომ შესრულდება, გათავისუფლდება სატანა თავისი საპყრობილედან;
8. და გამოვა, რათა დედამიწის ოთხივე კუთხეში შეაცდინოს ერები, გოგი და მაგოგი; და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა.
9. და გამოვიდნენ დედამიწის მთელ სივრცეზე, გარს შემოერტყნენ წმიდანთა ბანაკს და საყვარელ ქალაქს; და ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან და შთანთქა ისინი.
10. ხოლო ეშმაკი, მათი მაცდუნებელი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.

__თემაზე წერდნენ__
***
გმცხ.20:7-9. ვინ არიან ეს ხალხები, რომლებიც გაჰყვებიან სატანას? არსებობს ასეთი თვალსაზრისი: იქნებიან ისინი, ვინც ცოცხალი დარჩება დიდი ტანჯვის წლებში, ისინი შობენ შვილებს და კვლავ დასახლდებიან მთელ დედამიწაზე (ეს.65:18-25). მათ ეცოდინებათ იესო ქრისტეს შესახებ (შდრ. იერ.31:33-34), მათგან მრავალნი აღიარებენ მას მხოლოდ გარეგნულად, არ ექნებათ მხსნელი რწმენა, რაც ხელს შეუწყობს სატანის განთავისუფლებას და გაჰყვებიან მას.
ჩნდება კითხვა, ერთიდაიგივე ბრძოლაზეა საუბარი აქ და დანიელის 38-39 თვებში, სადაც ასევეა ნახსენები გოგი და მაგოგი (ეზეკ.38:2)? პასუხი ამ კითხვახე უარყოფითია; გმცხ.20:7-9 და ეზეკ.38-39 თავებში საუბარია ცხვადასხვა მოვლენებზე; ეზეკიელთან არმიები მიემართებიან ჩრდილოეთიდან და არის რამდენიმე ხალხისგან შემდგარი, მაშინ როცა გამოცხადებაში მონაწილეობს მთელი დედამიწის ხალხები და არმიებიც ყველა მხრიდან მიემართებიან. ამ ბრძოლების კონტექსტიც სრულიად განსხვავებულია. ეზეკიელი არ ახსენებს არც სატანას და არც ათასწლოვან მეფობას. გმცხ.20:7 -ში გარკვევითაა ნათქვამი, რომ ბრძოლა ხდება ათასწლოვანი მეფობის შემდეგ, ეზეკიელი კი ბრძოლას უკავშირებს ბოლო ჟამს.
საგულისხმოა, რომ ორივეგან ბრძოლა მიმდინარეობს ღმერთისა და ისრაელის წინააღმდეგ.
გმცხ.20:8 აქ, რა თქმა უნდა, საუბარია იერუსალიმზე, რომელიც იქნება მსოფლიო დედაქალაქი ქრისტეს მმართველობის ჟამს (ეს.2:1-5). ორივე შემთხვევაში ნიშანდობლივია ერთი რამ «ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან» (ღვთიური სასჯელის ჩვეულებრივი ფორმა); იხ. დაბ.29:24; გამ.9:23-24; ლევ.9:24; 10:2; რიცხ.11:1; 16:35; 26:10; 3მფ.18:38; 4მფ.1:10,12,14; 1ნეშ.21:26; 2ნეშ.7:1,3; ფს.10:6 და ა.შ.
__ დალასისის სემინარიის კომენტარები __

***
გმცხ.20,7 ცდუნებული ხალხები წოდებულია გოგად და მაგოგად ძველ აღთქმაში. მაგოგი იაფეტის ერთერთი ძეა (დაბ.10:2) სახელია ქვეყნისა (ეზეკ.39:6), რომლის მეფეც იყო გოგი (ეზეკ.38:15-16). გოგი და მაგოგი უნდა განვიხილოთ იმ ხალხების სახელებად, რომლებიც გამოყენებულ იქნენ ღვთიური სასჯელის იარაღად და მიგვანიშნებს ამ ხალხების სისასტიკეზე.
__ ლოპუხინი __

***
გმცხ.20,9 ეს მოვლენა, ისევე როგორც არმაგედონი, სიმბოლურად წარმოადგენს მცდელობას დაამხოს ქრისტეს ძალაუფლება სამყაროში.
ისინი, ვინც ცდილობენ გაანადგურონ სხვები, თვით განადგურდებიან.
__ ახალი ბიბლიური კომენტარები __


2.13.38 Последнее обольщение в завершении тысячи лет
Иез.38,9.15.16.22; 39,6 Отк.11,7.8; 16,14; 20,2.3.[7-9].10