ლაოდიკიის ეკლესიის შესახებ


საკვანძო მუხლები:

კოლასელთა 2 : 1 ; კოლასელთა 4 : 16 ; გამოცხადება 3 : 14 ;
=2.13.32 ლაოდიკიის ეკლესიის შესახებ

ლაოდიკია - მთავარი ქალაქი მცირე აზიაში
- იქ არ ჩასულა მოციქული პავლე კოლ.2,1; 4,15
- ეპაფრა მოღვაწეობდა იქ კოლ.4,12.13
- პავლემ ლაოდიკიელებსაც მისწერა წერილი კოლ.4,16
- ლაოდიკიის ეკლესიის მკაცრი მხილება გმცხ.3,14-16

ბიბლიის მუხლები

კოლასელთა 2
1. მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე;

კოლასელთა 4
12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მონა, რომელიც მუდამ იღწვის თქვენთვის ლოცვებში, რათა მოწიფულნი და მტკიცედ დაჯერებულნი წარსდგეთ ღვთის სრულ ნებაში.
13. რადგან, ვმოწმობ მასზე, რომ დიდი გულშემატკივარია თქვენი და მათი, ვინც ლაოდიკიასა და იერაპოლშია.
15. მოიკითხეთ ლაოდიკიელი ძმები, ნიმფა და მისი საშინაო ეკლესია.
16. როცა ამ წერილს წაიკითხავენ თქვენთან, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკიელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკიელთათვისაა გაგზავნილი, თქვენც წაიკითხეთ.

გამოცხადება 3
14. "ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, ღმერთის ქმნილების დასაბამი:
15. ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ, არც ცხელი; ო, ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი!
16. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.
17. რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.
18. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო.
19. ვინც მიყვარს, მათ ვამხელ და ვწვრთნი. აბა, იყავი მოშურნე და მოინანიე.
20. აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.

__თემაზე წერდნენ__
***
გმცხ.3,16 ცხელი და ცივი საჭმელი შეიძლება იყოს გემრიელი და სასიამოვნო, ხოლო ნელთბილს ცუდად იღებს კუჭი და იწვევს ღებინებას. ამაზე უნდა დავფიქრდეთ.
1. აშკარაა, რომ აღმდგარი იესო უმოწყალედ ამხელს განურჩევლობას. ვიღაცას უთქვამს, რომ კარგი ბიოგრაფიის დაწერა შეუძლია მას, ვისაც უყვარს თავისი გმირი ან მას, ვისაც სძულს იგი, მაგრამ არა იმას, ვისთვისაც სულერთია ის. უნდა ითქვას ყველაზე ძნელი განურჩევლობასთან ბრძოლაა. ყველაზე რთული თანამედროვე მახარებლობაში არის არა მტრობა ქრისტიანობისადმი - ეს უკეთესიც კი იქნებოდა, - არამედ ის, რომ ბევრისთვის ქრისტიანობამ და ეკლესიამ დაკარგა ყველანაირი მნიშვნელობა და მათ უყურებენ გულგრილად. ამ ნელთბილობას შეიძლება ეშველოს, თუ ვაჩვენებთ ადამიანებს, რომ ქრისტიანობა არის ცხოვრების განმამტკიცებელი ძალა და რომ მას ალამაზებს მადლი.
2. ქრისტიანობა არ შეიძლება იყოს ნეიტრალური. იესო ქრისტე მოქმედებს ადამიანებით, მაგრამ თუ ადამიანი დარჩება მის მიმართ სრულიად უგრძნობელი, ამით უარს იტყვის აიღოს თავის თავზე მასზე დაკისრებული ღვთაებრივი საქმიანობა. ადამიანი, რომელიც უარს ამბობს დაუთმოს თავი ქრისტეს, ამით ის ეწინააღმდეგება მას.
3. როგორც უნდა მკაცრადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, ქრისტეს მსჯავრი მიანიშნებს იმას, რომ უკეთესია საერთოდ არ დავადგეთ ქრისტიანულ გზას, ვიდრე გადავუხვიოთ ბანალურ და გაუაზრებელ პოზიციაზე. უნდა შევინარჩუნოთ ალი ცეცხლზე. არსებობს იესოს ასეთი დაუწერელი გამონათქვამი: "ვინც ჩემთან ახლოს დგას, ის ცეცხლის სიახლოვესაა". ხოლო "სულით მდუღარება" (რომ.12,11) ნიშნავს იცხოვრო ქრისტესთან ახლოს.
__ ბერკლი __

***
გმცხ.3,15-17 უფალს სურდა, რომ ის გამოკვეთილი ყოფილიყო თავისი განურჩევლობიდან და ჰქონოდა მოშურნეობა. მაგრამ იყო ნელთბილი და ატყუებდა ადამიანებს, რომ ვითომ ღვთის ეკლესიაა. ეს საზიზღრობაა უზენაესის თვალში. გარდა ამისა, ამ ეკლესიას ახასიათებს ამპარტავნობა, საკუთარ თავზე დაიმედება და თვითმკმარობა.
__ მაკდონალდის კომენტარები __

***
ლაოდიკიასაც აქვს შანსი. ის ფაქტი, რომ უფალი მას ამხილებს, აჩვენებს, რომ კვლავინდებურად უყვარს ის (მუხლ.19); მუქარა საერთოდ უარყოფაზე იმ შემთხვევაზეა მინიშნება, თუ ის არ მოინანიებს, მაგრამ სრულად აღადგენს, თუ ამას გააკეთებს... მხოლოდ ქრისტეს შეუძლია მისცეს სიმდიდრე, სამოსელი და თვალის საოლავი; იგი მოდის, დგას, აკაკუნებს, უძახის. უფალი ადრეც ასწავლიდა, პავლემაც მისწერა წერილი (კოლ.4:16). მაგრამ ახლა საკითხი დგას ასე: გაუხსნის კარს და შემოუშვებს ხელახლა? იმ შემთხვევაში, თუ ეკლესია დარჩება ყრუ მის მოწოდებაზე, მაშინ მიმართავს ინდივიდუალურად თითოეულ მის წევრს. როცა ქრისტე ამბობს: «თუ ვინმე გაიგონებს ჩემს ხმას...», იგი მიმართავს ცალკეულ ადამიანს. და თუ ნებისმიერი ლაოდიკიელი მოინანიებს იგი პირდება (მუხლ. 20 და 21), უდიდეს ჯილდოს.
__ ბიბლია ლაპარაკობს დღეს __

***
კოლ.4,16 აქ ნახსენებია, რომ პავლემ ლაოდიკიელებსაც მისწერა წერილი, რომელიც, როგორც ჩანს, დაკარგულია. ერთხანს იყო მსჯელობა, რომ ესაა წერილი ეფესელებისადმი, რადგან ძველ ხელნაწერებში ეფ.1,1-ში სიტყვა "ეფესო" უბრალოდ გამოტოვებულია და წერილის შესწავლის შემდეგ ეს თვალსაზრისი არ დადასტურდა.
__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __


2.13.32 О лаодикийской церкви
Кол.2,1; 4,12.13.15.16 Отк.3,14-16