მხეცის რიცხვი - 666


საკვანძო მუხლები:

იოანე 5 : 43 ; გამოცხადება 13 : 18 ;
2.13.31 მხეცის რიცხვი - 666

მხეცი არის იგივე ანტიქრისტე, დაღუპვის ძე, რომლის სახელიც დაფარულია დრომდე და წმ. წერილში მინიშნებულია 666 რიცხვით გმცხ.13,18

ბიბლიის მუხლი

გამოცხადება 13
18. აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი.

__თემაზე წერდნენ__
***
გმცხ.13,18 ვინ არის ეს სატანური მხეცი ამ სიმბოლური რიცხვით? გავითვალისწინოთ, რომ ანტიკურ პერიოდში არ იყო ციფრები და მათ ფუნქციებს ასრულებდა ანბანის ასოები. А ნიშნავდა 1; В-2 და ა.შ. ამგვარად თითოეული სახელი შეიძლებოდა გამოხატულიყო როგორც რიცხვი. გუსტავ დეისმანს მოჰყავს ერთი რომანტიკული შემთხვევა სახელების რიცხვით წერისა. პომპეიში ერთმა შეყვარებულმა დაწერა კედელზე: "მე მიყვარს ის, ვისი სახელის რიცხვიცაა 545", ასე დაასახელა მან შეყვარებულის სახელი და იმავე დროს დაფარა ის!
რიცხვ 666 მიმართებაში უამრავი მოსაზრება გამოითქვა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს რიცხვი მხეცისაა, ატრიალებდნენ როგორც სურდათ, რათა მის ქვეშ მოხსენიებულიყო ვინმე მტერი; ამიტომაც 666 ნიშნავდა რომის პაპსაც, ნაპოლეონსაც, გერმანული პროტესტანტიზმის ბელად მარტინ ლუთერსაც, შოტლანდიური პრესვიტერიანული ეკლესიის დამაარსებელ ჯონ ნოკსსაც და ბევრ სხვასაც. ასე, მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნეს სისტემა, რომლის მიხედვითაც 666 იყო ჰიტლერი!
მაგ. ირინეოს ლიონელმა გამოთქვა ვარაუდი მე-2 ს-ში, რომ ესაა სიტყვა ეუანფას. ბერძნული ასოებით: ე – 5; უ – 400; ა – 1; ნ – 50; ფ – 9; ა – 1; ს – 200 = 666. მაგრამ ამ სიტყვის შესახებ ირინეოსმა არაფერი არ იცოდა, ანუ მან ერთი გამოცანიდან შექმნა მეორე.
იყო წარმოდგენილი სიტყვა არნოუმე. ა – 1; რ – 100; ნ – 50; ო – 70; უ -400; მ – 40; ე – 5 = 666. ბერძ. "მე უარვყოფ". აღნიშნავს ქრისტეს უარყოფას.
ამტკიცებდნენ, რომ ეს არის ნერონი, რომელიც დაჭრილი იყო და მომჯობინდა. თუ დავწერთ ნერონს ლათინური ასოებით: ნ – 50; ე – 6; რ – 500; ო – 60; ნ – 50 = 666.
__ ბერკლის კომენტარები __

***
განმმარტებელთა დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ანტიქრისტეს სახელი ბერძნული იქნება, რადგან გამოცხადება ბერძნულ ენაზე დაიწერა. ბერძენი მწერლები ანტიქრისტეს შემდეგ სახელებს უწოდებენ, რომელთა შემადგენელი ასოების რიც-ხვითი მნიშვნელობათა ჯამია - 666:
ΛΑΤΕΙΝΟΣ რომაელი, რომის იმპერია, ლათინური
Λ - 30+ Α – 1+ Τ - 300+ Ε - 5+ Ι - 10+ Ν - 50+ Ο - 70+ Σ - 200= 666

ΤΕΙΤΑΝ მზე. ძვ. ბერძნული მითოლოგიით ტიტანები აღდგნენ ღმერთის წინააღმდეგ. გარდა ამისა ტიტანებს უწოდებდნენ იმპერატორებს ვესპასიანეს, ტიტეს და დომიციანეს, რადგან იყვნენ ტიტუსის გვარიდან

ΛΑΜΠΕΤΙΣ ბრწყინვალე, ნათელი

Ο ΝΙΚΗΤΗΣ გამარჯვებული, მძლეველი

ΚΑΚΟΣ ΟΔΗΓΟΣ ბოროტი ბელადი

ΑΛΗΘΗΣ ΒΛΑΒΕΡΟΣ ჭეშმარიტად მავნე

ΑΜΝΟΣ ΑΔΙΚΟΣ ცრუ (უსამართლო) კრავი

ΜΑΟΜΕΤΙΣ მუჰამედი

ΑΝΤΕΜΟΣ მოწინააღმდეგე

ΣΑΞΟΝΕΙΟΣ საქსონელი

ΒΕΝΕΔΙΚΤΟΣ კურთხეული

***
საინტერესოა გ.გოდეს შეხედულება, რომელიც გამოცხადების მხეცს აიგივებს „საუკუნეთა დასასრულს იუდეველთა აღორძინებულ ძლიერებასთან“. მოწმენი ვართ რა ამ ხალხის სულ უფრო მზარდი ძლიერებისა მთელს მსოფლიოში, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მოსაზრება სავსებით დასტურდება ჩვენი თანადროული ისტორიითაც და თუკი ეს ნამდვილად ასეა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ანტიქრისტე იუდეველთა მეუფე იქნება. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი გვეუბნება, რომ „რიცხვი მისი - ექვსასსამოცდაექვსი“, და იქვე გვთავაზობს გამოვიცნოთ ამ რიცხვის მნიშვნელობა: „აქა არს სიბრძნე: რომელსა აქვს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი“-ო (გამოცხ. 13,18). თუკი წმიდა მოციქულის ამ მოწოდების არსი ის არის, რომ ამ რიცხვისაგან ანტიქრისტეს სახელი გამოვიყვანოთ, და თუკი ასეთი რამ შესაძელებელია მის ამქვეყნად გამოჩენამდე, მაშინ ნაკლებ სავარაუდოდ გვესახება ის, რომ მოციქულს რაიმე საკუთარი სახელი ჰქონოდა მხედველობაში: ყოველთვის, როგორც კი საკუთარი სახელის ძიებას შევუდგებით, ნებისმიერ მანიპულაციამდე მივალთ და ჭეშმარიტებას კი ვერ მივაგნებთ.
რადგანაც ანტიქრისტე მესიის სახელით მოვა, სავარაუდოა, იუდეველთა მეუფის სახელწოდებასაც მიითვისებს, და ამასთან, ისიც უეჭველია, რომ მეფედ იგი, უპირატესად, თვით იუდეველთა შორის და ისრაელში იქნება წოდებული. ამ მაღალფარდოვანი ტიტულის გადმოსაცემად - „მეუფე ისრაელისა“ - სიტყვა ისრაელი, ებრაული ენის სინტაქსით, ნათესაობით ბრუნვაში კი არ დაისმება, არამედ მის წინ კუთვნილების პრეფიქსი „ლამედ“ დაისმება, და მაშინ ანტიქრისტეს ეს ტიტული შემდეგნაირად დაიწერება: „ჰა მელექ ლე იშრა, ელ“ („მეუფე ისრაელისა“).
თუკი თვითოეულ ამ ასო-ნიშანს მის რიცხვით მნიშვნელობას მივუწერთ, შემდეგ სურათს მივიღებთ: „ჰეთ“ - 5, „მემ“ - 40, „ლამედ“ - 30, „ქიაფ“ - 20, „ლამედ“ - 30, „იოდ“ - 10, „შინ“ - 300, „რეშ“ - 200, „ალეთ“ - 1, „ლამედ“ - 30. ჯამი ამ რიცხვითი მნიშვნელობებისა, ანუ ამ გამოთქმის იზოფსეფია, შეადგენს სწორედ მხეცის რიცხვს - ექვსასსამოცდაექვსს, რომელიც მოცემული გვაქვს იოანეს გამოცხადებაში.

***
გმცხ.13:18 ეს რიცხვი მიუთითებს მის უსრულობას ღვთიური სისრულის რიცხვ შვიდთან შედარებით.
__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

***
გმცხ.13,18 ექვსი ადამიანური რიცხვია. ის ფაქტი, რომ ის ღვთიურ რიცხვ შვიდზე ერთით ნაკლებია, მიანიშნებს რომ ადამიანმა დაკარგა ღვთიური დიდება და მოაკლდა სრულყოფილება.
__ მაკდონალდის კომენტარები __

***
გმცხ.13,18 ჩვენ არ ვიცით მისი ახსნა, მაგრამ ვიცით ერთი: ღმერთმა დაწერა ყველა მისი მტრის თავზე მენე თეკელ, მან გამოითვალა მათი დღეები და ისინი დასრულდებიან, ხოლო მისი სამეფო იქნება საუკუნოდ.
__ მეთიუ ჰენრი __

***
გმცხ.13,18 იოანემ არ გაგვიმხილა მისი სახელი, მაგრამ არა იმიტომ რომ გამოცანა შეექმნა, არამედ იმიტომ, რომ ამ სახელის ცოდნა ჯერ არ არის საჭირო და უსარგებლოა. საჭირო და სასარგებლო იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გამოჩნდება. იესოს სიტყვებით რომ ვთქვათ: «სხვა ვინმე მოვა თავისი სახელით და მას მიიღებთ.» (იოან.5:43) ანტიქრისტე იქნება ცნობილი პიროვნება და ექნება თავისი სახელი, რომელიც ახლა განზრახ არის დაფარული ღვთის სიბრძნით. მისი ამოხსნა კი შესაძლებელი იქნება ყველა სხვა მისთვის დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობით, რომლებიცაა წმ. წერილში.
__ ლოპუხინი __


2.13.31 Число зверя - 666
Отк.13,18