სიყვარული არასოდეს მთავრდება


საკვანძო მუხლები:

ქებათა-ქება 8 : 7 ; 1კორინთელთა 13 : 8 ;
=2.13.28 სიყვარული არასოდეს მთავრდება

1კორ.13[8]-13

ბიბლიის მუხლები

1კორინთელთა 13
8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.
9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ.
10. და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.
11. როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვმეტყველებდი, ბალღურად ვაზროვნებდი და ბალღურად ვმსჯელობდი; მამაკაცი რომ გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე.
12. რადგან ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ კი ისე შევიცნობ, როგორც მე ვარ შეცნობილი, ღმერთის მიერ.
13. ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული - ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უდიდესი.

__თემაზე წერდნენ__
***
1კორ.13:8 "სიყვარული არასოდეს მთავრდება".
ეს მტკიცებულება ნებას აძლევს პავლეს დააყენოს სიყვარული, როგორც ყოველთვის მყოფი (მუხლ. 13), სულიერი ნიჭების გვერდით, რომლებიც შეწყდებიან.
"წინასწარმეტყველებანი... ენები... ცოდნა".
როგორც ჩანს, პავლე იხსენიებს ამ სამს, როგორც სულიერი ნიჭების ნიმუშებს, რომელთაც აქვთ დროებითი მნიშვნელობა. მოჰყავს ნიმუშად იმიტომ, რომ ისინი ატარებენ გამოცხადების ფუნქციას და ისინი შეწყდებიან ახალი აღთქმის ერის დასასრულს (1კორ.13,10 "როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.").
13:10 "სრულყოფილი".
კონტექსტი (განსაკუთრებით მუხლ. 12 "რადგან ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ კი ისე შევიცნობ, როგორც მე ვარ შეცნობილი, ღმერთის მიერ.") თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ აქ საუბარია ქრისტეს მეორედ მოსვლაზე, როგორც ღმერთის გამომსყიდველი გეგმის გამასრულებელ მოვლენაზე. იმასთან შედარებით, რასაც მორწმუნენი მიიღებენ მაშინ, ახლანდელი ნიჭები ნაწილობრივია და არასრულყოფილი.
__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

***
სიყვარულის აღმატებულობა (1კორ.13,8-13)
მისი აბსოლუტური უცვალებლობა. მაშინ როცა ყველაფერი, რასაც კაცი აფასებს, ქრება, რჩება სიყვარული. ქებ.8,7 ნათქვამია: "ვერ ჩააქრობს სიყვარულს წყალი მრავალი, მდინარეები ვერ წარხოცავენ". მხოლოდ ერთი სიყვარულია უძლეველი. რწმენისთვის ეს ერთადერთი საფუძველია უკვდავებაში.
__ ბერკლი __

***
1კორ.13:8‑10 "არასოდეს გადავა". მხედველობაშია მიღებული მარადისობა და სიყვარულის უწყვეტობა როგორც მისი ღვთაებრივი თვისება. სიყვარული სძლევს ყოველგვარ წარუმატებლობას (შეადარე 1პეტ.4:8 "უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს."; 1იოან4:16 "ჩვენ შევიცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი - მასში.")
__ მაკარტურის ბიბლიის კომენტარები __

***
სიყვარული არასოდეს მთავრდება.
ანუ არასოდეს იხრება მიზნიდან, არამედ ყოველივე მოჰყავს სისრულეში; ანუ, რაც კიდევ უკეთესია, არ წყდება, არ გარდაიკვეთება, არასოდეს სრულდება, არამედ გრძელდება უკუნისში, როცა ყველა სხვა ბოლოვდება, როგორც იტყვის მოციქული მერე.
__ თეოფილაქტე ბულგარელი __

***
უსასრულო სიყვარული (1კორ.13:8-13)
ბერძნული სიტყვა piptei სიტყვასიტყვით აღნიშნავს «ეცემა», ანუ «იმსხვრევა». ეს სიყვარულია, არასოდეს რომ არ ითრგუნება ყველაზე ძლიერ და მუდმივად მოქმედი ძალების ზეგავლენის ქვეშ. ეს სიყვარულია, რომელიც გრძელდება სიკვდილის შემდეგ მარადისობაში და ესაა ღვთიური სიყვარული.
__ ბიბლია ლაპარაკობს დღეს __


2.13.28 Любовь не перестает
Песн.8,7; 1Кор.13[8]-13