ყურადღებიანობა, სიფხიზლე და სიფრთხილე


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 4 : 9 ; მსაჯულნი 7 : 15 ; 1მეფეთა 19 : 10 ; ნეემია 4 : 9 ; ფსალმუნები 126 : 1 ; ფსალმუნები 140 : 3 ; მათე 25 : 13 ; მათე 26 : 40 ; მარკოზი 13 : 33 ; მარკოხი 14 : 38 ; ლუკა 21 : 34 ; საქმენი მოციქულთა 20 : 31 ; 1პეტრე 1 : 13 ; 1პეტრე 5 : 8 ; 1კორინთელთა 10 : 12 ; 1კორინთელთა 15 : 34 ; 1კორინთელთა 16 : 13 ; ეფესელთა 5 : 14 ; ეფესელთა 6 : 18 ; 1თესალონიკელთა 5 : 6 ; ებრაელთა 12 : 15 ; იესო ნავეს ძე 22 : 5 ; 1მეფეთა 20 : 1 ; ფსალმუნები 38 : 1 ; იგავნი 14 : 16 ; მათე 6 : 1 ; მათე 16 : 6 ; ლუკა 12 : 15 ; საქმენი მოციქულთა 23 : 10 ; 2პეტრე 1 : 19 ; 1კორინთელთა 3 : 10 ; 1კორინთელთა 8 : 9 ; გალატელთა 5 : 15 ; კოლასელთა 4 : 17 ; 1ტიმოთე 1 : 4 ; ებრაელთა 3 : 12 ; 1პეტრე 4 : 7 ; რომაელთა 12 : 3 ; 1კორინთელთა 7 : 9 ; 2კორინთელთა 5 : 13 ; ეფესელთა 4 : 2 ; 1ტიმოთე 3 : 2 ; ტიტე 1 : 8 ; ტიტე 2 : 12 ; რიცხვნი 3 : 8 ; საქმენი მოციქულთა 3 : 4 ; ესაია 8 : 11 ; საქმენი მოციქულთა 19 : 30 ; მათე 24 : 4 ;
=3.49.34 ყურადღებიანობა, სიფხიზლე და სიფრთხილე

რას უნდა მივაპყროთ ჩვენი ყურადღება:
- ვართ თუ არა ღვთის ნებაში იესნ.22,5 (...გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ მის გზებზე, დაიცვათ მისი მცნებები, ჩაეჭიდოთ და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი არსებით”.)
- ვიცავთ თუ არა ჩვენს გზებს ფს.38,1 (ვთქვი - დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევცოდო ჩემი ენით, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტნი იმყოფებიან ჩემს წინაშე.)
- გამაფრთხილა - ამ ხალხის გზით არ მევლო ეს.8,11
- ხომ არ ვართ ცრუმოძღვრების ზეგავლენის ქვეშ მათ.16,6 (იესომ უთხრა მათ: "გაფრთხილდით, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს”.)
- ხომ არ ვართ ანგარებიანი ლუკ.12,15 (უთხრა: "იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული”.)
- მივდევთ თუ არა ღვთის სიტყვას 2პეტ.1,19 (ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.)
- ვაშენებთ თუ არა სწორ საფუძველზე 1კორ.3,10 (...თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს.)
- საცდურად ხომ არ გვექცა ქრისტიანული თავისუფლება 1კორ.8,9 (...გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.)
- გვაქვს თუ არა ურთიერთსიყვარული გალ.5,15 (...თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.)
- ზედმეტად ხომ არ ვართ გადაყოლილი მითებს, არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს 1ტიმ.1,4 (ყურადღებას ნუ გაამახვილებენ მითებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მეურვეობას რწმენაში.)
- ხომ არ გვაქვს უკეთური და ურწმუნო გული ებრ.3,12 (თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.)

სიფხიზლე ნიშნავს:
- თავმდაბლობას რომ.12,3 (...თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, იმ რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს.)
- თავშეკავებას 1კორ.7,9 (...თუ არ ძალუძთ თავშეკავება, იქორწინონ; ვინაიდან უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ.)
- გონიერებას 2კორ.5,13 (...თუ უგუნურნი ვართ - ღვთისთვის, ხოლო თუ გონიერნი - თქვენთვის.)
- სულგრძელობას ეფ.4,2 (მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,)
- წესიერებას 1ტიმ.3,2 (...ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,)
- სიწმინდეს ტიტ.1,8 (...სტუმართმოყვარე, სიკეთის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა და თავშეკავებული,)
- სიმართლეს ტიტ.2,12 ([ღვთის მადლი] გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთობა და ამქვეყნიური გულისთქმანი, და გონივრულად, სიმართლითა და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში.)

სიფხიზლეს აღგვიძრავს:
- დასასრულის სიახლოვე 1პეტ.4,7 (თუმცა ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი ლოცვაში.)
- ადამიანური სიამაყე რომ.12,3 (...თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, იმ რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს.)

სიფრთხილე...
- მსახურებაში რიცხ.3,8 (იფხიზლებენ საკრებულო კარვის ყოველ ჭურჭელსა და ისრაელიანთა ვალდებულებებზე, სავანის მსახურების გასაწევად.)
- სულის დაცვაში რჯ.4,9 (...გაფრთხილდი და გულისყურით დაიცავი შენი სული, ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რაც შენმა თვალებმა იხილეს, და გულიდან ნუ ამოგივარდება შენი სიცოცხლის მანძილზე...)
- ბრძოლაში მსაჯ.7,15 (როცა სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა გედეონმა, თაყვანი სცა უფალს, აბრუნდა ისრაელის ბანაკში და თქვა: "ადექით! ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მიდიანელთა ბანაკი”.)
- პირად უსაფრთხოებაში 1მფ.19,10 (შეეცადა საული შუბით კედელზე მიეჭედა, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელში ჩაიჭედა შუბი. გაიქცა დავითი და გადაურჩა იმ ღამეს სიკვდილს.)
- მოსალოდნელი თავდასხმისას ნეემ.4,9 (ჩვენ კი ვილოცეთ ჩვენი ღმერთის წინაშე და დაცვა დავაყენეთ მათ გამო დღითა და ღამით.)
- არაფერი ვაკეთოთ სხვების დასანახად მათ.6,1 (ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.)
- არავინ გვაცდუნოს მათ.24,4 (...გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.)
- უფლის მოლოდინში მათ.24,42-51 (42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის.
44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.
45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ?
46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.
47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.
48. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას,
49. და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას,
50. მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის,
51. შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.)
მათ.25,13 (მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.)
მარ.13,33.35-37 (33. ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი.
35. ისე იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი – საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას,
36. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ.
37. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.)
- ლოცვაში მათ.26,41 (იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.)
- განსაცდელებში ლუკ.21,34-36 (34. ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ.
35. რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ.
36. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.)
- სიფრთხილე გამოიჩინეს საქ.19,30 (პავლემ ხალხში გასვლა მოინდომა, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს)
- მაცდურთან მიმართებაში 1პეტ.5,8 (მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძწრის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.)
- ყოველდღიურ ცხოვრებაში 1კორ.16,13 (იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.)
- ქცევაში ეფ.5,15 (მაშ, ყურადღებით იყავით, როგორ იქცევით – მოიქეცით არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.)
- სულიერ ბრძოლაში ეფ.6,18 (...ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,)
- მსახურებაში კოლ.4,17 (უთხარით არქიპოსს: ფხიზლად იყავი, რომ უფლისგან მიღებული მსახურება შეასრულო-თქო!)

სიფრთხილე საჭიროა:
- ხიფათის აცილებისთვის 1მფ.20,1-17 (1. გაიქცა დავითი რამას ნაიოთიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: "რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა ცოდვა მაქვს მამაშენის წინაშე, მოსაკლავად რომ მეძებს?”)
- ბოროტების არიდებისთვის იგავ.14,16 (ბრძენი შიშობს და ერიდება ბოროტებას, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია.)
- უსაფრთხოებისთვის საქ.23,10.16-24 (10. რაკი შფოთმა იმატა, შეშინდა ათასისთავი, პავლე არ გაგლიჯონო; ამიტომ ჯარისკაცებს უბრძანა, შესულიყვნენ, გამოერიდებინათ იგი მათგან და ციხე-სიმაგრეში წაეყვანათ.)

წინააღმდეგ
- ჩვენი ბაგის სიტყვებისა ფს.140,3 (დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს.)
- ცდუნებისა მარ.14,38 (იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში; სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.)
1პეტ.1,13.14 (13. მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
14. როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დროინდელ ვნებებს.)
- ცრუმოძღვრებისა საქ.20,31 (მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს.)
- დაცემისა 1კორ.10,12 (...ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს.)
ებრ.12,15 (ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი.)

მნიშვნელოვნობა
- ღმერთი ფხიზლობს თავის მხრივ ფს.126,1 (...თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.)
- გაუფრთხილებლობა სახიფათოა მათ.26,40-45 (40. მივიდა თავის მოწაფეებთან და მძინარენი ჰპოვა ისინი, და უთხრა პეტრეს: ასე, ერთ საათსაც ვერ შესძელით გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
41. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.
42. მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი.
43. მივიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.
44. მიატოვა ისინი, მესამედაც გაშორდა მათ, და კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
45. მერე მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: კვლავინდებურად გძინავთ და განისვენებთ? აჰა, მოაწია დრომ, და ძე კაცისა მიეცემა ცოდვილთა ხელში.)
- ყურადღების მისაქცევად ღვთის კაცებისადმი საქ.3,4 (4. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: "შემოგვხედე”.)
- მოეთხოვებათ მორწმუნეებს 1კორ.15,34 (ჯეროვნად იფხიზლეთ და ნუ სცოდავთ, ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არც იცნობს ღმერთს. თქვენდა სარცხვენად ვამბობ.)
1თეს.5,6-8 (6. მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ.
7. ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან.
8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.)
- ღმერთი მოგვიწოდებს სიფხიზლისკენ ეფ.5,14 (რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.)

3.49.34 Бодрствование, бдительность, наблюдательность, осторожность, трезвость
Чис.3,8 Вт.4,9 Иисн.22,5 Суд.7,15; 1цар.19,10; 20,1-17 Неем.4,9.13-23 Пс.38,1; 126,1; 140,3 Пр.14,16 Ис.8,11 Матф.6,1; 16,6; 24,4.42-51; 25,13; 26,40-45 Мар.13,33.35-37 Лук.12,15; 21,34-36 Деян.3,4; 19,30; 20,31; 23,10.16-24; 1Пет.1,13.14; 4,7; 5,8; 2Пет.1,19 Рим.12,3; 1Кор.3,10; 7,9; 8,9; 10,12; 15,34; 16,13; 2Кор.5,13 Гал.5,15 Еф.4,2; 5,14.15; 6,18 Кол.4,17; 1Фес.5,6-8; 1Тим.1,4; 3,2 Тит.1,8; 2,12 Евр.3,12; 12,15