თქვენივე სიტყვებით განისჯებით


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 14 : 28 ; იგავნი 6 : 2 ; მათე 12 : 37 ; ლუკა 6 : 37 ; იაკობი 1 : 21 ; რომაელთა 3 : 4 ; დაბადება 44 : 10 ;
2.13.24 თქვენივე სიტყვებით განისჯებით

დაბ.44,10 რიცხ.14,2.[28] იგავ.6,2 მათ.12,36.37 ლუკ.6,37 იაკ.1,21 რომ.3,4

ბიბლიის მუხლები

დაბადება 44
10. უთხრა: "როგორც თქვით, ეგრე იყოს: ვისთანაც თასი აღმოჩნდება, მონად ის გამიხდეს, დანარჩენები კი უბრალონი იქნებით”.

რიცხვნი 14
2. აუდრტვინდა მოსეს და აარონს მთელი ისრაელობა და უთხრა მთელმა საზოგადოებამ: ნეტავ ეგვიპტის ქვეყანაში დავხოცილიყავით ან ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით!
28. უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი! როგორც ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.

იგავნი 6
2. მახეში გაები შენი ბაგის ნათქვამით; დაჭერილი ხარ შენი სიტყვით.

მათე 12
36. თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;
37. რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული”.

ლუკა 6
37. ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.

იაკობი 1
21. ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკლოვანება, ყოველგვარი ბოროტება და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია იხსნას თქვენი სული.

რომაელთა 3
4. არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი, და ყოველი ადამიანი - ცრუ, როგორც წერია: "რათა გამართლდე შენი სიტყვებით, გაიმარჯვო შენი განკითხვისას”.

__თემაზე წერდნენ__
***
მათ მოინდომეს სიკვდილი უდაბნოში და ღმერთმა უთხრა «ამინ»; მან აქცია მათი ცოდვა მათსავე დაღუპვად, დაიჭირა სიტყვაზე ისე, რომ თავიანთივე სიტყვით დაიზიანეს თავი.
__ მეთიუ ჰენრი __

***
ქვეყნიერების დასასრულს ორგვარი ადამიანიბი: ისინი, ვინც ეტყვის ღმერთს: "იყოს ნება შენი", და ისინი, რომელთაც ეტყვის ღმერთი "იყოს თქვენი ნება".
__ სინკლერ ლუისი __


2.13.24 Будете судимы вашими же словами
Быт.44,10 Чис.14,2.[28] Пр.6,2 Матф.12,36.37 Лук.6,37 Иак.1,21 Рим.3,4