სიმდიდრე სულიერი


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 118 : 14 ; იგავნი 2 : 4 ; იგავნი 3 : 14 ; იგავნი 13 : 7 ; იგავნი 15 : 6 ; იგავნი 22 : 4 ; მათე 6 : 20 ; მათე 13 : 44 ; ლუკა 12 : 33 ; იაკობი 2 : 5 ; 1პეტრე 1 : 4 ; რომაელთა 4 : 2 ; რომაელთა 11 : 12 ; 2კორინთელთა 9 : 11 ; ეფესელთა 1 : 18 ; ეფესელთა 2 : 7 ; ფილიპელთა 4 : 19 ; კოლასელთა 1 : 27 ; კოლასელთა 2 : 2 ; კოლასელთა 3 : 16 ; 1ტიმოთე 6 : 19 ; ებრაელთა 11 : 24 ; გამოცხადება 3 : 18 ;
3.48.24 სიმდიდრე სულიერი

წყარო:
- ღვთის მცნებები ფს.118,14.72
- ღვთიური სიბრძნე იგავ.2,4; 3,13.14
- უანგარო მსახურება იგავ.13,7
- მართლობა იგავ.15,6
- ღვთის შიში იგავ.22,4
- დაუნჯებული ზეცაში მათ.6,20; 1ტიმ.6,19
- ცათა სასუფევლისთვის ყოველივეს დათმობა მათ.13,44-46
- სიხარულით გაცემა გვამდიდრებს ლუკ.12,33; 2კორ.9,7-11
- სულიერი სიღარიბე იაკ.2,5
- მემკვიდრეობა ცაში შენახული ჩვენთვის 1პეტ.1,4 ეფ.1,18
- ღვთის სულგრძელობის სიმდიდრე რომ.4,2
- ღვთაებრივი სავსება რომ.11,12
- ღვთის სიბრძნე რომ.11,33
- ღვთის მადლის სიმდიდრე ჩვენდამი ეფ.2,7 ფლპ.4,19
- ქრისტე კოლ1,27
- დარწმუნებულობა კოლ.2,2
- ქრისტეს სიტყვა კოლ.3,16
- ქრისტესთვის ტანჯვა ებრ.11,24-26
- სიწმიდე გმცხ.3,18

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 118
14. შენს მცნებათა გზაზე ვხარობ, ვითარცა სრულ სიმდიდრეში მყოფი.
72. უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.

იგავნი 2
4. თუ ვერცხლივით მოიძიებ მას და დაფარული განძივით დაუწყებ ძებნას,

იგავნი 3
13. ნეტარია სიბრძნის მპოვნელი და გონიერების მომხვეჭელი!
14. რადგან სიბრძნის მოხვეჭა ვერცხლის მოხვეჭას სჯობს, და მისი ქონა ხალასი ოქროს ქონას აღემატება.

იგავნი 13
7. ზოგიერთს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია; სხვას ღარიბად მოაქვს თავი, მაგრამ დიდძალი დოვლათი აქვს.

იგავნი 15
6. მართლის სახლში დიდი განძია, უკეთურის მონახვეჭში კი გასაჭირი.

იგავნი 22
4. თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა.

მათე 6
20. დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.

მათე 13
44. ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს.
45. კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძიებს;
46. როგორც კი ძვირფას მარგალიტს იპოვის, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და მას იყიდის.

ლუკა 12
33. გაყიდეთ თქვენი ქონება და გაეცით მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ დააზიანებს.

იაკობი 2
5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო: განა ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც მის მოყვარულებს აღუთქვა?

1პეტრე 1
4. უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისთვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის,

რომაელთა 4
2. თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?

რომაელთა 11
12. ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი.
33. ო, ვინ შეიცნობს ღმერთის სიბრძნისა და შემეცნების სიმდიდრეს! როგორი ჩაუწვდომელია მისი განსჯანი და მიუკვლეველი მისი გზები!

2კორინთელთა 9
7. თითოეულმა გაიღოს ისე, როგორც გულით განეწყო, არც მწუხარებითა და არც ძალდატანებით; ვინაიდან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს;
8. ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.
9. როგორც სწერია: გაფლანგა, ღარიბებს დაურიგა; მისი სიმართლე რჩება უკუნისამდე!
10. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს,
11. რათა ყველაფერში გამდიდრდეთ ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის, რაც ჩვენი მეშვეობით ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს.

ეფესელთა 1
18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;

ეფესელთა 2
7. რათა გამოჩნდეს მომავალ საუკუნეებში მისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.

ფილიპელთა 4
19. ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ აღავსებს, დიდებაში, ქრისტე იესოში.

კოლასელთა 1
27. რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ერებს შორის: რომელიც არის ქრისტე თქვენში, დიდების იმედი,

კოლასელთა 2
2. რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,

კოლასელთა 3
16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.

1ტიმოთე 6
19. დაიუნჯებენ რა მტკიცე საძირკვლად მომავლისთვის, რათა მიიღონ ჭეშმარიტი სიცოცხლე.

ებრაელთა 11
24. რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.
25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;
26. ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.

გამოცხადება 3
18. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო.

__თემაზე წერდნენ__
***
ვინცა ავსილია უწმინდესი სულით და ფლობს უხილველ ძალებს:
მორჩილია ვითარცა ჩვილი . . . უცდომელია და ჟამგრძელი.
__ ლაო-ძი __

***
“ყველაფერი, რასაც კი ხედავს შენი თვალი, მეკუთვნის მე”, - უთხრა ქვის მთლელს ერთმა მდიდარმა.
“ზეცაც შენ ხომ არ გეკუთვნის?” – ჰკითხა ღარიბმა.
მდიდარი გაჩუმდა.
“ის მეკუთვნის მე”, - დასძინა ბედნიერმა ქვისმთლელმა.
ღამით მდიდარს დაესიზმრა, რომ მოკვდა იმ სოფლის ყველაზე მდიდარი კაცი. “ეს ხომ მე ვარ”, - შეშინებულს გამოეღვიძა მდიდარს. მალე ერთერთმა მსახურმა აცნობა, რომ იმ ღამით მოკვდა ქვისმთლელი.
__ იაკობ ლევენი __


-------------------------------
სერგეი ბერეზინის ნახატი