როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 37 : 14 ; ფსალმუნები 38 : 9 ; ესაია 53 : 7 ; მათე 26 : 63 ; მათე 27 : 12 ; მარკოხი 14 : 61 ; მარკოზი 15 : 5 ; ლუკა 23 : 9 ; იოანე 19 : 9 ; საქმენი მოციქულთა 8 : 32 ; 1პეტრე 2 : 23 ;
=2.12.29 როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე

ფს.37,14; 38,9 ეს.53,7 მათ.26:63; 27,12-14 მარ.14,61; 15,5 ლუკ.23,9 იოან.19,9 საქ.8,32; 1პეტ.2,23

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 37
14. და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ შეუძლიათ პასუხის გაცემა.

ფსალმუნი 38
9. დავმუნჯდი, ბაგეს აღარ ვხსნი, რადგან შენ ჰქმენ ასე.

ესაია 53
7. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე.

მათე 26
63. იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: "ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?”

მათე 27
12. როცა მას მღვდელმთავარნი და უხუცესნი ბრალს სდებდნენ, ის არაფერს პასუხობდა.
13. მაშინ უთხრა მას პილატემ: "არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?”
14. არცერთ სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, რამაც ძალიან გააკვირვა გამგებელი.

მარკოზი 14
61. ხოლო ის დუმდა და არაფერი მიუგო მათ. მაშინ კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?

მარკოზი 15
5. მაგრამ იესომ ამჯერადაც არა მიუგო რა, ასე რომ, უკვირდა პილატეს.

ლუკა 23
9. ბევრ რამეს შეეკითხა, მაგრამ მან არაფერი უპასუხა.

იოანე 19
9. კვლავ შევიდა პრეტორიუმში და ჰკითხა იესოს: "საიდან ხარ?” მაგრამ იესომ არ უპასუხა.

საქმეები 8
32. წერილის ადგილი, რომელსაც საჭურისი კითხულობდა, ეს იყო: "დასაკლავი კრავივით წაიყვანეს, და როგორც ცხვარი დუმს მპარსველის წინაშე, ისე არ დაუძრავს ბაგე.

1პეტრე 2
23. რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;

__თემაზე წერდნენ__
***
ახალგაზრდობაში ვცხოვრობდი სასაკლაოსთან ახლოს, სადაც ხშირად კლავდნენ პირუტყვს. ძროხები ბღაოდნენ, ღორები ჭყვიროდნენ, უსიამოვნო ხმებში ყურთასმენა არ იყო, ხოლო ცხვრებისგან ხმას ვერ გაიგონებდი. ესაია წინასწარმეტყველმა 53-ე თავში ასეთი სიჩუმე იწინასწარმეტყველა ქრისტეს შესახებ.
__ იაკობ ლევენი __


***
მის ქცევაში ტანჯვის ჟამს ჩანს, თუმცა იყო ბრალის გარეშე დასჯილი და დამცირებული, მაინც არ გაუხსნია ბაგე (მუხ. 7), ასევე არ მიუთითებია თავის უდანაშაულობაზე, არამედ ნებაყოფლობით გაიღო თავი, იტანჯა და მოკვდა ჩვენთვის და არ დასცდენია ამის საწინააღმდეგოდ რამე. ის, რომ მან თავისი ნებით დაუმორჩილა თავი დიდ და წმინდა მიზანს, სწმენდს ჯვარს სირცხვილს. თავისი სიბრძნის წყალობით მას შეეძლო აეცილებინა მსჯავრი, ხოლო თავისი ძალით შეწინააღმდეგებოდა მის აღსრულებას, მაგრამ დაწერილია, რომ ასე უნდა ვნებულიყო იგი. ეს მცნებად ჰქონდა მიღებული მამისგან, და ამიტომაც, როგორც კრავი, გაყვანილ იქნა დასაკლავად, ყოველგვარი უსურვილობისა და წინააღმდეგობის გარეშე (ის ღვთის კრავია); და როგორც კრავი მპარსველის ან თუნდაც მკვლელის წინაშე, უტყვია, რაც მიანიშნებს მის სამაგალითო მოთმინებაზე ვნებისას, (ფს.38:10) ასევე მის მორჩილებაზე, როდესაც ლანძღავდნენ მას (ფს.37:14), სრულად რომ ეთანხმებოდა მამის ნებას. იყოს არა ჩემი, არამედ შენი ნება. ჩვენ განვიწმიდებით იმით, რომ მან გაიღო თავისი სული მსხვერპლად ჩვენი ცოდვებისთვის.
__ მეთიუ ჰენრი __

---------------------
ვოისის ნახატი

2.12.29 Как агнец пред стригущим его безгласен
Пс.37,14; 38,9 Ис.53,7 Матф.26:63; 27,12-14 Мар.14,61; 15,5 Лук.23,9 Ин.19,9 Деян.8,32; 1Пет.2,23