ანგელოზებს ახარებთ კაცთა ხსნა


საკვანძო მუხლები:

ლუკა 2 : 14 ; ლუკა 12 : 8 ; ლუკა 15 : 10 ;
2.7.14. ანგელოზებს ახარებთ კაცთა ხსნა

ლუკ.15,[10]
- ახარებთ მხსნელის შემოსვლა ქვეყანაზე ლუკ.2,13.14
- უფალი სიხარულით აუწყებს მათ თითოეულს ხსნას ლუკ.12,8

ბიბლიის მუხლები

ლუკა 2
13. ანაზდად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:
14. დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის.

ლუკა 12
8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, ძე კაცისაც აღიარებს ღმერთის ანგელოზთა წინაშე.

ლუკა 15
10. გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმრთის ანგელოზნი ერთი მონანიე ცოდვილის გამო.

__თემაზე წერდნენ__
***
ლუკ.15,10 კეთილი ანგელოზებიც ხარობენ ცოდვილებისადმი გამოჩენილი წყალობით, ისინი შორს არიან იმისგან, რომ იწუწუნონ ამის გამო, თუმცა მათი მსგავსი შემცოდე ანგელოზები მიტოვებულნი არიან დაღუპვისთვის და არ ექნებათ შეწყალება, ხოლო მონანიებულ ცოდვილებს, ასე არარაობებს და საზიზღრებს თავიანთ მონანიებამდე, ექნებათ გამოსყიდვა და მიღება მათს საზოგადოებაში, იქნებიან ანგელოზების თანასწორნი. ცოდვილთა მოქცევა ანგელოზებისთვის სასიხარულოა, რადგან ისინი მომსახურე სულები არიან. (ლუკ.2:14).
__ მეთიუ ჰენრი __

***
«ხარობენ ღმრთის ანგელოზნი» (მუხლი 10) – უფრო სწორია: «ღმერთის ანგელოზთა წინაშე» (ἐνωπίον τῶν ἀγγέλων). აქ მოხარულთა სახით გამოიხატება ღმერთი, რომელიც ახარებს ტახტის წინაშე მდგომ ანგელოზებს (შდრ. ლუკ.12:8)
__ ლოპუხინი __

------------------------------
სურათზე
უძღები ძის სინანული


2.7.14. Ангелы радуются за спасение людей
Лук.2,13.14; 12,8; 15,[10]