გაფითრება, ფერმიხდილობა


საკვანძო მუხლები:

იობი 6 : 20 ; ესაია 24 : 23 ; ესაია 29 : 22 ; იერემია 30 : 6 ; დანიელი 5 : 6 ; დანიელი 7 : 28 ; დანიელი 10 : 8 ; იოველი 2 : 6 ; ნაუმი 2 : 10 ; გამოცხადება 6 : 8 ;
1.4.20 გაფითრება, ფერმიხდილობა

- გაწბილება იობ.6,20 ეს.24,23 ნაუმ.2,10
- სირცხვილი ეს.29,22 იერ.30,6
- სასწაულის ხილვა დან.5,6
- გამოცხადება დან.7,28; 10,8
- ღვთის წინაშე იოვ.2,6
- სიკვდილი გმცხ.6,8

ბიბლიის მუხლები

იობი 6
20. შერცხვებიან, იმედი რომ ჰქონდათ, მივლენ იქ და გაფითრდებიან.

ესაია 24
23. მაშინ გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე, რადგან გამეფდება ცაბაოთ უფალი სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე გამოაჩენს დიდებას.

ესაია 29
22. ამიტომ ასე ამბობს უფალი, აბრაჰამის გამომსყიდველი, იაკობის სახლზე: "აღარ იქნება იაკობი შერცხვენილი და აღარ გაუფითრდება სახე.

იერემია 30
6. იკითხეთ და ნახეთ, თუ შობს მამაკაცი? მაშ რატომ ვხედავ, რომ ყოველ მამაკაცს მშობიარე ქალივით ხელები წელზე შემოულაგებია? რატომ გაფითრებია ყველას სახე?

დანიელი 5
6. გაფითრდა მეფე, ფიქრები აერია, წელის სახსრები მოუდუნდა და მუხლები აუკანკალდა.

დანიელი 7
28. აქ არის გამოცხადების დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ფრიად შემაშფოთა და სახე გამიფითრა, მაგრამ ეს ამბავი გულში შევინახე”.

დანიელი 10
8. მარტოდ დავრჩი და ვიხილე ეს დიადი ხილვა, თუმცა ძალა აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.

იოველი 2
6. მის წინაშე ძრწიან ხალხები, ყველას ფერი მისდის.

ნაუმი 2
10, დაცარიელებული, გაუდაბურებული, გაცამტვერებულია იგი! გულები დნება და მუხლები კანკალებენ, თრთის მთელი მათი სხეული, ყველას ფერმიხდილი აქვს სახე.

გამოცხადება 6
8. შევხედე და, აჰა, ფერმიხდილი ცხენი და მისი მხედარი; სახელი მისი - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოჰყვებოდა მას და მიეცა ხელმწიფება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცა მახვილითა და შიმშილით, ჭირითა და მიწის მხეცებით.

--------------------------
სურათზე
მეფე ბალშეცერს ფერი ეცვალა და აკანკალდა


1.4.20 Бледность
Иов.6,20 Ис.24,23; 29,22 Иер.30,6 Дан.5,6; 7,28; 10,8 Иоил.2,6 Наум.2,10 Отк.6,8