გონებამიუწვდომელია და მიუკვლეველი მისი გზანი


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 32 : 4 ; ფსალმუნები 9 : 25 ; ფსალმუნები 144 : 3 ; ესაია 40 : 28 ; ესაია 44 : 28 ; ესაია 45 : 23 ; ესაია 46 : 10 ; ესაია 55 : 9 ; იერემია 33 : 3 ; მათე 7 : 14 ; ლუკა 8 : 18 ; საქმენი მოციქულთა 14 : 22 ; იაკობი 1 : 18 ; 1პეტრე 5 : 6 ; რომაელთა 8 : 28 ; რომაელთა 11 : 33 ; რომაელთა 12 : 2 ; ეფესელთა 1 : 9 ; 1თესალონიკელთა 5 : 18 ; 1ტიმოთე 6 : 16 ; გამოცხადება 3 : 19 ; სიბრძნე სოლომონისა 9 : 1 ; ესაია 48 : 15 ;
=2.2.77 გონებამიუწვდომელია და მიუკვლეველი მისი გზანი

რომ.11,33
- მისი სიდიადე მიუწვდომელია ფს.144,3
- მიუწვდომელია მისი განგება ეს.40,28
- ჩვენი გზები ღვთის გზებისგან განსხვავებულია ეს.55,[11] ეფ.1,9-11
- მიუწვდომელს გვაუწყებს, თუკი ვისურვებთ და მოვუხმობთ იერ.33,3
- მიუწვდომელ ნათელში მყოფია 1ტიმ.6,16
- მიუწვდომელია ბოროტისთვის ღვთის სამართალი ფს.9,25
- ძლივს ვხვდებით მას, რაც მიწაზეა, და რაც ხელთა გვაქვს, ძნელად ვპოულობთ, ხოლო რაც ცაშია, ვინ გამოიკვლია? სიბრძ.9,16

სამართლიანია
- ღმერთის ყოველი გზა რჯ.32,4
- თავის სურვილებს ასრულებინებს მიწიერ მეფეებს ეს.44,28; 48,15
- ყველა მისი სიტყვა - სურვილი აღსრულებადია ეს.45,23; 46,10

ზოგჯერ არ გვესმის მისი, რომელსაც...
- ვინც უყვარს, მას წვრთნის გმცხ.3,19

რომელმაც
- ინება და დაგვბადა იაკ.1,18

ითხოვს ჩვენგან:
- ვიაროთ ვიწრო ბჭით და ძნელი გზით სიცოცხლისკენ, რომელსაც... მცირედნი ჰპოვებენ მათ.7,14
- დამდაბლებას მის მტკიცე ხელქვეშ, რათა აღგვამაღლოს 1პეტ.5,6
- გარდავიქმნათ ჩვენი გონების განახლებით, რათა შევიცნოთ, რა არის ნება ღვთისა რომ.12,2
- მადლიერნი რომ ვიყოთ ყველაფრისათვის 1თეს.5,18
- ითხოვს თვითმკმარობას, რაც ბევრს არ გვაქვს 1ტიმ.6,6
- ვისაც არა აქვს, მაგრამ ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა ლუკ.8,18

არ ვიცით, რისთვის გვევლინება განსაცდელები...
- მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო საქ.14,22
- და რომ მის მოყვარეთ ყოველივე გვეწევა სასიკეთოდ რომ.8,28

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 32
4. კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.

ფსალმუნი 9
25. გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.

ფსალმუნი 144
3. დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია.

ესაია 40
28. განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება.

ესაია 44
28. რომელიც ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!

ესაია 45
23. ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს.

ესაია 46
10. დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა; ვამბობ: ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს ავასრულებ.

ესაია 55
9. რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე.

იერემია 33
3. დამიძახე და პასუხს გაგცემ და გამოგიცხადებ დიდსა და მიუწვდომელ რასმე, რაც აქამდე არ იცოდით.

მათე 7
14. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას.

ლუკა 8
18. მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა.

საქმეები 14
22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.

იაკობი 1
18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.

1პეტრე 5
6. მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.

რომაელთა 8
28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.

რომაელთა 11
33. ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი!

რომაელთა 12
2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.

ეფესელთა 1
9. და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე კეთილმოსურნეობით,
10. რითაც წინასწარ განსაზღვრა თავის თავში, განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში,
11. რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით,

1თესალონიკელთა 5
18. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.

1ტიმოთე 6
6. თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია.
16. ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო ძალმოსილება. ამინ.

გამოცხადება 3
19. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.


2.2.77 Уму непостижимые пути Господа
Вт.32,4 Пс.9,25; 144,3 Ис.40,28; 44,28; 45,23; 46,10; 48,15; 55,9 Иер.33,3 Матф.7,14 Лук.8,18 Деян.14,22 Иак.1,18; 1Пет.5,6 Рим.8,28; 11,33; 12,2 Еф.1,9-11; 1Фес.5,18; 1Тим.6,6.16 Отк.3,19 Прем.9,16