მიცრაიმი - ეგვიპტე


საკვანძო მუხლები:

დაბადება 10 : 13 ; დაბადება 10 : 14 ; დაბადება 50 : 11 ; 1ნეშტთა 1 : 11 ; ფსალმუნები 104 : 23 ;
1.2.84 მიცრაიმი - ეგვიპტე

1) ქამის ძე დაბ.10,6.13.14; 1ნეშ.1,8.11.12
2) ეგვიპტის ებრაული სახელწოდება დაბ.50,11
"ქამის ქვეყანა" ფს.104,23.27

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10
6. ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
13. მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,
14. ფეთრუსიმი და ქასლუხიმი, რომელთაგან ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.

დაბადება 50
11. იხილეს ქანაანელებმა გლოვა ჰატადის კალოზე და თქვეს: "მძიმეა ეგვიპტელთა ეს გლოვა!” ამიტომ ეწოდა ამ ადგილს სახელად აბელ-მიცრაიმი, რომელიც იორდანეს გაღმაა.

1ნეშტთა 1
8. ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
11. მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამი, ლეჰაბი და ნაფთუხი,
12. ფათრუსი და ქასლუხი, რომელთაგანაც ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.

ფსალმუნი 104
23. და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.
27. დაამკვიდრეს მათში სიტყვები მისი სასწაულებისა, და საოცრებანი ქამის ქვეყანაში.

__თემაზე წერდნენ__
***
მიცრაიმი,
ბიბლიაში ამ სიტყვას აქვს განსაზღვრული აზრი – მიუთითებს კონკრეტულად ეგვიპტეზე. სახელი მრავლობით რიცხვშია, ნაწარმოებია მხოლობით მაცორიდან და როგორც ჩანს ორ ეგვიპტეს მიანიშნებს, ზემოს და ქვემოს. თვით ეგვიპტელები თავიანთ ქვეყანას უწოდებდნდნ ხემი ანუ კემი, რაც ძალიან ახლოსაა და გვახსენებს ბიბლიურ ქამს; ხეთური (გიქსების) ეპოქის ძველეგვიპტურ იეროგლიფებში იკითხება ბიბლიურ სახელთან მიახლოებული სახელწოდება «მაცრიმა».
__ ლოპუხინი __

***
დაბ.10:13 ლუდიმელები ცხოვრობდნენ ეგვიპტესთან ახლოს.
ყანამიმი შესაძლოა იყო მომთაბარე ტომი, ეგვიპტური წყაროების მიხედვით წითელკანიანი.
ლეჰამიმი - ლიბიელები.
ნაფთუხიმი. ბერძნულ ტექსტში "ნეფტალიმი"; შესაძლოა ეს ხალხი ცხოვრობდა ქვემო ეგვიპტეში.
10:14 ფეთრუსიმი. ზემო ეგვიპტის მოსახლეობა (პათროსის).
ქასლუხიმი. ეგვიპტელთა მონათესავე ხალხი. მისგან წარმოიშვნენ ფილისტიმელები და ქაფთორელრბი (კუნძულ კრეტის მცხოვრებნი).
__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი__

***
დაბ.10,14 ქაფთორი კრეტასთან ახლო მდებარე კუნძულია, ფილისტიმელთა პირვანდელი სამშობლო. მოგვიანებით მათ ქანაანის სამხრეთ სანაპირო დაიპყრეს და იქ დასახლდნენ.
__ ბიბლია კომენტარებით 2015 __

***
დაბ.10,14 მიცრაიმთან დაკავშირებით ფილისტიმელთა ხსენება მოწმობს მიგრაციის შესახებ (მიცრაიმის შთამომავლები არ იყვნენ ისინი); ასევე შეიძლება ითქვას ისრაელზე, რომ ისინი «იყვნენ ეგვიპტიდან». ფილისტიმელები გადასახლდნენ მშობლიური ეგეოსის ზღვის სანაპიროდან კაფთორის გავლით ეგვიპტეში, ხოლო შემდგომ პალესტინაში. ყოველ შემთხვევაში, აქ ლაპარაკია არა იმ ფილისტიმელებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ქრისტემდე მე-13 საუკუნეში, არამედ უფტო ადრეულ პელასგო-ფილისტიმელთა ტომებზე.
__ დალასის სემინარიის კომენტარი __