ქადილი საკუთარი უძლურებით ღვთის ძალის სადიდებლად პირად შრომაში


საკვანძო მუხლები:

მათე 5 : 41 ; 1კორინთელთა 6 : 7 ; 2კორინთელთა 4 : 7 ; 2კორინთელთა 10 : 10 ; 2კორინთელთა 11 : 30 ; 2კორინთელთა 12 : 5 ; 2კორინთელთა 13 : 9 ; კოლასელთა 1 : 29 ; იობი 6 : 11 ;
=3.46.18. ქადილი საკუთარი უძლურებით ღვთის ძალის სადიდებლად პირად შრომაში

დაიკვეხოს თავისი განსაცდელებით შეუძლია მას , თუ ამის საჭიროება შეიქმნება,
- ვინც დაზარალებულად დარჩენას რჩეობს მოყვასის წინაშე და არა მასზე აღმატებას მათ.5,38-41; 1კორ.6,7

- ვინც მყიფე თიხის ჭურჭელით ღვთიურ განძს ატარებს და უფლის მიერ ძლიერდება 2კორ.4,7

- მოციქულ პავლეს მაგალითი 2კორ.10,10; 11,16-18.21-[30]-33,, 12,5.[9].10; 13,3.4.9 კოლ.1,29

იობის მაგალითი:
- რა არის ჩემი ძალა, რომ მისი იმედი ვიქონიო? იობ.6,11

ბიბლიის მუხლები

მათე 5
38. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
39. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.
40. და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც.
41. ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.

1კორინთელთა 6
7. ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?

2კორინთელთა 4
7. მაგრამ, ეს განძი თიხის ჭურჭლებში გვაქვს, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან.

2კორინთელთა 10
10. შეიძლება ზოგიერთმა თქვას: მისი წერილი დიახაც მკაცრია და მძლავრი, მაგრამ თვითონ, პირისპირ, უძლურია, სიტყვა კი - უფასურიო.

2კორინთელთა 11
16. კვლავაც ვიტყვი: ნურავინ მიმიჩნევს უგუნურად, თუ არა და, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა რამ მეც მქონდეს სასიქადულო.
17. რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით.
18. რაკიღა ბევრი იქადის ხორციელად, მეც შემიძლია ვიქადოდე.
21. სირცხვილით ვამბობ, თითქოსდა ჩვენც დავუძლურდით; მაგრამ თუ ვინმე ბედავს დაიქადოს, უგუნურებით ვიტყვი: მეც ვბედავ.
22. ებრაელები არიან? მეც; ისრაელიტები არიან? მეც; აბრაამის თესლი არიან? მეც;
23. ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურებით ვიტყვი: მე - უმტესად; შრომით - უმეტესად, გვემით - უმეტესად, დილეგში გდებით უმრავლესად, სიკვდილის მუქარით - უხშირესად.
24. იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით.
25. სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი.
26. ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის. 
27. შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით. 
28. გარდა ამისა, ჩემი ყოველდღიური საფიქრალი - ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.
29. ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე? ვინ უნდა დაეცეს, რომ ცეცხლი არ შემომენთოს?
30. თუ დასაკვეხნია, ჩემი უძლურებით დავიკვეხნი.
31. ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, რომელიც კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე, იცის, რომ არ ვცრუობ.
32. დამასკოში არეტა მეფის მთავარს მეთვალყურენი ჩაეყენებინა მთელ ქალაქში, რადგანაც ჩემი შეპყრობა სურდა.
33. მაგრამ სარკმლიდან გოდრით ჩამომიშვეს გალავნის ჩასწვრივ, და ამრიგად დავუსხლტი მას.

2კორინთელთა 12
5. ასეთი კაცით დავიკვეხნი, ჩემი თავით კი არ დავიკვეხნი, თუ არა ჩემი უძლურებებით.
9. და მითხრა: "საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!
10. ამიტომ ვხარობ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისთვის; ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი!

2კორინთელთა 13
3. რაკიღა იმის მტკიცებას ეძებთ, ლაპარაკობს თუ არა ჩემში ქრისტე, რომელიც უძლური არ არის თქვენ მიმართ, არამედ ძლიერია თქვენ შორის.
4. რადგან, თუმცა უძლურებაში იყო ჯვარცმული, ცოცხალია ღვთის ძლიერებით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძლიერებით, მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.
9. რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ.

კოლასელთა 1
29. ამისთვის ვშრომობ მეც, და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.

__თემაზე წერდნენ__
***
2კორ.11:30 "დავიკვეხნი ჩემი უძლურებით". ამით იგი განადიდებდა ღვთის ძალის მოქმედებას თავის ღვაწლში (შდრ. 2კორ.4:7; კოლ.1:29).
__ მაკარტურის ბიბლიის კომენტარები__

***
2კორ.11,30 "თუ საჭიროა კვეხნა". წინა საუბრიდან გამომდინარე ამბობს პავლე და იკვეხნის თავისი უძლურებით. ანუ იმით, რაც ქვეყნიერების აზრით, უფრო არცხვენდა მას, ვიდრე ადიდებდა. ასეთებია შიმშილი, წყურვილი, საპყრობილე, ქვით ჩაქოლვა, მათრახი და სხვა მათი მსგავსები, რომლებიც ყველა ჩვენთაგანს ამცირებს ხალხის თვალში.
__ ჟან კალვინი __

***
2კორ.11,30 არა წარმატებები, ტალანტები ან შესაძლებლობები, არამედ თავისი უძლურება, გადატანილი სირცხვილი და დამცირება – აი რა იყო მისი კვეხნის არსი. ჩვეულებრივ ამით არ იკვეხნიან, ეს არ ანიჭებს დიდებას.
__ მაკდონალდის კომენტარები__

***
2კორ.11,30 მას არ რცხვენოდა თავისი განსაცდელებისა, პირიქით, მიიჩნევდა პატივად, ამიტომაც, თუმცა ქადილი საწინააღმდეგო იყო მისი ბუნებისთვის, თქვა: თუ უნდა დავიკვეხო, თუ ჩემი მტრები მაიძულებენ ამას, მაშინ დავიკვეხნი ჩემს უძლურებას. დავიმახსოვროთ: სიმართლისთვის ტანჯვა უფრო მეტადაა სასიქადულო, ვიდრე სხვა რამ.
__ მეთიუ ჰენრი __

***
2კორ.11:30. კორინთელთა და ცრუწინასწარმეტყველთა კრიტერიუმებისთვის ხელის კვრით, პავლე მათ აბრუნებს მთელი 180 გრადუსით. მის წერილში ისინი ალბათ არ მოელოდნენ მისი განსაცდელების ჩამონათვალს იმისთვის, რომ დაიქადდა თავისი უძლურებებით (2კორ.11:16-18.21.30; 12:5.9.10; 13:9). მისთვისაც ეს იყო მართლა ქადილი და არა მახვილგონივრული ან ირონიული მოხსენება. ის «იქადდა» იმას, რომ მისი ცხოვრება იყო იესო ქრისტეს ცხოვრების მსგავსი. როგორიც იყო იესო «საძულველი... კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული» (ეს53:3), ისეთივე იყო მოციქული პავლეც (2კორ11:23-27).
როგორც იესომ «იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი» (ეს.53:4), ასევეა რაღაც აზრით პავლეც (2კორ.11:28-29). პავლე იქადოდა იმით, რაც ამსგავსებდა ტანჯულ მონას.
__ დალასის სემინარიის კომენტარები__

***
2კორ.11,30-33. ეს შემთხვევა აღწერილია საქმეებშიც (9:23-25), და წარმოადგენს სავლეს უძლურებისა და სხვებზე დამოკიდებულების მაგალითს, რითაც სურს იქადოდეს კიდეც. აქ იგი პასუხობს მათ, ვინც აკრიტიკებს მის «უძლურებას» (10:10), რაზეც ირონიულად ამბობს 21-ე მუხლში ზემოთ. თემა ისევ ახლდება 29_ე მუხლში. ხოლო 12:9-10-ში ხსნის თუ როგორ უნდა იქნას გაგებული «უძლურება», 13:3-4 -ში კი ისევ ახსენებს მას.
__ დავით სტერნი __


3.46.18. Хвалиться со своей немощи увеличивая Божьей силы в своем труде
Иов.6,11 Матф.5,38-41; 1Кор.6,7; 2Кор.4,7; 10,10; 11,16-18.21-[30]-33,, 12,5.[9].10; 13,3.4.9 Кол.1,29