ანტიქრისტე


საკვანძო მუხლები:

1იოანე 2 : 18 ; 1იოანე 4 : 3 ; 2იოანე 1 : 7 ; 2თესალონიკელთა 2 : 3 ; გამოცხადება 11 : 7 ; გამოცხადება 13 : 7 ; გამოცხადება 19 : 20 ; გამოცხადება 20 : 10 ;
=2.13.21 ანტიქრისტე

ქრისტეს და ქრისტიანების უკანასკნელი ეშმაკისეული მოწინააღმდეგე

ეწოდება:
- ანტიქრისტე 1იოან.2,18.22
- ურჯულოების კაცი (человек греха, зла) 2თეს.2,3
- ძე წარწყმედისა (გატიალებისა, დაღუპვისა, Сын погибели) 2თეს.2,3
- ურჯულო (უკანონობის მოქმედი) 2თეს.2,8
- მხეცი გმცხ.11,7

დახასიათებულია, როგორც...
- ერთი და მრავალი 1იოან.2,18-22
- არმაღიარებელი ქრისტესი 1იოან.4,3; 2იოან.1,7
- ქვეყნიერების მაცდური 2იოან.1,7 გმცხ.19,20
- ურჯულოების მთელი სისტემა 2თეს.2,3.7
- ურჯულო 2თეს.2,3-12
- ღმერთის მოწინააღმდეგე 2თეს.2,4
- აღწევს ადამიანებისგან თაყვანისცემის მიღებას 2თეს.2,4
- ახდენს სასწაულებს 2თეს.2,9
- სატანისგან მოქმედი 2თეს.2,9
- ქრისტიანებთან მებრძოლი გმცხ.13,7

მოსვლა...
- უკანასკნელ ჟამს 1იოან.2,18
- ნაწინასწარმეტყველებია 2თეს,2,5
- ახლა მას აკავებს 2თეს.2,6
- "შემაკავებელი" 2თეს.2,7.8
- ქრისტეს მეორედ მოსვლისას 2თეს.2,8
- ეშმაკის საცთურებით 2თეს.2,9.10

განადგურდება...
- ქრისტეს მეორედ მოსვლისას 2თეს.2,8 გმცხ.19,20
- ჩავარდება საუკუნოდ გოგირდის ტბაში გმცხ.20,10

ბიბლიის მუხლები

1იოანე 2
18. ყმაწვილნო! უკანასკნელი ჟამია და როგორც გესმათ, რომ მოდის ანტიქრისტე, და უკვე მრავალი ანტიქრისტეა აღმდგარი; ამით ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.
19. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.
20. თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი.
21. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის.
22. ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის არის ანტიქრისტე, უარმყოფელი მამისა და ძისა.

1იოანე 4
3. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად.

2იოანე 1
7. რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.

2თესალონიკელთა 2
3. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე,
4. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს.
5. ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?
6. ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს.
7. რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას.
8. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით,
9. მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით,
10. ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი.
11. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე,
12. და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო.

გამოცხადება 11
7. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ.

გამოცხადება 13
7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.

გამოცხადება 19
20. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში.

გამოცხადება 20
10. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე.


2.13.21. Об Антихристе
1Ин.2,18-22; 4,3; 2Ин.1,7; 2Фес.2,3-12 Отк.11,7; 13,7; 19,20; 20,10