ღმერთი პიროვნებაა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 26 ; იობი 42 : 2 ; ფსალმუნები 2 : 4 ; ფსალმუნები 7 : 11 ; ფსალმუნები 10 : 5 ; ფსალმუნები 77 : 40 ; ფსალმუნები 134 : 14 ; ფსალმუნები 138 : 7 ; ესაია 48 : 16 ; ესაია 55 : 8 ; ესაია 61 : 1 ; მათე 3 : 16 ; მათე 28 : 19 ; ლუკა 2 : 52 ; ლუკა 4 : 14 ; ლუკა 22 : 15 ; იოანე 6 : 37 ; იოანე 8 : 18 ; იოანე 11 : 35 ; იოანე 14 : 26 ; იოანე 16 : 8 ; 1პეტრე 2 : 15 ; 1იოანე 4 : 8 ; რომაელთა 8 : 27 ; 1კორინთელთა 1 : 1 ; 1კორინთელთა 2 : 10 ; 2კორინთელთა 13 : 14 ; გალატელთა 5 : 17 ; ეფესელთა 4 : 30 ; ებრაელთა 9 : 14 ;
2.2.22. ღმერთი პიროვნებაა

თეოლოგები ხშირად განსაზღვრავენ «პიროვნებას» როგორც «ინდივიდუალურ არსებას აზროვნებით, ემოციებით და ნებით». ღმერთს აქვს ინტელექტი (ფს.138:17), ემოციები (ფს.77:40) და ნება (1კორ.1:1). ასე რომ – ღმერთი არის პიროვნება.

არავინ არ ეჭვობს, რომ ადამიანი პიროვნებაა, ხოლო ის შექმნილია უფლის ხატად და მსგავსად (დაბ.1:26-27). მთელ ბიბლიაში ღმერთთან მიმართებაში გამოიყენება ნაცვალსახელები «ის», «იგი», «მას» და სხვ.

ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთი არსებობს სამ სახედ ანუ პიროვნებად. სამერთარსებობა ძნელად გასაგები კონცეფცია შეიძლება იყოს ბევრისთვის და ვერც მიიღონ ჯეროვანი შემეცნებითი ახსნა, მაგრამ ბიბლიაში საამისოდ არის მრავალი დამაჯერებელი მტკიცებულებანი. ეს.48:16 და 61:1 ძე მიმართავს მამას და სული წმიდას (შდრ. მათ.3:16.17 ლუკ.4:14.18). აღწერილია ძის ნათლობა. სულიწმიდა გადმოდის მასზე, ხოლო მამა ამოწმებს თავის დამოკიდებულებას. მათ.28:19 და 2კორ.13:14 ასევე საუბარია სამ პიროვნებაზე.

ღმერთი პიროვნებაა, აქვს აზროვნება, ზრახვები (ეს.55:8.9), ემოციები, მაგ. მრისხანება (ფს.77:40) და ნება (1პეტ.2:15).
ძე ღვთისაც პიროვნებაა, აქვს აზროვნება, სიბრძნე (ლუკ.2:52), ემოციები, ტირის (იოან.11:35) და ნება, სურვილი (ლუკ.22:15).
და ღმერთი სული წმიდაც პიროვნებაა, სწორედ ასევე აქვს აზროვნება, ცოდნა (რომ.8:27), ემოციები, ნუ შევაჭირვებთ (ეფ.4:30) და ნება, სურვილი (გალ.5:17).
ასე რომ სამების თითოეული პირი ერთად თუ ცალცალკე აღწერილობაში ფლობს ყველა ღვთაებრივ თვისებას (იობ.42,2 ფს.138,7-10 იოან.6:37-40; 8:17.18; 1კორ.2:9-16; ებრ.9:14).

ღმერთი დემონსტრირებს თავის პიროვნებას რისხვის გამოხატვაში (ფს.7:11), სიცილში (ფს.2:4), სიბრალულში (ფს.134:14), სიყვარულში (1იოან.4:8), სიძულვილში (ფს.10:5), სწავლებაში (იოან.14:26), მხილებაში (იოან16:8) და კაცის წარმართვაში (რომ.8:14). ყველა ეს ფაქტი ამტკიცებს იმას, რომ ღმერთი პიროვნებაა.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

იობი 42
2. ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ და არცერთი განზრახვა შენი არ დაბრკოლდება.

ფსალმუნი 2
4. მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.

ფსალმუნი 7
11. ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.

ფსალმუნი 10
5 უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ხოლო ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.

ფსალმუნი 77
40. რამდენჯერ გაუჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.

ფსალმუნი 134
14. რადგან განიკითხავს თავის ხალხს უფალი და შეიბრალებს თავის მსახურთ.

ფსალმუნი 138
7. საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?
8. ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!
9. ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე,
10. იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი.
17. ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი.

ესაია 48
16. მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: საიდუმლოდ არც თავიდანვე მილაპარაკნია; რაც რომ ეს მოხდა, მე იქა ვარ. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა.

ესაია 55
8. რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი.
9. რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე.

ესაია 61
1. სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.

მათე 3
16. და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხალა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე.
17. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

მათე 28
19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;

ლუკა 2
52. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე.

ლუკა 4
14. დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს.
18. სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,

ლუკა 22
15. უთხრა მათ: სურვილით მსურდა, ჩემს ვნებამდე თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი.

იოანე 6
37. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ.
38. ვინაიდან იმისთვის როდი ჩამოველ ზეცით, რომ ჩემი ნება აღვასრულო, არამედ ნება ჩემი მომავლინებლისა.
39. ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ, რაც მომცა, არაფერი დავღუპო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს.
40. ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვაღგენ მას უკანასკნელ დღეს.

იოანე 8
17. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია.
18. მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა.

იოანე 11
35. მაშინ აცრემლდა იესო.

იოანე 14
26. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.

იოანე 16
8. და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის:

1პეტრე 2
15. ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას.

1იოანე 4
8. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.

რომაელთა 8
14. ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.
27. ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით.

1კორინთელთა 1
1. პავლე, ღვთის ნებით ხმობილი მოციქული იესო ქრისტესი, და სოსთენე, ძმა, -

1კორინთელთა 2
9. არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“.
10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.
11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.
12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.
13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.
14. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.
15. ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება.
16. რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს.

2კორინთელთა 13
14. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ.

გალატელთა 5
17. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
17. (რუს. თანამედროვე, ახალი და აზრობრივი თარგმანები)
Ибо то, чего желает наша греховная природа, противно Духу, а то, чего желает Дух, противно греховной природе. Это две противоположные вещи. И следовательно, вы не можете делать того, что хотели бы.
17. (ბერძ. მოდერნ)
ἡ γὰρ σὰρξ ἐπιθυμεῖ κατὰ τοῦ Πνεύματος, τὸ δὲ Πνεῦμα κατὰ τῆς σαρκός ταῦτα δὲ ἀλλήλοις ἀντίκειται, ἵνα μὴ ἃ ἂν θέλητε ταῦτα ποιῆτε.

ეფესელთა 4
30. ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.

ებრაელთა 9
14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?


2.2.22. Бог - личность
Теологи часто определяют «личность» как «индивидуальное существо, обладающее разумом, эмоциями и волей». Бог определенно обладает интеллектом (Псалом 138:17), эмоциями (Псалом 77:41) и волей (1 Коринфянам 1:1). Итак, да – Бог является личностью.

Никто не сомневается в том, что человек является личностью, а ведь он был создан по образу и подобию Господа (Бытие 1:26-27). Во всей Библии по отношению к Нему используются личные местоимения «Он», «Его» и «Ему» и др.

Библия учит, что Бог существует в трех Лицах или Личностях: Отец, Сын и Святой Дух. Триединство является сложной для понимания концепцией, но в Библии содержатся убедительные доказательства этому. В Исаии 48:16 и 61:1 Сын говорит, ссылаясь на Отца и Святого Духа (ср. с Луки 4:14-19). В Матфея 3:16-17 описано крещение Иисуса. Святой Дух нисходит на Сына, а Отец провозглашает Свое расположение к Сыну. В Матфея 28:19 и 2 Коринфянам 13:14 также говорится о трех разных Личностях Троицы.

Бог Отец – это Личность, обладающая разумом (Исаии 55:8-9), эмоциями (Псалом 77:40) и волей (1 Петра 2:15). Бог Сын – это также Личность, обладающая разумом (Луки 2:52), эмоциями (Иоанна 11:35) и волей (Луки 22:15). И Бог Святой Дух – Личность, точно так же обладающая разумом (Римлянам 8:27), эмоциями (Ефесянам 4:30) и волей (Галатам 5:17). И все три Лица Троицы обладают всеми Божественными качествами (Иоанна 6:37-40; 8:17-25; Колоссянам 1:13-20; Псалом 89:3; 138:7-10; Иова 42:2; 1 Коринфянам 2:9-11; Евреям 9:14).

Бог демонстрирует Свою личностность в том, что выражает гнев (Псалом 7:12), смеется (Псалом 2:4), проявляет сострадание (Псалом 134:14), любит (1 Иоанна 4:8), ненавидит (Псалом 10:5), учит (Иоанна 14:26), обличает (Иоанна 16:8) и направляет (Римлянам 8:14). Все эти действия подтверждают тот факт, что Бог является личностью.