წმინდა და უწმინდური ცხოველები


საკვანძო მუხლები:

დაბადება 7 : 2 ; დაბადება 7 : 8 ; დაბადება 8 : 20 ; ლევიანნი 11 : 2 ; ლევიანნი 20 : 25 ; მეორე რჯული 14 : 3 ; საქმენი მოციქულთა 10 : 14 ; დაბადება 7 : 3 ; ლევიანნი 27 : 11 ; საქმენი მოციქულთა 11 : 8 ;
=3.44.9 წმინდა და უწმინდური ცხოველები

- რჯულის დადგენილებამდე დიდი ხნით ადრე ეუწყა ნოეს მათ შესახებ დაბ.7,2.3.8; 8,20

- რჯულის მოთხოვნა მათ შესარჩევად საკვებად გამოყენებისა და მსხვერპლშეწირვისთვის ლევ.11,2-23; 20,25 რჯ.14,3-20

- არ შეიძლება მსხვერპლად შეწირვა ლევ.27,11

- პეტრეს ხილვაში სიმბოლირებს წარმართებს, როგორც ყველაფრის მჭამელნი საქ.10,14.15; 11,8

ბიბლიის მუხლები

დაბადება 7
2 ყოველი წმიდა პირუტყვისაგან შეიყვანე შვიდ-შვიდი - მამალი და დედალი, და პირუტყვისაგან, რომელიც არაა წმიდა, ორ-ორს - მამალსა და დედალს.
3 აგრეთვე ცის ფრინველთაგან შვიდ-შვიდს - მამალსა და დედალს, რათა იცოცხლოს მათმა შთამომავლობამ მთელს მიწის პირზე.
8 წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი,

დაბადება 8
20. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე.

ლევიანნი 11
2. ელაპარაკეთ ისრაელიანებს: აი, ეს ცხოველებია, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის დედამიწაზე.
3. ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს და იცოხნის, გეჭმევათ.
4. ოღონდ ისეთნი არ გეჭმევათ, რომელნიც იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაპობილი: აქლემი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
5. ბოცვერი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
6. კურდღელი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
7. ღორი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის;
8. მათი ხორცი არ შეჭამოთ, მათ ლეშს არ მიეკაროთ, უწმიდურებია ისინი თქვენთვის.
9. აი, რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან: ყველაფერი, რასაც კი ფარფლები და ქერეჭი აქვს წყალში - ზღვებში თუ მდინარეებში, გეჭმევათ.
10. ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს ზღვებში თუ მდინარეებში, წყლის რა სულდგმულიც არ უნდა იყოს, უსურმაგია თქვენთვის.
11. უსურმაგი უნდა იყოს ისინი თქვენთვის, მათი ხორცი არ უნდა ჭამოთ, მათი ლეში უნდა გძაგდეთ.
12. ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს წყალში, უსურმაგია თქვენთვის.
13. ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ ჭამოთ, უსურმაგნი არიან: არწივი, სვავი, ფსოვი,
14. ძერა, ქორი და მათი გვარისანი,
15. ყოველნაირი ყორანი და მისი გვარისანი,
16. სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მათი გვარისანი,
17. ჭოტი, ჩვამა, წერო,
18. ბუკიოტი, ვარხვი, კოდალა,
19. ყარყატი, ჩანჩა და მისთანანი; ოფოფი, ღამურა;
20. ყოველნაირი მწერი - მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე - უსურმაგი უნდა იყოს თქვენთვის.
21. გეჭმევათ ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარუღე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად.
22. ამათგან ესენი გეჭმევათ: კალია და მისი გვარისანი, სალყამი და მისი გვარისანი, ხარგოლი და მისი გვარისანი, ხაგაბი და მისი გვარისანი.
23. ყველა სხვა მწერი - ფრთიანი და ოთხფეხი - უსურმაგია თქვენთვის.

ლევიანნი 20
25. გაარჩიეთ ერთმანეთისგან წმიდა და უწმიდური ცხოველი, წმიდა და უწმიდური ფრინველი; და ნუ წაიბილწავთ თავს ცხოველით, ფრინველით და ყველაფრით, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, რომლებიც გაგიცალკევეთ, როგორც უსურმაგნი.

მეორე რჯული 14
3. უსურმაგი არაფერი შეჭამო,
4. ეს ცხოველებია, რომელთა ჭამა შეგიძლია: ხარი, ცხვარი და თხა.
5. ირემი, ქურციკი, კამეჩი, ჯიხვი, გარეთხა, არჩვი და შველი.
6. ჩლიქგაპობილი ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაჭრილი აქვს ორივე ჩლიქი, პირუტყვი, რომელიც იცოხნება, შეგიძლია ჭამოთ.
7. ოღონდ მცოხნელთა და ჩლიქგაპობილთა შორის, რომელთაც გაჭრილი აქვთ ჩლიქი, ამათ ნუ შეჭამთ: აქლემს, კურდღელს და ბოცვერს; რადგან, თუმცა მცოხნელები არიან, მაგრამ ჩლიქი გაპობილი არა აქვთ. უსურმაგებია თქვენთვის ისინი.
8. ღორი თუმცა ჩლიქგაპობილია, მაგრამ არ იცოხნება. უსურმაგია იგი თქვენთვის. ნუ შეჭამთ მათ ხორცს და მათ ლეშსაც ნუ მიეკარებით.
9. წყალში მყოფი ყველაფერი ჭამეთ, რომელსაც ფარფლები და ქერცლი აქვს. ეს ჭამეთ.
10. ხოლო რომელსაც ფარფლები და ქერცლი არა აქვს, ნუ შეჭამთ, უსურმაგია იგი თქვენთვის.
11. ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ.
12. აი, რა არ უნდა ჭამოთ: არწივი, სვავი და ფსოვი,
13. ძერა, შევარდენი და ქორი და მისნაირი,
14. არანაირი სახის ყორანი,
15. სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მისნაირი,
16. ჭოტი, გედი და ბუკიოტი,
17. ვარხვი, კოდალა და ჩვამა,
18. ყარყატი, ყანჩა და მისნაირი, ოფოფი და ღამურა.
19. ყოველი მფრინავი მწერი უსურმაგია თქვენთვის, არ უნდა ჭამოთ.
20. ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ.

საქმეები 10
14 პეტრემ თქვა: “არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია შებილწული და უწმიდური.”
15 მეორედ კვლავ იყო მის მიმართ ხმა: “რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად”.

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.7,2. - საიდან იცოდა ნოემ წმინდად და არაწმინდად ცხოველების ასე დაყოფის შესახებ მანამ, სანამ მოსეს რჯულით (რჯ. 14,3-20) განისაზღვრებოდა ასე? თავისთავად, ღმერთის დარიგების თანახმად. რატომ უნდა იყოს წმინდა ცხოველები შვიდ-შვიდი და არაწმინდა ორ-ორი? როდესაც წარღვნა დასრულდებოდა, მსხვერპლშეწირვაც ისე უნდა შესრულებულიყო, რომ არცერთი წყვილი არ ამოწყვეტილიყო. ნოეც ზუსტად ასე მოიქცა: მას ცხოველები წარღვნის შემდეგ საჭმელადაც სჭირდებოდა.
__ წმ. იოანე ოქროპირი __

***
დაბ.7,2 უწმინდური ქმნილებანიც კი, არანაკლებ ფასეული და სასარგებლო, იყო ცოცხლად დაცული კიდობანში, რადგან ღვთის გულმოწყალება ეხება ყველა მის ქმნილებას, და არა მხოლოდ ყველაზე გამორჩეულსა და სასარგებლოს.
იმავდროულად დაცულ იქნა მეტი წმინდა, ვიდრე უწმიდური, შემდეგ საფუძველზე,
[1] რომ წმინდები უფრო სასარგებლოა ადამიანისთვის, ამიტომაც მათდამი კეთილგანწყობის გამო უფრო მეტი რაოდენობის წმინდა ცხოველი შემოინახა და ახლაცაა მოშენებული. მადლობა ღმერთს, რომ საძოვრებზე დაბალახობს არა ლომების, არამედ ძროხების ნახირი, ვეფხვების კი არა, არამედ ცხვრების ფარა.
[2] რომ წმიდები გამოიყენებოდა ღმერთისთვის მსხვერპლშესაწირად, და ამიტომ ღვთის სადიდებლად უფრო მეტი შემოინახა – სამი წყვილი გასამრავლებლად და შვიდშვიდი მსხვერპლშესაწირად (დაბ.8:20). მიწიერ სიკეთეებს ღმერთი იძლევა ექვსს ერთთან, როგორც კვირის დღეების განაწილებაში, ხოლო სულიერ სფეროში ჩვენ მთლიანად უნდა ვეკუთვნოდეთ მას. ის, რაც ეძღვნება ღვთის განდიდებას და გამოიყენება მსახურებისთვის, განსაკუთრებულად იკურთხება და მრავლდება.
__ მეთიუ ჰენრი __

***
დაბ.7,2 აქ ჩვენ პირველად ვხედავთ ცხოველების წმიდებად და უწმინდურებად დაყოფას; წმინდებს განეკუთვნებოდა ის ცხოველები და ფრინველები, რომლებიც ან მხოლოდ საკვებად გამოიყენებოდნენ (ლევ. 11:2-23), ან, გარდა ამისა, მსხვერპლად იწირებოდა (ლევ. 1:2.10.14; დაბ. 8:20). თუმცა ამ სახეობების ზუსტი განსაზღვრა განეკუთვნება სულ სხვა გვიანდელ ეპოქას – მოცემულია მოსეს კანონმდებლობაში, – თუმცა, პრაქტიკაში ის არსებობდა გაცილებით ადრე... როგორც ჩანს მოსეს რჯულმა დააკანონა ის, რაც ადრე არსებობდა და განმტკიცებული იყო ჩვეულებაში.
__ ლოპუხინის კომენტარი __

***
დაბ.7,2 ამბობენ ასევე, რომ ასეთი ზომების კიდობანი ვერ დაიტევდა ამდენი სახეობის ორივე სქესის ცხოველებს, თან უწმიდურების ორ წყვილს, ხოლო წმიდებს - შვიდ-შვიდს. ჩემი აზრით, ამის მთქმელნი მხედველობაში იღებენ მხოლოდ სამას წყრთას სიგრძეში და ორმოცდაათს სიგანეში; მაგრამ არ იღებენ მხედველობაში, რომ იმდენივე წყრთა იყო ზემო რიგში და იმდენივე ყველაზე ზემოთ, და ამიტომ ეს წყრთები, სამჯერ აღებული, შეადგენენ ცხრაასს და ასორმოცდაათს. ხოლო თუ წარმოვიდგენთ, როგორც ჭკვიანურად შენიშნა ორიგენმა , რომ მოსე, ანუ ღვთის კაცი, რომელიც, წერილის სიტყვებით, «განისწავლა ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი სიტყვით და საქმით." (საქ. 7:22), გეომეტრიის მოყვარულს, შეეძლო ეჩვენებინა გეომეტრიული წყრთები, რომლებიც, როგორც ამტკიცებენ, იყო ჩვენსაზე ექვსჯერ დიდი, მაშინ ვის არ შეუძლია დანახვა, რამდენი რამის დატევა შეეძლო ასეთი ფართის სივრცეს?
__ ავგუსტინი __


3.44.9 Чистые и нечистые животные
Быт.7,2.3.8; 8,20 Лев.11,2-23; 20,25; 27,11 Вт.14,3-20 Деян.10,14.15; 11,8