ნოეს კიდობნის აგებულების შესახებ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 8 : 6 ; დაბადება 6 : 16 ;
=4.4.5 ნოეს კიდობნის აგებულების შესახებ

დაბ.6,[14-16]; 8,6

ბიბლიის მუხლები

დაბადება 6
14. გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე.
15. ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა;
16. სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე.

დაბადება 8
6. ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული.

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.6:14. "გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან";
ებრაულ ტექსტში "კიდობანი"- teba კიდევ ერთხელ გვხვდება ბიბლიაში იმ კალათის აღსანიშნავად, მოსე რომ იქნა დახსნილი (გამ.2,3 "როცა დამალვა ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კიდობანი, შეგოზა ფისითა და კუპრით, ჩასვა შიგ ბავშვი და დადო ლელიანში ნილოსის ნაპირას."); აქედან შეიძლება ვიფიქროთ, რომ კოლოსალური ზომების ნოეს კიდობანიც, წარმოადგენდა მსგავსი ტიპის პრიმიტიულ მოწყობილობას. თვით ხე «ურთხელი», რომლითაც იქნა აგებული კიდობანი, განეკუთვნება მსუბუქ, ფისოვან ხეებს, კედარის ან კვიპაროსის მსგავსად (აკაცია, ულპობელი, негнюший, ситтим გამ.27:1, 30:1). ასეთი ხის კიდობნით დააღწიეს თავი წყლის სტიქიისგან დაღუპვას პირველქმნილი სამყაროს წარმომადგენლებმა. ღვთისმეტყველები ხედავენ აქ ჯვრის ხისა და წყლით ნათლობის სიმბოლოებს, რომელთა გზითაც კაცობრიობა ჰპოვებს თავის ხსნას.
"ბუდეები გაუკეთე კიდობანს". სიტყვასიტყვით ებრაულიდან – «ბუდეები» (kinnim) ანუ უჯრედები, როგორც ჩანს, ფრინველებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც, ღვთის ბრძანების თანახმად, ნოეს უნდა განეთავსებინა კიდობანში.
__ ლოპუხინის კომენტარი __

***
დაბ.6:14-18. ნოეს გადარჩენა მზადდებოდა კიდობნის მეშვეობით, პირდაპირკუთხოვანი ბრყელძირიანი და თითქმის «ბრტყელსახურავიანი ჭურჭლით», რომელიც არ ჰგავდა თანამედროვე ხომალდს, არამედ უფრო მოგვაგონებდა უზარმაზარ სახლს დაახლოებით 140 მ. სიგრძით, 23 მ. სიგანით და 13 ნახევარი – სიმაღლეში; მისი ტევადობა შეადგენდა დაახლოებით 43000 ტონას. კიდობანს ჰქონდა სამი ბანი, ეწოდებოდათ სართულები, (жилье, палюбы, ярусы, обиталища двокровна и трекровна.) ბაბილონური გადმოცემის თანახმად კიდობანი იყო უზარმაზარი კუბური ფორმის, რომლის ზომებიც ხუთჯერ აღემატებოდა ნოეს აშენებულს, როგორიცაა აღწერილი ბიბლიაში.
__ დალასის სემინარიის კომენტარი __

***
დაბ.6,14 ...კიდობანს, რომელშიც ნოე ყველა თავისიანით, ანუ ცოლით, ძეებით და რძლებით, ასევე ცხოველებით, რომლებიც შევიდნენ მათთან ერთად ღვთის აღთქმით, შეეძლო ეხსნა წარღვნისგან, ყოველგვარი ეჭვის გარეშე. ის ჰგავს ამქვეყნად არსებულ ღვთის ქალაქს, ანუ ეკლესიას, რომელმაც მიიღო ხსნა ხის მეშვეობით, რომელზეც ჯვარს ეცვა ადამიანებსა და ღმერთს შორის შუამდგომელი, კაცი ქრისტე იესო (1ტიმ.2:5). რადგან კიდობნის ზომებიც, მისი სიგრძე, სიმაღლე და სიგანე, მსგავსია კაცის სხეულისა. ამ სხეულის ჭეშმარიტი ბუნებით შემოსილი, უნდა მოსულიყო ადამიანებისთვის აღთქმული, და მოვიდა.
კაცის სხეულის სიგრძე თხემიდან ტერფამდე ექვსჯერ აღემატება სიმაღლეს, რომელიც იზომება ზურგიდან მუცლამდე. ანუ, თუ გავზომავთ კაცს მწოლარე მდგომარეობაში, გულაღმა თუ გულდაღმა, მისი სიგრძე თავიან ფეხებიანად ექვსჯერ მეტია, ვიდრე გულმკერდის სიგანე მარჯვნიდან თუ მარცხნიდან, და ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე სიმაღლე მიწიდან. ამის შესაბამისად კიდობანიც აიგო სამასი წყრთა სიგრძის, ორმოცდაათი სიგანის და ოცდაათი სიმაღლის. კარიც, რომელიც ჰქონდა გვერდიდან, არის, რა თქმა უნდა, სხვა არაფერი, თუ არა იარა, რომელიც გაჩნდა ჯვარცმულის ფერდზე შუბის ძგერებისას (34. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა. იოან.19:34): ამ კარით შედიან მასთან, რადგანაც მისგან გამოედინებინ საიდუმლოებანი, რომლისგანაც ნათლდებიან მორწმუნენი. ხოლო ის, რომ ნაბრძანებ იქნა აგებულიყო კიდობანი ოთხკუთხოვანი (четвероуголных) ხეებისგან, აჩვენებს ურყევობას ყოველივეში წმიდათა ცხოვრებაში: კვადრატი რომელ მხარესაც უნდა შეაბრუნო, მაინც დადგება სწორად. ასევე ყოველივე დანარჩენი, რაც ნათქვამია კიდობნის აგებულებაზე, განეკუთვნება ეკლესიასაც.
__ ავგუსტინის კომენტარი __


-----------------------------
მარკ მილგრამის ნახატი

4.4.5 Каким был Ноев ковчег
Быт.6,[14-16]; 8,6