ქალის შექმნისა და ქორწინების შესახებ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 27 ; დაბადება 2 : 23 ; დაბადება 24 : 67 ; მეორე რჯული 10 : 20 ; 3მეფეთა 11 : 3 ; 2ეზრა 4 : 1 ; მალაქია 2 : 14 ; მათე 19 : 4 ; მარკოზი 10 : 6 ; რომაელთა 1 : 27 ; რომაელთა 7 : 2 ; 1კორინთელთა 6 : 16 ; 1კორინთელთა 7 : 2 ; 1კორინთელთა 11 : 8 ; ეფესელთა 5 : 28 ; 2ტიმოთე 2 : 13 ; ზირაქი 25 : 1 ;
=4.15.14 ქალის შექმნისა და ქორწინების შესახებ

_ ღმერთმა მამაკაცისგან დედაკაცის შექმნით საფუძველი დაუდო ერთხორცობის ლტოლვას და ქორწინების ინსტიუტის ჩამოყალიბებას დაბ.1,27.28; 2,[21-24]; 24,67
- ცოლქმრობის რჯულს (ღვთაებრივ კანონს), რომელიც მოქმედებს მეუღლეთა სიკვდილამდე რომ.7,2.3
- ერთხორცობის ლტოლვის ღვთის მიერ შექმნა და დაშვება მხოლოდ გამრავლებას უნდა ემსახურებოდეს და საჭიროებს ყველას თავისი მეუღლე ჰყავდეს 1კორ.7,2
- იყვნენ შეუღლებულნი ერთმანეთის სხეულების უფალნი 1კორ.7,3.4
- ცოლს მორჩილება ჰქონდეს ქმრის მიმართ, როგორც უფლის მიმართ რჯ.10,20; 1კორ.11,8-12; 2ტიმ.2,13
- და ქმარს განსაკუთრებული პატივისცემა - ცოლის მიმართ ეფ.5,28-32
- ქვეყნიერება და მისი მიმდევარი მიდრეკილია არღვევდეს ღვთის ჩანაფიქრს ქორწინების შესახებ, მაგალითად მრავალცოლიანობით დაბ.4,19; 3მფ.11,2.3
- სიყრმის მეუღლის ღალატით ან გაშვებით მალ.2,14.15 მათ.19,4-9 მარ10,6-12
- მეძავთან ერთხორცობით 1კორ.6,16
- კაცის ქალისადმი დამონებით, მშობლებისა და სამშობლოს დავიწყებით 2ეზრ.4,20-25 ზირაქ.25,22
- ჰომოსექსუალიზმით და სხვა არაბუნებითი გარყვნილებებით რომ.1,26.27

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.

დაბადება 2
21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.
22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.
23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
23 (მცხეთური ხელნაწერი)
და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი.
24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.
24 (მცხეთური ხელნაწერი)
ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა

დაბადება 24
67. შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.

3მეფეთა 11
2. იმ ერებიდან, რომლებზეც ნათქვამი ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის: "ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უსათუოდ მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ”, სოლომონი სწორედ ასეთებს მიეწება სიყვარულით.
3. შვიდასი ცოლი ჰყავდა სამეფო გვარიდან და სამასი ხარჭა; და მიდრიკეს მისი გული მისმა ცოლებმა.

2ეზრა 4
20. კაცი სტოვებს თავის გამზრდელ მამას, თავის ქვეყანას და თავის ცოლს ეწებება.
21. სულს სტოვებს ცოლთან, არც მამას გაიხსენებს, არც დედას და არც ქვეყანას.
22. აქედან უნდა იცოდეთ, რომ დედაკაცნი ბატონობენ თქვენზე: განა თქვენი ნაშრომი და ჭირნანული - ყველაფერი ცოლებთან არ მიგაქვთ და მათ არ აძლევთ?
23. აიღებს კაცი თავის მახვილს და ავაზაკობის გზას დაადგება, ძარცვავს და ქურდობს, დაცურავს ზღვასა და მდინარეებზე;
24. ლომსაც გადაეყრება და წყვდიადში იხეტიალებს. და რასაც კი მოიპარავს, წაგლეჯს და მიიტაცებს, საყვარელს მიუძღვნის.
25. კაცს თავისი ცოლი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მამა და დედა.

ზირაქი 25
22. საწყრომია უპატიობა და დიდი სირცხვილი, როცა ცოლი ბატონობს ქმარზე.

მალაქია 2
14. თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო.
15. არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისაგან. თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს.

მათე 19
4. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?
5. და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებაან ორივენი ერთ ხორც.
6. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.
7. კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა?
8. მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე.
9. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.

მარკოზი 10
6. შექმნის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა.
7. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას,
8. და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც.
9. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.
10. სახლში მისმა მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს იგივე.
11. და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს.
12. ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს.

რომაელთა 1
26. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს.
27. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.

რომაელთა 7
2. რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან.
3. ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად.

1კორინთელთა 6
16. ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“.

1კორინთელთა 7
2. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი.
3. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს.
4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი.

1კორინთელთა 11
8. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან.
9. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის.
10. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის.
11. თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში.
12. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის.

ეფესელთა 5
28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.
29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას.
30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.
32. ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.

2ტიმოთე 2
13. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.

__თემაზე წერდნენ__
***
რაც შეეხება ევას შექმნას, ღმერთი აძინებს ადამს და ამ ძილის დროს უქმნის მას ევას. ბიბლიისათვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიზოდია. ჩვენ ბიბლიაში კიდევ ერთ ადამს ვხვდებით, ეს გახლავთ ქრისტე - ახალი ადამი. ქრისტეს საპატარძლოს წარმოადგენს ეკლესია და როგორც ადამის ძილის დროს, შეუქმნა ღმერთმა მას ევა (ცოლი), ასევე იძინებს ქრისტე სასიკვდილო ძილით ჯვარზე და მისი ნეკნიდან - სისხლიდან იქმნება მისი სასძლო - ეკლესია.
__ წმ. ეფრემ ასური __

***
დაბ.2:21 - ერთი ნეკნი: წმ. წერილის სხვა კრეატიული სასწაულების მსგავსად, ღმერთი `თესლით ~ იწყებს. ელია ორწელიწადნახევარი ჭამდა ერთი ქოთნიდან, ხოლო იესომ მცირე თევზითა და რამდენიმე პურით 5000 კაცი დააპურა. ალბათ, ნეკნი იმიტომ შეირჩა, რომ იგი ადამის აგებულების შიდა ნაწილია.
__ ბიბლია კომენტარებით 2015 __

***
2:24 მიატოვებს გულისხმობს ქმრის მხრიდან პრიორიტეტის შეცვლას. მიეკრობა ლტოლვის სტაბილურობაზე მიუთითებს. ფრაზას ერთხორცად რამდენიმე მნიშვნელობა აქვს; პირველ რიგში, იგი გულისხმობს სქესობრივ კავშირს და ბავშვის ჩასახვას, ასევე სულიერ თუ ემოციურ სიახლოვეს და ერთმანეთის მიმართ ისეთივე პატივისცემის გამოჩენას, როგორსაც სხვა ახლო ნათესავებს, მშობლებს ან და-ძმებს მიაგებენ. ეს ნიუანსი კიდევ უფრო მკვეთრადაა გამოხატული ახალ აღთქმაში, სადაც ნათლად ჩანს, რომ ქრისტიანი წყვილი ერთმანეთისთვის და-ძმადაც მოიაზრება.
__ ბიბლია კომენტარებით 2015 __

***
დაბ. 2,18-25-ში ლაპარაკია ქალის შექმნასა და ქორწინების ინსტიტუტის დადგენაზე. ქმარი და ცოლი ღმერთმა დაადგინა სულიერ ერთობაში, რომ ემსახურათ ღმერთისადმი ერთიანობით, აღესრულებინათ მისი მცნებები. ასეთი ოჯახებით საზოგადოება იწყებს აყვავებას. ყოველივე შექმნილი კარგი იყო (დაბ. 1,4.10,12.18.21.25), მაგრამ ადამი რომ მარტო იყო, არ იყო კარგი (2,18). როდესაც ადამმა დაიწყო ღმერთის წარმომადგენლის როლის აღსრულება დედამიწაზე (არქმევს სახელებს ცხოველებს 2,19.20), რითაც ამოწმებს თავის მომავალ ბატონობას მათზე (შდრ.1,28), იქვე შეიგრძნო თავისი მარტოობა (2,20). მაშინ ღმერთმა დააძინა იგი (2,21) გამოუღო ერთი ნეკნი და შეუქმნა ქალი (2,21-23) მე-18 მუხლში ნათქვამია, რომ ღმერთმა განიზრახა ადამისთვის “შემწის” მიცემა. “დამხმარე არაა დამამცირებელი, თვით ღმერთის შესახებაც კია ნათქვამი. მაგ. ფს. 32,20; 67,6; 113,17. “შესაფერისი” ნიშნავს იმას, რაც ნათქვამია ადამზე (2,7). ისინი გააერთიანა ერთნაირმა ბუნებამ, რის ფარგლებშიც ისინი “ავსებენ” ერთმანეთს, რამაც თავისი უმაღლესი მწვერვალი ქორწინებაში ჰპოვა და აქცია “ერთხორც” (2,24). სულიერი და ფიზიკური ერთიანობა იყო მათ შორის, ჯერ არ არსებობდა ცოდვა და საჭიროც არ იყო მათ შორის უფროსის გამოყოფა (1 კორ. 11,3; 1 ტიმ. 2,13). ამიტომაც მომავალ დროშია ნახსენები (2,24) ადამის და ევას სიშიშვლე (2,25). აქ ლაპარაკია როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითო მნიშვნელობით, რომ არ ჰქონდათ ცოდვილი ფიქრები.
__ ალენ პ. როსი __

***
დაბ. 4,18 კაენის ცოლი უნდა ყოფილიყო ადამის ერთერთი ასული (5,4).
__ ალენ პ. როსი __

***
დაბ. 4,19-24: ლამექმა დაარღვია ღმერთის გეგმა ქორწინებაზე. მოიყვანა ორი ცოლი. მიუხედავად გამრავლებისა, ბოროტება მრავლდებოდა მის ცხოვრებაში. აქ მოყვანილია “ლამექის სიმღერა” – სემიტური პოეზიის ძველი ნიმუში (4,22.23).
__ ალენ პ. როსი __

***
მე წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა ეგრძნო ადამს გაღვიძებისას. იგი გრძნობდა თავს არა ისე, როგორც დაძინებამდე. მან იგრძნო სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაწილის უქონლობა თავის თავში. გრძნობდა თავს არასრულყოფილად. იგი გრძნობდა შინაგან სიცარიელეს და სწრაფვას იმისკენ, რაც ეკუთვნოდა მას. როდესაც ღმერთმა აჩვენა იგი, აღელდა იმიტომ კი არა, რომ ის იყო გარეგნულად მშვენიერი, არამედ იმიტომ, რომ მისი სული და გული ესწრაფოდა მის სულსა და გულს. იქამდე, ვიდრე ექნებოდა ფიზიკური სიახლოვე მასთან.
__ ბობ იანდიანი __

***
ერთხორც – უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ორი ადამიანი, რომელთაც აქვთ ფიზიკური კავშირი. ფიზიკური სიახლოვე შეიცავს თავის თავში ურთიერთობას და არა უბრალოდ ფიზიკურ განცდას, ქალი და მამაკაცი ერთადერთი არიან ღვთის შექმნილთაგან, რომლებიც ფიზიკური სიახლოვისას ერთმანეთს უცქერიან.
__ ბობ იანდიანი __

***
სახელის დარქმევა ცოლისთვის, რომელსაც უწოდა “ევა” (ნიშნავს “სიცოცხლეს”, ანუ შთამომავლობის გამგრძელებელს). ადამი მასზე ამბობს: “ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი”. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამი თავის თავში მოიცავდა ევას და აქედან
გამომდინარე იცოდა მისი ბუნება,
21 . და მოჰგვარა ღმერთმა გაოგნება ადამს და დააძინა; და აიღო ერთი მის გვერდთაგან და ამოავსო ხორცით მის ნაცვლად.
22 . და აუშენა უფალმა ღმერთმა გვერდი, რომელიც აიღო ადამისაგან, ცოლად, და მიუყვანა იგი ადამს.
ევას ამგვარი შექმნა ბევრისთვის დამაბრკოლებელი იყო და ამიტომ მთელ ამ თხრობას მითად მიიჩნევდნენ (რაციონალისტები), მეორენი კი მიუთითებენ მის ალეგორიულ ხასიათზე. მაგრამ აღნიშნული ბიბლიური თხრობა, რომელშიც ყოველი დეტალი დაწვრილებით არის აღწერილი, გამორიცხავს ალეგორიის შესაძლებლობას.
კაცობრიობის დასაწყისი ექსტრაორდინალური ეპოქა იყო და მაშინ ბევრი რამ ხდებოდა განსხვავებულად. ევას ვერ ეყოლებოდა მშობლები ადამიანის სახით, ამიტომ ბუნებრივია, რომ იგი წარმოიშვა უჩვეულო, ზებუნებრივი გზით, და რატომ არ შეეძლო ღმერთს შეექმნა იგი იმგვარად, როგორც ეს წმ. წერილშია გადმოცემული?
23 . და თქვა ადამმა: ეს არის ახლა ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი; ამას ეწოდება ცოლი, რადგან თავისი ქმრისგან იქნა აღებული იგი.
24 . ამის გამო დატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და შეუერთდება თავის ცოლს, და იქნებიან ორნი ერთხორცი.
“ამას ეწოდება ცოლი, რადგან თავისი ქმრისგან იქნა აღებული”. ებრაული სიტყვა “ცოლი” (“იშშა”) წარმოქმნილია სიტყვისგან “ქმარი” (“იშ”) და ამითაც ნათლად არის მინიშნება იმაზე, თუ საიდან წარმოიშვა ევა.
“და შეუერთდება თავის ცოლს და იქნებიან ორნი ერთხორცი”. სიტყვა “შეუერთდება” ებრაულში გადმოცემულია სიტყვით “დაბაკ”, რაც ნიშნავს მიმსგავსებას, ასიმილაციას (რჯ.10,20; 3მეფ.11,2) და მაშასადამე ეს “შეერთება” მიუთითებს არა მხოლოდ ფიზიკურ კავშირს მეუღლეთა შორის, არამედ მათი ინტერესების სულიერ გაერთიანებას იმდენად მჭიდროდ, რომ ისინი წარმოადგენდნენ არა ორ არსებას, არამედ როგორც ერთ საერთო პიროვნებას. როგორც წმ. წერილში, ასევე ეკლესიის მამებთან მეუღლეთა ეს მჭიდრო სულიერი კავშირი სახეა ქრისტეს კავშირისა ეკლესიასთან (ეფ. 5,30-31).
წმ. იოანე ოქროპირი: “ამას ეწოდება ცოლი, რადგან თავისი ქმრისგან იქნა აღებული”,
აქ ადამი გამოღებულ ნეკნს გულისხმობს. შემდეგ იგი მომავალ მოვლენებზე საუბრობს:
“ამის გამო დატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და შეუერთდება თავის ცოლს, და იქნებიან ორნი ერთხორც”. რატომ ამბობს ადამი ამას? საიდან გაიგო მან მომავალი და ის, რომ ადამიანები გამრავლდებოდნენ? საიდან გაიგო, რომ ქმარი და ცოლი ერთმანეთს შეუერთდებოდნენ? ამგვარი კავშირი ხომ ცოდვით დაცემის შემდეგ მოხდა? ხოლო მანამდე ისინი სამოთხეში ცხოვრობდნენ როგორც ანგელოზები და მათში არ მოძრაობდა არც ამგვარი გულისთქმა და არც რაიმე სხვა ვნება, არ აწუხებდათ სხეულებრივი მოთხოვნილებები, არამედ იყვნენ რა შექმნილნი როგორც უხრწნელი და უკვდავი არსებები, არ ესაჭიროებოდათ სამოსელიც კი... მაშ საიდან მოუვიდა მას ასეთი აზრი? განა ნათელი არაა, რომ იგი, სანამ ცოდვით დაეცემოდა, წინასწარმეტყველების მადლს იყო ნაზიარები და ყოველივე ამას სულიერი თვალებით ხედავდა?”
__შესაქმის განმარტება 2004 დ. თინიკაშვილის რედაქციით__

***
ქალი, როგორც ადამიანის ნეკნიდან აღებული, ახლოსაა მის გულთან და ქმრის გულში უპირველესი ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩენილი.
__წიგნიდან – "სულიერი მდელო”__


4.15.14 О сотворении Евы и о браке
Быт.1,27.28; 2,21-24; 24,67; 3цар.11,2.3; 2Езд.4,20-25 Мал.2,14.15 Матф.19,4-9 Мар.10,6-12 Рим.1,26.27; 7,2.3; 1Кор.6,16; 7,2-4; 11,8-12 Еф.5,28-32; 2Тим.2,13